Iphone 5 უკვე საქართველოშია

Iphone 5 უკვე საქართველოშია

Iphone 5 უკვე საქართველოშია. საქართველოში "აიფონის" ბოლო სიახლე - "Iphone +"-ის მაღაზების ქსელში იყიდება. მისი ფასი 2777 ლარია.

ჭავჭავაძის ფილიალის მენეჯერის, ალექსანდე რევაზიშვილის განცხადებით, ამჯერად შემოტანილია 100-მდე ერთეული Iphone 5.

"მოთხოვნა ძალიან დიდია, თავად პროდუქტის რაოდენობა შეზღუდული. ერთ ღამეში გაიყიდა დაახლოებით 2 მილიონი. ამიტომ ჩვენთვის შესაძენი ფასი ძალიან მაღალია. თუმცა ვფიქრობთ, რომ ერთ კვირაში ფასი 20%-მდე დაიკლებს, ერთ თვეში კი სიტუაცია მთლიანად დარეგულირდება", - ამბობს რევაზიშვილი.

Iphone 5-ის პრეზენტაცია Apple-მა 12 სექტემბერს სან-ფრანცისკოში გამართა.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა