3677 უბნის შედეგებით, "ქართულ ოცნებას" 54,92% აქვს, "ნაციონალურ მოძრაობას" - 40,35%

3677 უბნის შედეგებით, "ქართულ ოცნებას" 54,92% აქვს, "ნაციონალურ მოძრაობას" - 40,35%

3677 უბნის წინასწარი შედეგებით, "ქართულ ოცნებას" 54,92% აქვს, "ნაციონალურ მოძრაობას" - 40,35%. ცესკო-ს ინფორმაციით, ამ ეტაპზე დათვლილია ხმათა 99,5%.

ცესკო-ს მონაცემებით, ბლოკი "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება" - 54,92%-ით ლიდერობს, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" - 40,35% აქვს, "გიორგი თარგამაძე - ქრისტიან-დემოკრატიულ გაერთიანებას" - 2,04%, ხოლო "შალვა ნათელაშვილი - ლეიბორისტულ პარტიას" - 1,24%. ყველა სხვა დანარჩენი საარჩევნო სუბიექტის შედეგი 1%-ზე დაბალია.

ამასთან, როგორც ცესკო-ს პრესსპიკერმა ეკა აზარაშვილმა განაცხადა, მას შემდეგ, რაც ცესკო საარჩევნო ოლქებიდან საბოლოო შედეგებს მიიღებს, მონაცემის დაზუსტებას შეუდგება.

3766 უბნიდან ამ დროისთვის დათვლილ 3677 უბანს შორის 70 სპეცუბანია.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა