ექიმებმა ქალს თავის ქალა მუცელში გადაუნერგეს

ექიმებმა ქალს თავის ქალა მუცელში გადაუნერგეს

რომ არა ფოტოები, ბევრი არ დაიჯერებდა ჯეიმი ჰამილტონის ისტორიას. მან 42 დღე, რთული და სიცოცხლისთვის აუცილებელი ოპერაციის შემდეგ, ისე იცხოვრა, რომ მისი თავის ქალის ნაწილი მისსავე მუცელში სტერილურად ”ინახებოდა”. 

ახლა აშშ-ის სილამაზის კონკურსის ყოფილი გამარჯვებული სახლშია, ქირურგებმა მისი თავის ქალის ნაწილები ისევ შეაერთეს.

"ჩემი გული მადლიერებისგან შეიძლება გასკდეს. ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი იდეალურად არაა, მაგრამ მე ცოცხალი ვარ!" - დაწერა ჯეიმიმ თავის ბლოგზე.

36 წლის ჯეიმიმ სასიკვდილო, სიცოცხლისთვის სახიფათო ტრავმა ივნისში, დაცემის შემდეგ მიიღო. ის მეუღლესთან ერთად სათევზაოდ იმყოფებოდა.

ექიმებმა ქალის  სიცოცხლის გადასარჩენად მისი თავის ქალა მისივე მუცელში მოათავსესგონებადაკარგული ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ მისი ტვინი შეშუპების შედეგად ამოიზნიქა. ექიმებმა გადაწყვიტეს, რომ ჯეიმისთვის თავის ქალის მესამედი მოეშორებინათ, რათა ტვინი არ დაზიანებულიყო. თავის ქალა კი მუცელში მოათავსეს, რათა ის სტერილურ მდგომარეობაში დარჩენილიყო.

როდესაც სამი შვილის დედა, ყოფილი ”მის აიდაჰო” გონს მოვიდა, მან მუცელში ბორცვი აღმოაჩინა და ამასთან, დაინახა, რომ ქალის ნაწილი აღარ ქონდა.

ფოტოები ჯეიმიმ თავის ბლოგზე თავადვე განათავსა, ერთი თვის შემდეგ ქალს განმეორებითი ოპერაცია გაუკეთეს და თავის ქალა ჩვეულ მდგომარეობაში დააბრუნეს.

"ოპერაციამ კარგად ჩაიარა. თავის ქალა თავის ადგილზეა... სათქმელად მართლა ძალიან უცნაურია. ამ დროისთვის მხოლოდ ინფექციის საშიშროება არსებობს", - დაწერა სოციალურ ქსელში ჯეიმი ჰამილტონმა.

ჯეიმი ოჯახის მოვლასა და სამსახურს დაუბრუნდა.

ექიმებმა ქალის  სიცოცხლის გადასარჩენად მისი თავის ქალა მისივე მუცელში მოათავსეს

მომზადებულია metro.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს