რიკარდო მილიორი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, "ამ სენსიტიურ პერიოდში გამოავლინოს სათანადო თავშეკავება"

რიკარდო მილიორი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, "ამ სენსიტიურ პერიოდში გამოავლინოს სათანადო თავშეკავება"

ეუთო-ს საპარლამენტო ასამაბლეის პრეზიდენტი რიკარდო მილიორი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გამოავლინოს სათანადო თავშეკავება ამ სენსიტიურ პერიოდში.

რიკარდო მილიორიმ ოფიციალური განცხადება გააკეთა საქართველოში არჩევნების წინა პერიოდში ოპოზიციის წარმომადგენლებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების დაპატიმრებასთან დაკავშირებით.

"სერიოზული მიდგომა სჭირდება იმ ფაქტს, რომ ხდება დაპატიმრებები და ბრალდებების წაყენება პოლიტიკური აქტივისტების მიმართ, მათი საარჩევნო პერიოდში თამაშიდან გამოთიშვის მიზნით. არჩევნები იძლევა ფართო დიალოგის შესაძლებლობას და უნდა ჩატარდეს სათანადო პირობებში. მე მოვუწოდებ ხელისუფლებას, გამოავლინოს სათანადო თავშეკავება ამ სენსიტიურ პერიოდში. უკიდურეს შეშფოთებას იმსახურებს თითოეული მოქმედება, რამაც შეიძლება დისბალანსის შექმნის შთაბეჭდილება დატოვოს",-ნათქვამია მელიორის მიერ 25 სექტემბერს გავრცელებულ წერილში.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გამოთქვამს შეშფოთებას მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტთა ჯგუფების მიერ მიწოდებული ანგარიშების გამო, რომელთა მიხედვითაც, განხორციელდა ოპოზიციურ აქტივისტთა დაპატიმრების მრავალრიცხოვანი შემთხვევები.

"მინდა, გამოვთქვა ჩემი შეშფოთება მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტთა ჯგუფების მიერ მოწოდებული ანგარიშების გამო, რომელთა მიხედვითაც, განხორციელდა ოპოზიციურ აქტივისტთა დაპატიმრების მრავალრიცხოვანი შემთხვევები და ეს მაშინ, როცა ქვეყანაში მნიშვნელოვან საპარლამენტო არჩევნებამდე ერთ კვირაზე ცოტაა დარჩენილი. მე ახლახან ვიყავი თბილისში და კარგად მესმის ამ არჩევნების მნიშვნელობა; ვიმედოვნებ, რომ არჩევნების დარჩენილი და შემდგომი პერიოდიც სიმშვიდეში ჩაივლის, ყველა მონაწილე მხარეს მოვუწოდებ, ყველაფერი გააკეთონ ამისთვის",-წერს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რიკარდო მილიორი.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა