მომღერალმა ნუკრი კაპანაძემ გაზეთ "კვირის პალიტრას" პატიმრების წამების ფაქტებთან დაკავშირებით კომენტარი მისცა.
"არც ვიცი, რა კომენტარი გავაკეთო. ეს არის უმსგავსობა! აქამდეც გვსმენია, რაც ხდებოდა ციხეში, მაგრამ სისასტიკის ასეთი ხარისხი წარმოუდგენელი იყო, ეს უპატიებელია! აქამდე მეგონა, რომ მე ჩემი სიმღერით ვიდექი ქვეყნის სამსახურში, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ის ქვეყანა არ არის, რომ მხოლოდ ჩვენს საქმეში ვიყოთ ჩაფლული და ამით ვემსახუროთ სამშობლოს.
გული მწყდება, რომ არ გამოვედი და ბოლომდე არ გავაპროტესტე სანდრო გირგვლიანის მკვლელობა. მინდა, ყველას მოვუწოდო, ახლა მაინც არ დადუმდნენ. გირგვლიანის სიკვდილი ბოლომდე რომ არ გავაპროტესტეთ, ახლა ვიმკით ამას. ახლა მაინც უნდა დავძლიოთ შიში", - განაცხადა მომღერალმა.
ასევე იხილეთ: "გააკეთე შენი არჩევანი!" - წინასაარჩევნო ვიდეომიმართვა ემიგრანტებს