სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
მიხეილ სააკაშვილი - "ევროპას საქართველოსთან ერთი თხოვნა აქვს - უკან არ დაბრუნდეს"
მიხეილ სააკაშვილი - "ევროპას საქართველოსთან ერთი თხოვნა აქვს - უკან არ დაბრუნდეს"

პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ევ­რო­პას სა­ქარ­თვე­ლოს­თან ერთი თხოვ­ნა აქვს - უკან არ დაბ­რუნ­დეს.

რო­გორც სა­ა­კაშ­ვილ­მა ბო­რის პა­ი­ჭა­ძის სა­ხე­ლო­ბის ეროვ­ნულ სტა­დი­ონ­ზე მხარ­დამ­ჭე­რებ­თან შეხ­ვედ­რა­ზე გა­ნა­ცხა­და, ევ­რო­პის ეს მე­სი­ჯი ქარ­თველ ხალ­ხს ევ­რო­პის სა­ხე­ლით გუ­შინ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზი­ტით მყოფ­მა უნ­გრე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ვიქ­ტორ ორ­ბან­მა გა­უგ­ზავ­ნა.

"ერთი თხოვ­ნა აქვს ევ­რო­პას - ხალ­ხო, არ მიბ­რუნ­დეთ უკან. ეს მთე­ლი ევ­რო­პის სა­ხე­ლით გუ­შინ უნ­გრე­თის პრე­მი­ერ­მა გვი­თხრა. ჩვე­ნი უკან მიბ­რუ­ნე­ბა იმ პი­რო­ბებ­ში, როცა რუ­სე­თი ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­ის შიგ­ნით ჩა­საფ­რე­ბუ­ლია, ესაა მიბ­რუ­ნე­ბა მო­უს­ვლელ­ში, იქი­დან აღარ ბრუნ­დე­ბი­ან", - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

აღ­ნიშ­ნულ კონ­ტექ­სტში, ქვეყ­ნის პირ­ველ­მა პირ­მა ისიც აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლო დღეს ევ­რო­კავ­შირ­სა და ნა­ტოს­თან ისე ახ­ლო­საა, რო­გორც არას­დროს.

"ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ძა­ლი­ან შორს იყო ევ­რო­კავ­ში­რი­სა და ნა­ტოს­გან. ახლა ისე ახ­ლოს ვართ, რო­გორც არას­დროს. არის ახლა და­ყოვ­ნე­ბის და უკან მობ­რუ­ნე­ბის დრო?! - არა! ახლა წინსვლის დროა!. უახ­ლო­ეს თვე­ებ­ში ჩვენ გვექ­ნე­ბა უვი­ზო მი­მოს­ვლა ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­თან, ჩვე­ნი პრო­დუქ­ცია კი ევ­რო­პის ბა­ზარ­ზე "ბა­ჟის" გა­რე­შე გავა. 2014 წელი ნა­ტოს ახა­ლი გა­ფარ­თო­ე­ბის წე­ლია. აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან­მა სა­ქარ­თვე­ლო პირ­ველ კან­დი­და­ტებს შო­რის და­ა­სა­ხე­ლა, ასე რომ, ერთი ხე­ლის გაწ­ვდე­ნა­ზეა სამ­შვი­დო­ბოს ჩვე­ნი გას­ვლა", - აღ­ნიშ­ნა პრე­ზი­დენ­ტმა.

სა­ა­კაშ­ვი­ლის თქმით, მათ წინ ჯერ კი­დევ დიდი გზა აქვთ. "ჩვენს ქვე­ყა­ნას მარ­თავ­დნენ "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბი". 2004 წელს ქუ­თა­ის­ში ჩა­ვე­დი და ვნა­ხე, რომ ხალ­ხი და­ში­ნე­ბუ­ლი ჰყავ­დათ ამ ნა­ძირ­ლებს. ჩვენ ვთქვით, მოდი, გა­მო­ვას­წო­როთ და "კა­ნო­ნი­ერ ქურ­დებს" არა­ფე­რი ესაქ­მე­ბათ ამ ქვე­ყა­ნა­ში. პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი იყ­ვნენ აგენ­ტე­ბი, ხალ­ხი მათ ძაღ­ლებს ეძახ­და. ჩვენ ვთქვით, მო­დით, გა­მო­ვას­წო­როთ და დღეს ჩვე­ნი პო­ლი­ცია არის თა­ნა­მედ­რო­ვე, რე­ფორ­მი­რე­ბუ­ლი, პა­ტივ­სა­ცე­მი სტრუქ­ტუ­რა. პო­ლი­ცია არის თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის სი­ა­მა­ყე. არის კი ახლა იმის დრო, რომ პო­ლი­ცია დავ­შა­ლოთ და უკან და­ვაბ­რუ­ნოთ კრი­მი­ნა­ლი?! არა! ახლა მეტი რე­ფორ­მე­ბის დროა. ჩვენ წინ დიდი გზა გვაქვს!", - დას­ძი­ნა სა­ა­კაშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

მიხეილ სააკაშვილი - "ევროპას საქართველოსთან ერთი თხოვნა აქვს - უკან არ დაბრუნდეს"

მიხეილ სააკაშვილი - "ევროპას საქართველოსთან ერთი თხოვნა აქვს - უკან არ დაბრუნდეს"

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ევროპას საქართველოსთან ერთი თხოვნა აქვს - უკან არ დაბრუნდეს.

როგორც სააკაშვილმა ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა, ევროპის ეს მესიჯი ქართველ ხალხს ევროპის სახელით გუშინ საქართველოში ვიზიტით მყოფმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა გაუგზავნა.

"ერთი თხოვნა აქვს ევროპას - ხალხო, არ მიბრუნდეთ უკან. ეს მთელი ევროპის სახელით გუშინ უნგრეთის პრემიერმა გვითხრა. ჩვენი უკან მიბრუნება იმ პირობებში, როცა რუსეთი ჩვენი ტერიტორიის შიგნით ჩასაფრებულია, ესაა მიბრუნება მოუსვლელში, იქიდან აღარ ბრუნდებიან", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

აღნიშნულ კონტექსტში, ქვეყნის პირველმა პირმა ისიც აღნიშნა, რომ საქართველო დღეს ევროკავშირსა და ნატოსთან ისე ახლოსაა, როგორც არასდროს.

"ჩვენი ქვეყანა ძალიან შორს იყო ევროკავშირისა და ნატოსგან. ახლა ისე ახლოს ვართ, როგორც არასდროს. არის ახლა დაყოვნების და უკან მობრუნების დრო?! - არა! ახლა წინსვლის დროა!. უახლოეს თვეებში ჩვენ გვექნება უვიზო მიმოსვლა ევროპის ქვეყნებთან, ჩვენი პროდუქცია კი ევროპის ბაზარზე "ბაჟის" გარეშე გავა. 2014 წელი ნატოს ახალი გაფართოების წელია. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა საქართველო პირველ კანდიდატებს შორის დაასახელა, ასე რომ, ერთი ხელის გაწვდენაზეა სამშვიდობოს ჩვენი გასვლა", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

სააკაშვილის თქმით, მათ წინ ჯერ კიდევ დიდი გზა აქვთ. "ჩვენს ქვეყანას მართავდნენ "კანონიერი ქურდები". 2004 წელს ქუთაისში ჩავედი და ვნახე, რომ ხალხი დაშინებული ჰყავდათ ამ ნაძირლებს. ჩვენ ვთქვით, მოდი, გამოვასწოროთ და "კანონიერ ქურდებს" არაფერი ესაქმებათ ამ ქვეყანაში. პოლიციის თანამშრომლები იყვნენ აგენტები, ხალხი მათ ძაღლებს ეძახდა. ჩვენ ვთქვით, მოდით, გამოვასწოროთ და დღეს ჩვენი პოლიცია არის თანამედროვე, რეფორმირებული, პატივსაცემი სტრუქტურა. პოლიცია არის თითოეული ჩვენგანის სიამაყე. არის კი ახლა იმის დრო, რომ პოლიცია დავშალოთ და უკან დავაბრუნოთ კრიმინალი?! არა! ახლა მეტი რეფორმების დროა. ჩვენ წინ დიდი გზა გვაქვს!", - დასძინა სააკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა