სტანისლავ სადალსკი - ძალიან ცუდად არის "ედინაია რასიას" საქმე, თუ მასთან თინა კანდელაკია

სტანისლავ სადალსკი - ძალიან ცუდად არის "ედინაია რასიას" საქმე, თუ მასთან თინა კანდელაკია

ტელეწამყვან თინა კადელაკს რუსი მსახიობი სტანისლავ სადალსკი თბილისიდან პასუხობს.

როგორც სადალსკიმ განაცხადა, გუშინ სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" კანდელაკმა დაწერა, რომ ძალიან ცუდად ყოფილა მიხეილ სააკაშვილის საქმე, თუკი სტანისლავ სადალსკი მასთან მიდის.

"ეს ჩემთვის ძალიან საწყენი იყო და მე მინდა, მას ვუპასუხო, რომ ძალიან ცუდად არის "ედინაია რასიას" საქმე, თუ მასთან თინა კანდელაკია", - განაცხადა სტანისლავ სადალსკიმ.

მისი თქმით, როდესაც ეკითხებიან, თუ როგორ უნდა დაამარცხონ ქვეყანაში კორუფცია, ურჩევს, რომ ჩაიყვანონ პრემიერად მიხეილ სააკაშვილი და ის დაეხმარება ამ საქმეში.

"მე მსახიობი ვარ, მე ადამიანებს არ გამოვარჩევ და ვმუშაობ ყველასთვის. მე არ ვმონაწილეობ ამ მიტინგებში", - განაცხადა სტანისლავ სადალსკიმ.

სტანისლავ სადალსკი მის თეატრალურ დასთან ერთად დღეს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრში წარმოადგენს სპექტაკლს "სიყვარულის დეკორატორი".

ამასთან, დღეს რუსი მსახიობი დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრს პაპუნა დავითაიას შეხვდა.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"