ტელეკომპანია "მაესტრო" ინგა გრიგოლიას პოლიტიკიდან წასვლის შემთხვევაში სამსახურს სთავაზობს, - ამის შესახებ განცხადებას "ფეისბუკზე" ტელეკომპანია "მაესტროს" დამფუძნებელი მამუკა ღლონტი ავრცელებს.
"ვაკეთებ ოფიციალურ განცხადებას. იმ შემთხვევაში თუ ინგა გრიგოლია პოლიტიკიდან წამოვა, ვთავაზობთ ჟურნალისტიკაში დაბრუნდეს "მაესტროზე". განცხადებას ვაკეთებ ჩემი და მაკა ასათიანის სახელით", - აცხადებს მამუკა ღლონტი.
ამასთან, როგორც მან "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას მედიას დღის განმავლობაში მიაწვდის.