დავით უსუფაშვილი - "რესპუბლიკური პარტია" ახალ პარლამენტში 9 მანდატს მიიღებს

 დავით უსუფაშვილი - "რესპუბლიკური პარტია" ახალ პარლამენტში 9 მანდატს მიიღებს

არსებული მონაცემებით, "რესპუბლიკური პარტია" ახალ პარლამენტში 9 მანდატს მიიღებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

თუმცა, დავით უსუფაშვილს არ დაუკონკრეტებია, პარლამენტში ბლოკი "ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნება", სავარაუდოდ, რამდენ მანდატს მიიღებს.

მისივე თქმით, პარლამენტის პირველი სხდომა კონსტიტუციის შესაბამისად ქუთაისში გაიმართება, დანარჩენი სხდომების შესახებ გადაწყვეტილება კი მოგვიანებით იქნება მიღებული.

უსუფაშვილის განცხადებით, ახალი მთავრობის წევრების ვინაობაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, რადგან ეს ცნობილი პარლამენტის შეკრების შემდეგ გახდება.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა