დედოფლისწყაროში გზაზე, სადაც ივანიშვილის კორტეჟს უნდა გაევლო, ლურსმნები დაყარეს

დედოფლისწყაროში გზაზე, სადაც ივანიშვილის კორტეჟს უნდა გაევლო, ლურსმნები დაყარეს

დედოფლისწყაროში, გზაზე, სადაც ივანიშვილის კორტეჟს უნდა გაევლო, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებმა ლურსმნები დაყარეს, "ქართული ოცნების" მხარდამჭერები კი "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებს ცოცხებით დახვდნენ.

"ქართული ოცნების" ლიდერის შეხვედრა ექსცესების თანხლებით მიმდინარეობდა ლაგოდეხშიც. ქალაქის შესასვლელში, ხიდთან, ბიძინა ივანიშვილის კორტეჟს "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებმა გზა გადაუკეტეს და საახალწლო ასაფეთქებლების სროლა დაიწყეს. "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები უცენზურო სიტყვებით "ქართული ოცნების" ახალგაზრდების გამოწვევას ცდილობდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დიმიტრი ლოლაძემ, რომელიც ამჟამად შვებულებაში იმყოფება და "ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო კამპანიაშია ჩართული, ბიძინა ივანიშვილი ქალაქიდან სტვენით გააცილა.

სრული ვერსია

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა