ოზურგეთის #4 საჯარო სკოლაში რამდენიმე დღეა დაუსრულებელი რიგებია. ერთ-ერთი მშობლის განცხადებით, ისინი სოფლებიდან ჩამოდიან, რათა ბავშვებს წიგნები უყიდონ, მაგრამ ერთი კვირაა ყოველდღე რიგში დგანან და უწიგნოდ ბრუნდებიან შინ. #4 საჯარო სკოლის ერთ-ერთ შესასვლელთან ვითარებას მანდატური აკონტროლებს. ჟურნალისტების დანახვისას მან კარები ჩაკეტა და იქაურობას გაეცალა.
"ჯერ წიგნების ფული ძლივს შევაგროვეთ, ახლა კი რიგებია ისეთი, ყიდვას ვერ ვახერხებთ", - ჩივიან მშობლები.