"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" დიდუბის რაიონის მაჟორიტარმა კანდიდატმა, ზურა ხაჩიძემ ბრიფინგი გამართა და ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.
ხაჩიძის განცხადებით, იგი შეძრწუნებულია პატიმართა სადისტური მოპყრობის ამსახველი ვიდეობის ხილვით და იმდენად შოკირებული, რომ საარჩევნო კამპანიასაც კი ვერ აწარმოებს ინტენსიურ რეჟიმში.
"აღშფოთება მინდა გამოვთქვა იმის გამო, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ეგრეთ წოდებულმა ლიდერებმა მორალური და პოლიტიკური პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე არ აიღეს და უტიფრად აგრძელებენ საარჩევნო კამპანიას. მე, როგორც დიდუბის რაიონის მაჟორიტარი კანდიდატი, მოვუწოდებ ჩემს ოპონენტს "ნაციონალური მოძრაობიდან", გოგი ჩაჩანიძეს, ეყოს ვაჟკაცობა და უარი თქვას არჩევნებში მონაწილობაზე, რადგან "ნაციონალური მოძრაობის" არც ერთ წევრს არ აქვს მორალური, ზნეობრივი და პოლიტიკური უფლება კვლავ იბრძოლონ მანდატებისთვის", - განაცხადა ზურა ხაჩიძემ.