"ქართული ოცნების" გარდაბნის შტაბის უფროსის მოადგილე ბუბა დვალს, რომელსაც სავარაუდოდ სახეში მჟავა შეასხეს, თვალზე ოპერაცია ჩაუტარდა.
"ქართული ოცნების" წარმომადგენლების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. ასევე, დღეს დაგეგმილი დამატებითი გამოკვლევების შემდეგ გახდება ცნობილი, შეუნარჩუნდება თუ არა მხედველობა დვალს.
"ქართული ოცნების" გარდაბნის შტაბის უფროსის მოადგილე ბუბა დვალს თბილისში, საკუთარ სადარბაზოსთან წუხელ დაესხნენ თავს და თვალებში, სავარაუდოდ, მჟავა შეასხეს.