დღეს, 26 სექტემბერს, გორის ცენტრალურ მოედანზე საქართველოს პრეზიდენტი ქარელის და ხაშურის მაჟორიტარ კანდიდატებს წარადგენს. საამისოდ მზადება დილიდან მიმდინარეობს. სოფლებში საბავშვო ბაღები დაიხურა. პედაგოგები და აღმზრდელები 13 საათიდან გორისკენ ავტობუსებით და მიკროავტობუსებით დაიძვრებიან.
არსებული ინფორმაციით, დღეს რეაბილიტირებული ციხის უბნის გახსნაც იგეგმება.