ლონდონში "ქართული ოცნება" 75.2%-ით ლიდერობს

ლონდონში "ქართული ოცნება" 75.2%-ით ლიდერობს

ლონდონის საარჩევნო უბანში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნება" 75.2%-ით ლიდერობს.

ამის შესახებ ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია "ემიგრანტები დემოკრატიული საქართველოსთვის" ლონდონის ოფისის ხელმძღვანელმა ნანა ელიოტმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ლონდონში არჩევნები ყოველგვარი ექცესების გარეშე ჩატარდა და შემაჯამებელი ოქმიც უკვე შედგენილია, შედეგებთან დაკავშირებით ინფორმაცია კი მას ქართველმა დამკვირვებლებმა მიაწოდეს.

კერძოდ, ხმების 75.2% "ქართულმა ოცნებამ" დააგროვა, 20% - "ნაციონალურმა მოძრაობამ", დანარჩენი კი - "ლეიბორისტებმა" და სხვა პარტიებმა. მისივე თქმით, 246 ხმიდან 185 ხმა "ქართულმა ოცნებამ" მიიღო, 47 - "ნაციონალებმა", 6 - "ლეიბორისტებმა", დანარჩენი ხმები კი სხვა პარტიებმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა