სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
გუბაზ სანიკიძე შსს-ს მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს ფაბრიკაციას უწოდებს
გუბაზ სანიკიძე შსს-ს მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს ფაბრიკაციას უწოდებს

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ქუ­თა­ი­სის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტი გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძე შსს-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ აუ­დი­ო­ჩა­ნა­წერს ფაბ­რი­კა­ცი­ას უწო­დებს.

რო­გორც სა­ნი­კი­ძემ ტე­ლე­კომ­პა­ნია "მა­ესტროს­თან" სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­და, მას ე.წ. კა­ნო­ნი­ერ ქურ­დებ­თან შე­ხე­ბა "ცხოვ­რე­ბა­ში არ ჰქო­ნია".

"ქურ­დებ­თან ცხოვ­რე­ბა­ში არ მქო­ნია ურ­თი­ერ­თო­ბა, აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა გა­რე­მო­ში გა­ვი­ზარ­დე. ეს სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ფაბ­რი­კა­ცი­აა. თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გია იძ­ლე­ვა იმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის ხმა ჩა­წე­რო. რა კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის ცი­ხი­დან გა­მოყ­ვა­ნა? ესაა სი­სუ­ლე­ლე, სიბ­რიყ­ვე და სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის აგო­ნია. ეს მა­სა­ლე­ბი გა­ი­კე­თონ ერთ ად­გილ­ზე", - გა­ნა­ცხა­და სა­ნი­კი­ძემ.

ამას­თან, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი აცხა­დებს, რომ ვა­ლე­რი ხა­ბუ­რძა­ნია მისი ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რია.

"ვა­ლე­რი ხა­ბუ­რძა­ნია ჩემი ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რია და გან­სხვა­ვე­ბით "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რე­ბის­გან, ჯერ ბავ­შვებს რომ უნათ­ლა­ვენ ერ­თმა­ნეთს და შემ­დეგ იჭე­რენ, მე ჩემს მე­გობ­რებ­ზე უარს არას­დროს ვამ­ბობ. რამ­დე­ნა­დაც მახ­სოვს, ხა­ბუ­რძა­ნია "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" გმი­რი იყო, ახლა რო­დის აქეთ გახ­და დამ­ნა­შა­ვე? ვა­დას­ტუ­რებ, რომ ის ჩემი მე­გო­ბა­რია, თუმ­ცა ბოლო 4 თვეა არ მი­ლა­პა­რა­კია", - აღ­ნიშ­ნა სა­ნი­კი­ძემ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

გუბაზ სანიკიძე შსს-ს მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს ფაბრიკაციას უწოდებს

გუბაზ სანიკიძე შსს-ს მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს ფაბრიკაციას უწოდებს

"ქართული ოცნების" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გუბაზ სანიკიძე შსს-ს მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს ფაბრიკაციას უწოდებს.

როგორც სანიკიძემ ტელეკომპანია "მაესტროსთან" საუბარში განაცხადა, მას ე.წ. კანონიერ ქურდებთან შეხება "ცხოვრებაში არ ჰქონია".

"ქურდებთან ცხოვრებაში არ მქონია ურთიერთობა, აბსოლუტურად სხვა გარემოში გავიზარდე. ეს სააკაშვილის ხელისუფლების ფაბრიკაციაა. თანამედროვე ტექნოლოგია იძლევა იმის საშუალებას, რომ ნებისმიერი ადამიანის ხმა ჩაწერო. რა კანონიერი ქურდის ციხიდან გამოყვანა? ესაა სისულელე, სიბრიყვე და სააკაშვილის ხელისუფლების აგონია. ეს მასალები გაიკეთონ ერთ ადგილზე", - განაცხადა სანიკიძემ.

ამასთან, "ქართული ოცნების" წარმომადგენელი აცხადებს, რომ ვალერი ხაბურძანია მისი ბავშვობის მეგობარია.

"ვალერი ხაბურძანია ჩემი ბავშვობის მეგობარია და განსხვავებით "ნაციონალური მოძრაობის" წევრებისგან, ჯერ ბავშვებს რომ უნათლავენ ერთმანეთს და შემდეგ იჭერენ, მე ჩემს მეგობრებზე უარს არასდროს ვამბობ. რამდენადაც მახსოვს, ხაბურძანია "ვარდების რევოლუციის" გმირი იყო, ახლა როდის აქეთ გახდა დამნაშავე? ვადასტურებ, რომ ის ჩემი მეგობარია, თუმცა ბოლო 4 თვეა არ მილაპარაკია", - აღნიშნა სანიკიძემ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა