კანცელარიასთან სპორტსმენებისა და სტუდენტების აქცია დასრულდა

კანცელარიასთან სპორტსმენებისა და სტუდენტების აქცია დასრულდა

საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან სპორტსმენებისა და სტუდენტთა საკოორდინაციო საბჭოს წევრების საპროტესტო აქცია დასრულდა.

სტუდენტებმა და სპორტსმენებმა გააჟღერეს ის მოთხოვნები, რომლებიც უშუალოდ მთავრობის მიმართ ჰქონდათ. სტუდენტებმა შეიმუშავეს განცხადებაც, რომელიც შეიტანეს მთავრობის კანცელარიაში და მას ხელს აწერენ სხვადასხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლები.

განცხადების მიხედვით, სტუდენტები მოითხოვენ, დაისაჯოს ყველა ის პირი, რომელსაც უშუალოდ მიუძღვის ბრალი იმ ქმედებებში, რაც სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ხდებოდა. ასევე, სტუდენტები მთავრობისგან მოითხოვენ, მაქსიმალურად უზრუნველყოს სამართლიანი არჩევნების ჩატარება. მათი განცხადებით, არჩევნების გაყალბების მცდელობა გაუტოლდება იმ დანაშაულს, რომელიც მოხდა პენიტენციალურ სისტემაში.

ამასთან, სტუდენტთა საკოორდინაციო საბჭო ხვალ მოძრაობა "დავითიანნის" აქციას შეურთდება, რომელიც სპორტის სასახლესთან გაიმართება.

გარდა ამისა, აქციებს წყვეტს "ლაბორატორია 1918", რომელიც სტუდენტთა საკოორდინაციო ჯგუფის წევრია. მათი განმარტებით, არჩევნებამდე დარჩა ცოტა დრო და მაქსიმალურად უნდა ეცადოს მთელი საზოგადოება, რომ არჩევნებამდე ქვეყანა მშვიდად მივიდეს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა