სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
სკოჩით ამოქოლილი სათვალთვალო და ამომრჩევლის მოსყიდვის უზნეო მცდელობა
სკოჩით ამოქოლილი სათვალთვალო და ამომრჩევლის მოსყიდვის უზნეო მცდელობა

თა­ვი­სუ­ფა­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ერ­თხმად აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ არ­ჩევ­ნე­ბის სა­მარ­თლი­ა­ნად ჩა­ტა­რე­ბა ხალ­ხს დიდი ძა­ლის­ხმე­ვის ფა­სად და­უჯ­და. რო­გორც ისი­ნი ამ­ბო­ბენ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ად­გი­ლობ­რივ ამომ­რჩევ­ლებ­ზე, მა­ს­მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­სა და დამ­კვირ­ვებ­ლებ­ზე ზე­წო­ლას სხვა­დას­ხვა მე­თო­დით ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ. თუ რა ხდე­ბო­და სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებ­ზე, რო­გორ ვი­თა­რე­ბა­ში აკე­თებ­და ხალ­ხი სა­კუ­თარ არ­ჩე­ვანს და რა პი­რო­ბებ­ში უწევ­დათ ჟურ­ნა­ლის­ტებს მუ­შა­ო­ბა - ამის შე­სა­ხებ ჩემს კო­ლე­გებს ვე­სა­უბ­რე, რომ­ლე­ბიც პრო­ფე­სი­ულ მო­ვა­ლე­ო­ბას კა­ხეთ­ში, აჭა­რა­ში, სა­მეგ­რე­ლო­ში, ქარ­თლსა და გუ­რი­ა­ში ას­რუ­ლებ­დნენ.

გელა მთივ­ლიშ­ვი­ლი, კა­ხე­თი:

- მე დამ­კვირ­ვებ­ლის სტა­ტუ­სით გახ­ლდით პან­კი­სის ხე­ო­ბის ყვე­ლა სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე, ასე­ვე - თე­ლავ­სა და ლა­გო­დეხ­ში - ეთ­ნი­კუ­რი აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბის და­სახ­ლე­ბა­ში, ყვა­რელ­ში... სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე "ნა­ცი­ო­ნა­ლებს" ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბი არ ჩა­უყ­რი­ათ, არც სა­არ­ჩევ­ნო ყუ­თე­ბი გა­უ­ტა­ცე­ბი­ათ, მაგ­რამ იყო პრო­ცე­დუ­რუ­ლი დარ­ღვე­ვე­ბი და ზე­წო­ლის ფაქ­ტე­ბი. მა­გა­ლი­თად, პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში, სო­ფელ დუ­ის­ში სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე ვნა­ხეთ "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" წევ­რი, რო­მელ­საც ხელ­ში ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მო­ნა­ცემ­თა ბა­ზი­დან ამო­ღე­ბუ­ლი ამომ­რჩევ­ლე­ბის პი­რა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი ეჭი­რა. რო­დე­საც ვკი­თხეთ, სა­ი­დან ჰქონ­და ეს დო­კუ­მენ­ტე­ბი, პა­სუ­ხი არ გაგ­ვცა. ამ ადა­მი­ანს და­ახ­ლო­ე­ბით 100 ამომ­რჩევ­ლის პი­რა­დი საქ­მე ჰქონ­და; ჩვენ მხო­ლოდ 20 ცა­ლის გა­მორ­თმე­ვა მო­ვა­ხერ­ხეთ. თუმ­ცა ესეც საკ­მა­რი­სი აღ­მოჩ­ნდა იმის­თვის, რომ ახ­მე­ტის სა­ოლ­ქო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ა­ში სა­ჩი­ვა­რი წარ­გვედ­გი­ნა და სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნის გა­ბა­თი­ლე­ბა მოგ­ვე­თხო­ვა. ზო­გა­დად, 2008, 2010 წლე­ბის არ­ჩევ­ნებ­თან შე­და­რე­ბით, ვი­თა­რე­ბა გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სია.

- წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ზე რას იტყვით?

- წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ო­დი გა­ცი­ლე­ბით რთუ­ლი იყო, ვიდ­რე თვით არ­ჩევ­ნე­ბის დღე. კა­ხეთ­ში ამომ­რჩე­ველ­ზე ზე­წო­ლა ჯერ კი­დევ მა­შინ და­ი­წყო, რო­დე­საც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლის შე­სა­ხებ პირ­ვე­ლი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა. 2012 წლის მარ­ტი­დან ჩვენ მო­ნი­ტო­რინ­გის წარ­მო­ე­ბა და­ვი­წყეთ სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით. ძა­ლი­ან ბევ­რი ფი­ზი­კუ­რი თუ მო­რა­ლუ­რი ზე­წო­ლის, ასე­ვე მუ­ქა­რი­სა და და­შან­ტა­ჟე­ბის ფაქ­ტი იყო. 20 სექ­ტემ­ბრის შემ­დეგ ზე­წო­ლა გა­ათ­მაგ­და, ბოლო დღე­ებ­ში კი სა­ერ­თოდ ყვე­ლა ზღვარს გას­ცდნენ: ადა­მი­ა­ნე­ბის სამ­სა­ხუ­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­სა და სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას ვინ ჩი­ვის, პირ­და­პირ თავ­დას­ხმებ­ზე გა­და­ვიდ­ნენ, ოჯა­ხებ­ში "მო­ლო­ტო­ვის კოქ­ტე­ი­ლის" შეგ­დე­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვი გახ­და.

სულ­ხან მეს­ხი­ძე, აჭა­რა:

- მა­ღალმთი­ან აჭა­რა­ში 21 თუ 22 უბა­ნი შე­მო­ვი­ა­რე. არა­ნა­ი­რი დარ­ღვე­ვა არ ყო­ფი­ლა; მხო­ლოდ მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს შეგ­ვექ­მნა პრობ­ლე­მე­ბი: რამ­დე­ნი­მე უბან­ზე არ შეგ­ვიშ­ვეს, მაგ­რამ ოლ­ქის თავ­მჯდო­მა­რეს­თან და­რეკ­ვის შემ­დეგ ესეც მოგ­ვარ­და. პრობ­ლე­მე­ბი ძი­რი­თა­დად, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში იყო. "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ რე­სურსს გა­ნუ­სა­ზღვრე­ლად იყე­ნებ­დნენ, ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ ზე­წო­ლას ამომ­რჩე­ველ­ზე. ხში­რად აწყობ­დნენ სა­ი­დუმ­ლო შეხ­ვედ­რას, ოპო­ზი­ცი­უ­რად გან­წყო­ბილ მო­სახ­ლე­ო­ბას ფი­ზი­კუ­რად უს­წორ­დე­ბოდ­ნენ. სო­ფელ პაქ­სა­ძე­ე­ბის ერთ-ერ­თმა მკვიდრმა პი­რა­დად მე გად­მომ­ცა წე­რი­ლი, რო­მელ­შიც წე­რია, - მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს მუფ­თი, ჯე­მალ პაქ­სა­ძე და უშიშ­რო­ე­ბის თა­ნამ­შრო­მე­ლი, ზორ­ბეგ ბე­რი­ძე ფსი­ქო­ლო­გი­ურ ზე­წო­ლას ახ­დენ­დნე­ნო. სხვა­თა შო­რის, რამ­დენ­ჯერ­მე მე და ჩემი ოპე­რა­ტო­რიც გავ­ხდით ფი­ზი­კუ­რი ზე­წო­ლის მსხვერ­პლნი. მა­გა­ლი­თად, გა­ვი­გე, რომ 28 სექ­ტემ­ბერს ბა­თუმ­ში და­გეგ­მილ ყრი­ლო­ბა­ზე და­სას­წრე­ბად ხუ­ლო­დან 120 მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სით მიჰ­ყავ­დათ ხალ­ხი. ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით მა­სა­ლას რომ ვამ­ზა­დებ­დი, "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" კო­ორ­დი­ნა­ტორ­მა კა­მე­რა დაგ­ვიმ­ტვრია და სა­ცემ­რად გა­მოგ­ვე­კი­და.

ნანა ფა­ჟა­ვა, სა­მეგ­რე­ლო:

- პირ­ვე­ლი დარ­ღვე­ვა ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა გა­სამ­ხედ­რო­ე­ბუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბის მიერ ხმის მი­ცე­მის დროს და­ვა­ფიქ­სი­რეთ. ალ­ბათ იცით, რომ ზუგ­დიდ­ში 800-კა­ცი­ა­ნი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ფორ­მი­რე­ბაა; სამ­ხედ­რო­ე­ბი­დან 400-ზე მეტი ზუგ­დიდ­ში ჩა­წე­რი­ლი არ იყო, ამი­ტომ მათ მხო­ლოდ პრო­პორ­ცი­უ­ლი სიით უნდა მი­ე­ცათ ხმა. თუმ­ცა გა­ირ­კვა, რომ მა­ჟო­რი­ტა­რებ­საც მის­ცეს ხმა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ ზუგ­დიდ­ში სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებს შო­რის, მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მოძ­რა­ობ­დნენ სპორ­ტსმე­ნე­ბის­გან და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი "ზონ­დერ-ბრი­გა­დე­ბი", ასე­ვე სოდ-ის, კუდ-ისა და სამ­ხა­რეო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი. ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რობ­და მე­გიზ ქარ­და­ვაც. სო­ფელ ინ­გირ­ში "ინფო 9"-ის ჟურ­ნა­ლის­ტებს "ზონ­დერე­ბი" იმ მო­ტი­ვით და­ესხნენ თავს და ცემა და­უ­პი­რეს, - თურ­მე ნუ იტყვით და, ეს ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ამომ­რჩევ­ლებ­ზე ფსი­ქო­ლო­გი­ურ ზე­წო­ლას ახორ­ცი­ე­ლებ­დნე­ნო. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ პო­ლი­ცი­ამ სრუ­ლი­ად გა­ურ­კვე­ვე­ლი მი­ზე­ზით, 65 წლის ქალი და­ა­კა­ვა. რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ვი­გე, ეს ქალ­ბა­ტო­ნი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მხარ­დამ­ჭე­რი იყო, მისი და კი - "ოც­ნე­ბის" კო­ორ­დი­ნა­ტო­რი. ორი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მას­თან არც ად­ვო­კა­ტი შე­უშ­ვეს და არც სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი. სა­ბო­ლო­ოდ, იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დნენ, გა­ე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნათ. მინ­და გი­ამ­ბოთ ზუგ­დი­დის თხი­ლის ქარ­ხნის "არ­გი­ო­ნათ­სის" შე­სა­ხებ, რო­მელ­საც გო­რო­ზია ლო­ბი­რებს. ჟურ­ნა­ლის­ტებს მოგ­ვა­წო­დეს ინ­ფორ­მა­ცია, რომ ამ ქარ­ხა­ნა­ში გან­თავ­სე­ბულ სარ­დაფ­ში ასამ­დე ადა­მი­ა­ნი არა­ლე­გა­ლურ საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ო­და: წყა­როს ცნო­ბით, ისი­ნი ყალბ სა­ბუ­თებ­სა და სა­არ­ჩევ­ნო ბი­უ­ლე­ტე­ნებს ამ­ზა­დებ­დნენ. არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ოთხი დღით ადრე, რამ­დე­ნი­მე ჟურ­ნა­ლის­ტთან ერ­თად, ღა­მის 5 სა­ათ­ზე ამ ქარ­ხა­ნას­თან მი­ვე­დით. და­ვი­ნა­ხეთ, რომ ეზოს კარ­თან გო­რო­ზი­ას მან­ქა­ნა შე­მო­ვი­და, მას ყო­ფი­ლი პრესმდი­ვა­ნი გე­ლე­ნა­ვა შე­ე­გე­ბა და ყვი­თე­ლი პარ­კით რა­ღაც გა­დას­ცა... და­რაჯ­მა დაგ­ვი­დას­ტუ­რა, რომ ავ­ტო­მო­ბი­ლი გო­რო­ზი­ა­სი იყო, მაგ­რამ გვი­თხრა, რომ სა­ჭეს ვი­ღაც სხვა მარ­თავ­და. ზუგ­დიდ­ში ყვე­ლამ იცის, რომ ეს თხი­ლის ქარ­ხა­ნა რე­ა­ლუ­რად, "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" შტა­ბია და იქ ყალბ დო­კუ­მენ­ტებს ამ­ზა­დე­ბენ. თუმ­ცა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ვე­რა­ფერს ვა­ხერ­ხებთ: გვე­უბ­ნე­ბი­ან, - ეს კერ­ძო სა­კუთ­რე­ბა არი­სო, - და ახ­ლო­საც არ გვიშ­ვე­ბენ. მინ­და, ყუ­რა­დღე­ბა გა­ვა­მახ­ვი­ლო ზუგ­დი­დის ცი­ხე­ში ჩა­ტა­რე­ბულ არ­ჩევ­ნებ­ზეც. თავ­და­პირ­ვე­ლად იქ ჟურ­ნა­ლის­ტებს სა­ერ­თოდ არ უშ­ვებ­დნენ. კა­ტე­გო­რი­უ­ლი მო­თხოვ­ნის შემ­დეგ, მხო­ლოდ ერთი ჟურ­ნა­ლის­ტის შეშ­ვე­ბა­ზე დაგ­ვთან­ხმდნენ. კო­ლე­გებ­მა მე შე­მიშ­ვეს. შე­ვე­დი თუ არა, სა­არ­ჩევ­ნო კა­ბი­ნა­ში სათ­ვალ­თვა­ლო ხვრე­ლი მა­შინ­ვე შევ­ნიშ­ნე. ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ თავი იმარ­თლა, - ეს კო­მუ­ნის­ტე­ბის დრო­ი­დან არის შე­მორ­ჩე­ნი­ლიო, - და ჩვე­ნი თან­დას­წრე­ბით, სკო­ჩით ამო­ქო­ლა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სულ 72 პა­ტი­მა­რი ჰყავ­დათ, არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მხო­ლოდ 42-ს მი­ა­ღე­ბი­ნეს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით გვი­თხრეს, რომ იმ 42 პა­ტიმ­რი­დან უმ­რავ­ლე­სო­ბას ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და...

ია თი­ნი­კაშ­ვი­ლი, შიდა ქარ­თლი:

- ცალ­კე­ულ დარ­ღვე­ვებ­ზე არა­ფერს ვამ­ბობ; აღარც იმა­ზე გა­ვა­მახ­ვი­ლებ ყუ­რა­დღე­ბას, რომ ჟურ­ნა­ლის­ტებს მუ­შა­ო­ბა­ში ხელს გვიშ­ლიდ­ნენ. ხა­შურ­ში სპეც­რაზმმა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი რამ ჩა­ი­დი­ნა: მე­სა­მე სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე შე­იჭ­რა, ხალ­ხი გა­რეთ გა­მო­ყა­რა და ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბით სავ­სე ტო­მა­რა გა­ი­ტა­ცა. ხალ­ხი რომ არ მი­ახ­ლო­ე­ბო­და, ცე­ცხლიც კი გახ­სნეს. ეს ყვე­ლა­ფე­რი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი­სა და ჩარ­თუ­ლი კა­მე­რე­ბის წინ გა­ა­კე­თეს.

- გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცრემლსა­დე­ნი გაზი გა­უშ­ვეს...

- ცრემლსა­დე­ნი გა­ზიც გა­უშ­ვეს და 12-კა­ლიბ­რი­ა­ნი, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­და­ნაც გა­ის­რო­ლეს. ჩვენ მას­რე­ბი დღემ­დე შე­ნა­ხუ­ლი გვაქვს.

თა­მუ­ნა ლეფსვე­რი­ძე, გუ­რია:

- გუ­რი­ა­ში სა­არ­ჩევ­ნო ყუ­თე­ბი არა­ვის გა­უ­ტა­ცე­ბია, არც სპეც­რაზ­მი დაგ­ვსხმია თავს. აქ პრობ­ლე­მა ის გახ­ლდათ, რომ სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებ­ზე იმა­ზე ბევ­რად ნაკ­ლე­ბი ბი­უ­ლე­ტე­ნი მი­ი­ტა­ნეს, ვიდ­რე სა­ჭი­რო იყო. ზო­გი­ერთ უბან­ზე 70, 80 ბი­უ­ლე­ტე­ნიც კი აკ­ლდა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია წი­ნას­წარ გვქონ­და, ვი­ცო­დით, რომ მო­პა­რულ ბი­უ­ლე­ტე­ნებ­ზე წი­ნას­წარ ჰქონ­დათ ხუ­თი­ა­ნი შე­მო­ხა­ზუ­ლი და სან­დო ოჯა­ხებ­ში ინა­ხავ­დნენ. მათი გეგ­მის მი­ხედ­ვით, მოს­ყი­დუ­ლი ამომ­რჩე­ვე­ლი სა­არ­ჩევ­ნო უბან­ში წას­ვლამ­დე, ამ სან­დო ოჯა­ხებ­ში მი­დი­ო­და, ხუ­თი­ან­შე­მო­ხა­ზულ ბი­უ­ლე­ტენს იღებ­და და სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე მიჰ­ქონ­და, იქი­დან კი ცა­რი­ე­ლი ბი­უ­ლე­ტე­ნი გა­მოჰ­ქონ­და და თა­ვის კო­ორ­დი­ნა­ტორს აძ­ლევ­და. გარ­და იმი­სა, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ რე­სურსს იყე­ნებ­დნენ, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­საც აი­ძუ­ლებ­დნენ, მათ სა­სარ­გებ­ლოდ ემოქ­მე­დათ. სხვა­თა შო­რის, ოზურ­გე­თის გამ­გე­ო­ბის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის, შუქ­რი გაბ­რი­ჭი­ძის მან­ქა­ნა­ში აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ და ვი­დე­ო­ზეც გა­და­ვი­ღეთ იმ სა­პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლო თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­თა სია, რო­მელ­თაც არ­ჩევ­ნებ­ში გარ­კვე­უ­ლი და­ვა­ლე­ბე­ბი უნდა შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნათ. მათ შო­რის იყ­ვნენ ქა­ლა­ქის პრო­კუ­რო­რე­ბი, ასე­ვე - კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და თა­ვად გაბ­რი­ჭი­ძე. ამა­ზე გა­ცი­ლე­ბით რთუ­ლი სი­ტუ­ა­ცია იყო არ­ჩევ­ნე­ბის წინა პე­რი­ოდ­ში. სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბი­სა და "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" მხრი­დან ხში­რად ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და მო­სახ­ლე­ო­ბის შან­ტა­ჟი, მუ­ქა­რა, დევ­ნა. ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი ზე­წო­ლა იყო პრო­ბა­ცი­ო­ნე­რებ­ზე. მათ მხო­ლოდ ოჯა­ხის წევ­რე­ბის კი არა, ნა­თე­სა­ვე­ბის ხმებ­საც სთხოვ­დნენ. ეს სა­წყლე­ბიც და­დი­ოდ­ნენ და ნა­თე­სავ-მე­გობ­რებს ყელ­გა­მო­წე­უ­ლე­ბი ეხ­ვე­წე­ბოდ­ნენ, - მი­ე­ცით ხმა "ნა­ცი­ო­ნა­ლებს", თო­რემ ისევ და­მი­ჭე­რე­ნო. ერთი ამაზ­რზე­ნი ფაქ­ტიც მოხ­და: მძი­მე ავად­მყო­ფი ბავ­შვის მშობ­ლებს უთხრეს, რომ მათ შვილს 100 ხმის სა­ნაც­ვლოდ, ოპე­რა­ცი­ას გა­უ­კე­თებ­დნენ... სო­ფელ­ში არ დარ­ჩა ოჯა­ხი, რო­მე­ლიც "ნა­ცი­ო­ნა­ლებს" რა­ღაც ფორ­მით არ და­უ­შან­ტა­ჟე­ბი­ათ.

ხა­თუ­ნა ბახ­ტუ­რი­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

სკოჩით ამოქოლილი სათვალთვალო და ამომრჩევლის მოსყიდვის უზნეო მცდელობა

სკოჩით ამოქოლილი სათვალთვალო და ამომრჩევლის მოსყიდვის უზნეო მცდელობა

თავისუფალი ჟურნალისტები ერთხმად აღნიშნავენ, რომ არჩევნების სამართლიანად ჩატარება ხალხს დიდი ძალისხმევის ფასად დაუჯდა. როგორც ისინი ამბობენ, ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილობრივ ამომრჩევლებზე, მასმედიის წარმომადგენლებსა და დამკვირვებლებზე ზეწოლას სხვადასხვა მეთოდით ახორციელებდნენ. თუ რა ხდებოდა საარჩევნო უბნებზე, როგორ ვითარებაში აკეთებდა ხალხი საკუთარ არჩევანს და რა პირობებში უწევდათ ჟურნალისტებს მუშაობა - ამის შესახებ ჩემს კოლეგებს ვესაუბრე, რომლებიც პროფესიულ მოვალეობას კახეთში, აჭარაში, სამეგრელოში, ქართლსა და გურიაში ასრულებდნენ.

გელა მთივლიშვილი, კახეთი:

- მე დამკვირვებლის სტატუსით გახლდით პანკისის ხეობის ყველა საარჩევნო უბანზე, ასევე - თელავსა და ლაგოდეხში - ეთნიკური აზერბაიჯანელების დასახლებაში, ყვარელში... საარჩევნო უბანზე "ნაციონალებს" ბიულეტენები არ ჩაუყრიათ, არც საარჩევნო ყუთები გაუტაცებიათ, მაგრამ იყო პროცედურული დარღვევები და ზეწოლის ფაქტები. მაგალითად, პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში საარჩევნო უბანზე ვნახეთ "ნაცმოძრაობის" წევრი, რომელსაც ხელში შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზიდან ამოღებული ამომრჩევლების პირადი ინფორმაციები ეჭირა. როდესაც ვკითხეთ, საიდან ჰქონდა ეს დოკუმენტები, პასუხი არ გაგვცა. ამ ადამიანს დაახლოებით 100 ამომრჩევლის პირადი საქმე ჰქონდა; ჩვენ მხოლოდ 20 ცალის გამორთმევა მოვახერხეთ. თუმცა ესეც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივარი წარგვედგინა და საარჩევნო უბნის გაბათილება მოგვეთხოვა. ზოგადად, 2008, 2010 წლების არჩევნებთან შედარებით, ვითარება გაცილებით უკეთესია.

- წინასაარჩევნო პერიოდზე რას იტყვით?

- წინასაარჩევნო პერიოდი გაცილებით რთული იყო, ვიდრე თვით არჩევნების დღე. კახეთში ამომრჩეველზე ზეწოლა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ პირველი განცხადება გააკეთა. 2012 წლის მარტიდან ჩვენ მონიტორინგის წარმოება დავიწყეთ საქართველოს მასშტაბით. ძალიან ბევრი ფიზიკური თუ მორალური ზეწოლის, ასევე მუქარისა და დაშანტაჟების ფაქტი იყო. 20 სექტემბრის შემდეგ ზეწოლა გაათმაგდა, ბოლო დღეებში კი საერთოდ ყველა ზღვარს გასცდნენ: ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლებასა და სიტყვიერ შეურაცხყოფას ვინ ჩივის, პირდაპირ თავდასხმებზე გადავიდნენ, ოჯახებში "მოლოტოვის კოქტეილის" შეგდება ჩვეულებრივი ამბავი გახდა.

სულხან მესხიძე, აჭარა:

- მაღალმთიან აჭარაში 21 თუ 22 უბანი შემოვიარე. არანაირი დარღვევა არ ყოფილა; მხოლოდ მედიის წარმომადგენლებს შეგვექმნა პრობლემები: რამდენიმე უბანზე არ შეგვიშვეს, მაგრამ ოლქის თავმჯდომარესთან დარეკვის შემდეგ ესეც მოგვარდა. პრობლემები ძირითადად, წინასაარჩევნო პერიოდში იყო. "ნაციონალები" ადმინისტრაციულ რესურსს განუსაზღვრელად იყენებდნენ, ახორციელებდნენ ზეწოლას ამომრჩეველზე. ხშირად აწყობდნენ საიდუმლო შეხვედრას, ოპოზიციურად განწყობილ მოსახლეობას ფიზიკურად უსწორდებოდნენ. სოფელ პაქსაძეების ერთ-ერთმა მკვიდრმა პირადად მე გადმომცა წერილი, რომელშიც წერია, - მოსახლეობაზე საქართველოს მუფთი, ჯემალ პაქსაძე და უშიშროების თანამშრომელი, ზორბეგ ბერიძე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენო. სხვათა შორის, რამდენჯერმე მე და ჩემი ოპერატორიც გავხდით ფიზიკური ზეწოლის მსხვერპლნი. მაგალითად, გავიგე, რომ 28 სექტემბერს ბათუმში დაგეგმილ ყრილობაზე დასასწრებად ხულოდან 120 მიკროავტობუსით მიჰყავდათ ხალხი. ამ საკითხთან დაკავშირებით მასალას რომ ვამზადებდი, "ნაციონალების" კოორდინატორმა კამერა დაგვიმტვრია და საცემრად გამოგვეკიდა.

ნანა ფაჟავა, სამეგრელო:

- პირველი დარღვევა ჟურნალისტებმა გასამხედროებული დაჯგუფებების მიერ ხმის მიცემის დროს დავაფიქსირეთ. ალბათ იცით, რომ ზუგდიდში 800-კაციანი შეიარაღებული ფორმირებაა; სამხედროებიდან 400-ზე მეტი ზუგდიდში ჩაწერილი არ იყო, ამიტომ მათ მხოლოდ პროპორციული სიით უნდა მიეცათ ხმა. თუმცა გაირკვა, რომ მაჟორიტარებსაც მისცეს ხმა. აღსანიშნავია ისიც, რომ ზუგდიდში საარჩევნო უბნებს შორის, მთელი დღის განმავლობაში მოძრაობდნენ სპორტსმენებისგან დაკომპლექტებული "ზონდერ-ბრიგადები", ასევე სოდ-ის, კუდ-ისა და სამხარეო პოლიციის თანამშრომლები. ძალიან აქტიურობდა მეგიზ ქარდავაც. სოფელ ინგირში "ინფო 9"-ის ჟურნალისტებს "ზონდერები" იმ მოტივით დაესხნენ თავს და ცემა დაუპირეს, - თურმე ნუ იტყვით და, ეს ჟურნალისტები ამომრჩევლებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდნენო. აღსანიშნავია ისიც, რომ პოლიციამ სრულიად გაურკვეველი მიზეზით, 65 წლის ქალი დააკავა. როგორც მოგვიანებით გავიგე, ეს ქალბატონი "ქართული ოცნების" მხარდამჭერი იყო, მისი და კი - "ოცნების" კოორდინატორი. ორი საათის განმავლობაში მასთან არც ადვოკატი შეუშვეს და არც სახალხო დამცველი. საბოლოოდ, იძულებული გახდნენ, გაეთავისუფლებინათ. მინდა გიამბოთ ზუგდიდის თხილის ქარხნის "არგიონათსის" შესახებ, რომელსაც გოროზია ლობირებს. ჟურნალისტებს მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ ამ ქარხანაში განთავსებულ სარდაფში ასამდე ადამიანი არალეგალურ საქმიანობას ეწეოდა: წყაროს ცნობით, ისინი ყალბ საბუთებსა და საარჩევნო ბიულეტენებს ამზადებდნენ. არჩევნებამდე ოთხი დღით ადრე, რამდენიმე ჟურნალისტთან ერთად, ღამის 5 საათზე ამ ქარხანასთან მივედით. დავინახეთ, რომ ეზოს კართან გოროზიას მანქანა შემოვიდა, მას ყოფილი პრესმდივანი გელენავა შეეგება და ყვითელი პარკით რაღაც გადასცა... დარაჯმა დაგვიდასტურა, რომ ავტომობილი გოროზიასი იყო, მაგრამ გვითხრა, რომ საჭეს ვიღაც სხვა მართავდა. ზუგდიდში ყველამ იცის, რომ ეს თხილის ქარხანა რეალურად, "ნაცმოძრაობის" შტაბია და იქ ყალბ დოკუმენტებს ამზადებენ. თუმცა ჟურნალისტები ვერაფერს ვახერხებთ: გვეუბნებიან, - ეს კერძო საკუთრება არისო, - და ახლოსაც არ გვიშვებენ. მინდა, ყურადღება გავამახვილო ზუგდიდის ციხეში ჩატარებულ არჩევნებზეც. თავდაპირველად იქ ჟურნალისტებს საერთოდ არ უშვებდნენ. კატეგორიული მოთხოვნის შემდეგ, მხოლოდ ერთი ჟურნალისტის შეშვებაზე დაგვთანხმდნენ. კოლეგებმა მე შემიშვეს. შევედი თუ არა, საარჩევნო კაბინაში სათვალთვალო ხვრელი მაშინვე შევნიშნე. ციხის ადმინისტრაციამ თავი იმართლა, - ეს კომუნისტების დროიდან არის შემორჩენილიო, - და ჩვენი თანდასწრებით, სკოჩით ამოქოლა. მიუხედავად იმისა, რომ სულ 72 პატიმარი ჰყავდათ, არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ 42-ს მიაღებინეს. მოგვიანებით გვითხრეს, რომ იმ 42 პატიმრიდან უმრავლესობას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა...

