2012 წელს მსოფლიოს მასშტაბით 110 ჟურნალისტი დაიღუპა

2012 წელს მსოფლიოს მასშტაბით 110 ჟურნალისტი დაიღუპა

2012 წლის განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით სულ 110 ჟურნალისტი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია არასამთავრობო ორგანზიაცია Press Emblem Campaign-ის ანგარიშშია მოცემული.

ეს ციფრი გასული წლის იმავე პერიოდის მონაცემთან შედარებით 36%-ით არის გაზრდილი. ორგანიზაცია ამ მონაცემს შიდა კონფლიქტების გაძლიერებას უკავშირებს.

როგორც სააგენტო ИТАР-ТАСС-ი იტყობინება, ყველაზე ცუდი სიტუაცია ამ მხრივ სირიაშია, სადაც წლის დასაწყისიდან 32 ჟურნალისტი გარდაიცვალა. შემდეგ მოდის სომალი (16 გარდაცვლილი ჟურნალისტი). მესამე ადგილას მექსიკაა, სადაც 10 ჟურნალისტი დაიღუპა. მეოთხე და მეხუთე ადგილებზე პაკისტანი და ბრაზილიაა, სადაც წლის დასაწყისიდან მედიის 7-7 წარმომადგენელი მოკლეს.

ორგანიზაცია PEC 2004 წელს, სხვადასხვა ქვეყნის ჟურნალისტებით დაკომპლექტებულმა ჯგუფმა შექმნა. ორგანიზაციის შტაბ-ბინა ჟენევაშია.

მომზადებულია ИТАР-ТАСС-ის მიხედვით.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები