სამხრეთ კაროლინაში ორთავიანი გველი ცხოვრობს. გველს კუდის ადგილასაც თავი აქვს. გველის ორივე თავი ერთნაირად აკონტროლებს გარემოს.
გველი მუშებმა სახლთან ახლოს იპოვეს. ამჟამად, მისი იდენტიფიცირება ადგილობრივი საშუალო სკოლის ბიოლოგიის დეპარტამენტში მიმდინარეობს.
"გველის ერთი თავი მეორეზე უფრო დიდი ზომისაა და უფრო დომინანტი, მაგრამ ორივე აკონტროლებს სხეულს. ორივე თავი ცდილობს საპირისპირო მიმართულებით იმოძრაოს და სხეულზე იბატონოს", - ამბობს ოჯახის დიასახლისი, რომლის ეზოში გველი იპოვეს.
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.