ია თინიკაშვილი, შიდა ქართლი:

- ცალკეულ დარღვევებზე არაფერს ვამბობ; აღარც იმაზე გავამახვილებ ყურადღებას, რომ ჟურნალისტებს მუშაობაში ხელს გვიშლიდნენ. ხაშურში სპეცრაზმმა წარმოუდგენელი რამ ჩაიდინა: მესამე საარჩევნო უბანზე შეიჭრა, ხალხი გარეთ გამოყარა და ბიულეტენებით სავსე ტომარა გაიტაცა. ხალხი რომ არ მიახლოებოდა, ცეცხლიც კი გახსნეს. ეს ყველაფერი ჟურნალისტებისა და ჩართული კამერების წინ გააკეთეს.

- გავრცელებული ინფორმაციით, ცრემლსადენი გაზი გაუშვეს...

- ცრემლსადენი გაზიც გაუშვეს და 12-კალიბრიანი, ცეცხლსასროლი იარაღიდანაც გაისროლეს. ჩვენ მასრები დღემდე შენახული გვაქვს.

თამუნა ლეფსვერიძე, გურია:

- გურიაში საარჩევნო ყუთები არავის გაუტაცებია, არც სპეცრაზმი დაგვსხმია თავს. აქ პრობლემა ის გახლდათ, რომ საარჩევნო უბნებზე იმაზე ბევრად ნაკლები ბიულეტენი მიიტანეს, ვიდრე საჭირო იყო. ზოგიერთ უბანზე 70, 80 ბიულეტენიც კი აკლდა. ამის შესახებ ინფორმაცია წინასწარ გვქონდა, ვიცოდით, რომ მოპარულ ბიულეტენებზე წინასწარ ჰქონდათ ხუთიანი შემოხაზული და სანდო ოჯახებში ინახავდნენ. მათი გეგმის მიხედვით, მოსყიდული ამომრჩეველი საარჩევნო უბანში წასვლამდე, ამ სანდო ოჯახებში მიდიოდა, ხუთიანშემოხაზულ ბიულეტენს იღებდა და საარჩევნო უბანზე მიჰქონდა, იქიდან კი ცარიელი ბიულეტენი გამოჰქონდა და თავის კოორდინატორს აძლევდა. გარდა იმისა, რომ "ნაციონალები" ადმინისტრაციულ რესურსს იყენებდნენ, სამართალდამცველებსაც აიძულებდნენ, მათ სასარგებლოდ ემოქმედათ. სხვათა შორის, ოზურგეთის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, შუქრი გაბრიჭიძის მანქანაში აღმოვაჩინეთ და ვიდეოზეც გადავიღეთ იმ საპასუხისმგებელო თანამდებობის პირთა სია, რომელთაც არჩევნებში გარკვეული დავალებები უნდა შეესრულებინათ. მათ შორის იყვნენ ქალაქის პროკურორები, ასევე - კულტურის სამინისტროს წარმომადგენელი და თავად გაბრიჭიძე. ამაზე გაცილებით რთული სიტუაცია იყო არჩევნების წინა პერიოდში. საჯარო მოხელეებისა და "ნაციონალების" მხრიდან ხშირად ხორციელდებოდა მოსახლეობის შანტაჟი, მუქარა, დევნა. ძალიან სერიოზული ზეწოლა იყო პრობაციონერებზე. მათ მხოლოდ ოჯახის წევრების კი არა, ნათესავების ხმებსაც სთხოვდნენ. ეს საწყლებიც დადიოდნენ და ნათესავ-მეგობრებს ყელგამოწეულები ეხვეწებოდნენ, - მიეცით ხმა "ნაციონალებს", თორემ ისევ დამიჭერენო. ერთი ამაზრზენი ფაქტიც მოხდა: მძიმე ავადმყოფი ბავშვის მშობლებს უთხრეს, რომ მათ შვილს 100 ხმის სანაცვლოდ, ოპერაციას გაუკეთებდნენ... სოფელში არ დარჩა ოჯახი, რომელიც "ნაციონალებს" რაღაც ფორმით არ დაუშანტაჟებიათ.

ხათუნა ბახტურიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა