ბიძინა ივანიშვილი - "ირაკლი ღარიბაშვილი და თინა ხიდაშელი ახლო მეგობრები არიან"

ბიძინა ივანიშვილი - "ირაკლი ღარიბაშვილი და თინა ხიდაშელი ახლო მეგობრები არიან"

ირაკლი ღარიბაშვილი და თინა ხიდაშელი ახლო მეგობრები არიან, - ამის შესახებ კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია "მაესტროსთან" საუბარში განაცხადა.

ივანიშვილის განმარტებით, დღეს გავრცელებული ვიდეომასალა ფაბრიკაციაა და ის ციხეებში არსებული პრობლემებიდან საზოგადოების ყურადღების სხვა რამეზე გადატანის მცდელობას წარმოადგენს.

"ჩვენ ძალიან მეგობრული გუნდი ვართ. ირაკლი ღარიბაშვილი და თინა ხიდაშელი მეგობრობენ. ძალიან ახლო მეგობრობა აქვთ. ჩვენს გუნდში პირველივე დღიდან ცდილობენ ინტრიგა შეიტანონ, მაგრამ ყველაფერი კარგადაა. მეგობრულად ვართ. ეს ფაბრიკაცია ჩვენზე გავლენას ვერ მოახდენს. ამას აღარავინ ჭამს", - განაცხადა ივანიშვილმა.

რაც შეეხება მისი პირადი დაცვის წევრს, "ქართული ოცნების" ლიდერის თქმით, ის ბესო სურმავას ბედს ძალიან განიცდის. "ბესოს ძალიან დიდ პატივს ვცემდი. მას კარგი იუმორის გრძნობა აქვს და ძალიან განვიცდი იმას, თუ რა გაუკეთეს ამ ბიჭს. როგორ მოახერხეს, რომ ეს კაცი აალაპარაკეს", - აღნიშნა ივანიშვილმა.

დღეს ბესო სურმავამ, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრი იყო, გაავრცელა აუდიოჩანაწერები, სადაც, მისივე ინფორმაციით, ასახულია ეკა ბესელიას, გია ხუხაშვილის, ირაკლი ალასანიას, გუბაზ სანიკიძისა და ირაკლი ღარიბაშვილის საუბრები.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა