"ვისოლ ჯგუფი" "სმარტის" კიდევ ერთ ობიექტს ხსნის. "სმარტის" რიგით მე-10 სუპერმარკეტი ოქტომბრის ბოლომდე გუდაურში გაიხსნება. კომპანიაში განმარტავენ, რომ საკურორტო ზონაში "სმარტის" გახსნა გაამართლებს და ის მომგებიანი იქნება, როგორც თავად "ვისოლ ჯგუფისთვის" ასევე გუდაურის მოსახლეობისთვის და ტურისტებისთვის, რადგანაც "სმარტი" მომხმარებელს საკმაოდ მაღალი ხარისხის პოდუქციას შესთავაზებს.
ამ დროისთვის "სმარტის" სუპერმარკეტებიდან ოთხი თბილისში, ხოლო 5 რეგიონებში - გორში, ყვარელში,ზუგდიდსა და მარნეულში მოქმედებს.
"სმარტის" არსებული სუპერმარკეტებიდან, ყველაზე დიდი სუპერმარკეტი რუსთაველის გამზირზე მდებარეობს, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაიხსნა.
"სმარტის" საწარმოში, რომელიც სუპერმარკეტის ქვემოთ მდებარეობს 150 დასახელების პროდუქცია მზადდება.
რაც შეეხება "სმარტის" სუპერმარკეტს, ის მომხმარებელს ესპანური, გერმანული, ჰოლანდიური, იტალიური თუ ადგილობრივი წარმოების პროდუქციასაც სთავაზობს.
ექსკლუზიურ მიმწოდებლებს შორისაა "სტარბაქსი", მსოფლიოში ცნობილი ინგლისური ყავისა და ჩაის პროდუქცია "რედიარდი", სამონასტრო, ჩამოსასხმელი ლუდი, რომელიც მსოფლიოში 6 სახისაა და ერთ-ერთი მათგანის "ლა ტრაპეს" შეძენა მომხმარებელს საქართველოში მხოლოდ "სმარტში" შეუძლია.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9