სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ზედმეტად მსუქან პატიმარს სასიკვდილო ინექციას ვერ უკეთებენ
ზედმეტად მსუქან პატიმარს სასიკვდილო ინექციას ვერ უკეთებენ

აშშ-ში, ოჰა­ი­ოს შტა­ტის ფე­დე­რა­ლურ სა­სა­მარ­თლოს მსჯავ­რდე­ბულ­მა სა­სიკ­ვდი­ლო გა­ნა­ჩე­ნის გა­და­დე­ბის თხოვ­ნით მი­მარ­თა. "მე ზედ­მე­ტად მსუ­ქა­ნი ვარ სიკ­ვდი­ლით დას­ჯის­თვის", - აცხა­დებს პა­ტი­მა­რი.

ამ გან­ცხა­დე­ბის ჭეშ­მა­რი­ტე­ბას მე­დი­კო­სე­ბიც ადას­ტუ­რე­ბენ. სა­სიკ­ვდი­ლო ინექ­ცია იმ ადა­მი­ა­ნებს, რო­მელ­თა წო­ნაც 200 კგ-ს აღე­მა­ტე­ბა, მხო­ლოდ აუ­ტა­ნელ ტკი­ვილს ანი­ჭებს.

პა­ტი­მარ რო­ნალდ პოს­ტას მკვლე­ლო­ბის გამო მო­სა­მარ­თლემ სა­სიკ­ვდი­ლო გა­ნა­ჩე­ნი 30 წლის წინ გა­მო­უ­ტა­ნა. 2013 წლის იან­ვრის შუა რი­ცხვებ­ში პა­ტი­მარს მკლავ­ში სა­სიკ­ვდი­ლო ინექ­ცია უნდა შე­უყ­ვა­ნონ, თუმ­ცა რო­ნალ­დი მო­სა­მარ­თლეს სთხოვს, რომ სიკ­ვდი­ლით დას­ჯა გა­და­დონ, რათა მან გახ­დო­მა მო­ას­წროს. პა­ტი­მა­რი 218 კგ-ს იწო­ნის.

"ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი პი­რის ფი­ზი­კუ­რი და სა­მე­დი­ცი­ნო მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, არ­სე­ბობს იმის

ალ­ბა­თო­ბა, რომ მისი სიკ­ვდი­ლით დას­ჯის ნე­ბის­მი­ე­რი მცდე­ლო­ბა გა­მო­იწ­ვევს ძლი­ერ ფსი­ქი­კურ და ფი­ზი­კურ ტკი­ვილს, ასე­ვე პა­ტიმ­რის ნელ და წა­მე­ბით გარ­დაც­ვა­ლე­ბას", - აცხა­დებს რო­ნალდ პოს­ტას ად­ვო­კა­ტი.

ად­ვო­კა­ტე­ბი ცდი­ლო­ბენ და­ამ­ტკი­ცონ, რომ პა­ტიმ­რის სხე­ულ­ში ტკი­ვი­ლის გა­რე­შე კა­თე­ტერ­საც კი ვერ შე­იყ­ვა­ნენ. გა­სულ წელს პოს­ტას ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ნემ­სის გა­კე­თე­ბი­სას, ექთ­ნებ­მა ვენა მხო­ლოდ მე­ო­თხე ჯერ­ზე უპო­ვეს. ად­ვო­კა­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბით, მსჯავ­რდე­ბუ­ლის წო­ნას ვერც სიკ­ვდილ­მის­ჯილ­თა მა­გი­და გა­უძ­ლებს. რო­ნალდმა უკვე გა­ტე­ხა ცი­ხის ტრე­ნა­ჟო­რი. ის წო­ნა­ში ვერ იკ­ლებს ნატ­კე­ნი ზურ­გი­სა და მუხ­ლის გა­მოც. 53 წლის პა­ტი­მარ­მა კუ­ჭზე ოპე­რა­ცი­ის გა­კე­თე­ბაც მო­ი­თხო­ვა, თუმ­ცა უარი მი­ი­ღო.

ის, რომ პა­ტი­მარს სიკ­ვდი­ლით დას­ჯი­ან, გარ­და­უ­ვა­ლია. ამას არც ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია და სა­ზო­გა­დო­ე­ბა ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა. ახლა სა­კი­თხი სხვაგ­ვა­რად დგას, მის­ცე­მენ თუ არა რო­ნალდ პოსტს დროს გახ­დო­მის­თვის.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია news.yahoo.com-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ზედმეტად მსუქან პატიმარს სასიკვდილო ინექციას ვერ უკეთებენ

ზედმეტად მსუქან პატიმარს სასიკვდილო ინექციას ვერ უკეთებენ

აშშ-ში, ოჰაიოს შტატის ფედერალურ სასამართლოს მსჯავრდებულმა სასიკვდილო განაჩენის გადადების თხოვნით მიმართა. “მე ზედმეტად მსუქანი ვარ სიკვდილით დასჯისთვის", - აცხადებს პატიმარი.

ამ განცხადების ჭეშმარიტებას მედიკოსებიც ადასტურებენ. სასიკვდილო ინექცია იმ ადამიანებს, რომელთა წონაც 200 კგ-ს აღემატება, მხოლოდ აუტანელ ტკივილს ანიჭებს.

პატიმარ რონალდ პოსტას მკვლელობის გამო მოსამართლემ სასიკვდილო განაჩენი 30 წლის წინ გამოუტანა. 2013 წლის იანვრის შუა რიცხვებში პატიმარს მკლავში სასიკვდილო ინექცია უნდა შეუყვანონ, თუმცა რონალდი მოსამართლეს სთხოვს, რომ სიკვდილით დასჯა გადადონ, რათა მან გახდომა მოასწროს. პატიმარი 218 კგ-ს იწონის.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირის ფიზიკური და სამედიცინო მონაცემების მიხედვით, არსებობს იმის

ალბათობა, რომ მისი სიკვდილით დასჯის ნებისმიერი მცდელობა გამოიწვევს ძლიერ ფსიქიკურ და ფიზიკურ ტკივილს, ასევე პატიმრის ნელ და წამებით გარდაცვალებას", - აცხადებს რონალდ პოსტას ადვოკატი.

ადვოკატები ცდილობენ დაამტკიცონ, რომ პატიმრის სხეულში ტკივილის გარეშე კათეტერსაც კი ვერ შეიყვანენ. გასულ წელს პოსტას ჩვეულებრივი ნემსის გაკეთებისას, ექთნებმა ვენა მხოლოდ მეოთხე ჯერზე უპოვეს. ადვოკატების განცხადებით, მსჯავრდებულის წონას ვერც სიკვდილმისჯილთა მაგიდა გაუძლებს. რონალდმა უკვე გატეხა ციხის ტრენაჟორი. ის წონაში ვერ იკლებს ნატკენი ზურგისა და მუხლის გამოც. 53 წლის პატიმარმა კუჭზე ოპერაციის გაკეთებაც მოითხოვა, თუმცა უარი მიიღო.

ის, რომ პატიმარს სიკვდილით დასჯიან, გარდაუვალია. ამას არც ადგილობრივი მედია და საზოგადოება ეწინააღმდეგება. ახლა საკითხი სხვაგვარად დგას, მისცემენ თუ არა რონალდ პოსტს დროს გახდომისთვის.

მომზადებულია news.yahoo.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა