სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ბრეგოვიჩთან შეხვედრით შოკირებული RJ ბრეგო და იგლესიასისგან ჩურჩულით მიღებული შეკვეთები
ბრეგოვიჩთან შეხვედრით შოკირებული RJ ბრეგო და იგლესიასისგან ჩურჩულით მიღებული შეკვეთები

სა­ქარ­თვე­ლო­ში გო­რან ბრე­გო­ვი­ჩის ყვე­ლა­ზე დიდი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი - RJ ბრე­გო (თაზო) შო­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან ნელ-ნელა გა­მო­დის. მან მუ­სი­კა­ლურ კერ­პთან პი­რა­დად შეხ­ვედ­რა და გა­სა­უბ­რე­ბა მო­ა­ხერ­ხა, კონ­ცერ­ტზე კი ისე ცეკ­ვავ­და, რომ დაც­ვის წევ­რებს მისი ლიკ­ვი­და­ცი­აც უც­დი­ათ, მაგ­რამ ბო­შურ-ბალ­კა­ნუ­რი სიმ­ღე­რე­ბით ძა­ლა­მო­ცე­მულ ბრე­გოს ვინ ან რა ძალა შე­ა­ჩე­რებ­და?! ჩემი თმის ღე­რე­ბი "ცას სწვდე­ბო­და", ისე­თი ენერ­გია მქონ­დაო, - მი­თხრა...

- და­ბა­დე­ბის დღე­ზე შე­ვი­ტყვე, რომ გო­რან ბრე­გო­ვი­ჩი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლას აპი­რებ­და. ელდა მეცა! სტუმ­რებს ვე­ლო­დი, მაგ­რამ ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თით ყვე­ლა­ფე­რი და­მა­ვი­წყდა! გონს რომ მო­ვე­გე და მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია გა­ვა­ა­ნა­ლი­ზე, ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და. რო­გორც კი სა­ქარ­თვე­ლო­ში გო­რან ბრე­გო­ვი­ჩის მო­სა­ლოდ­ნე­ლი ვი­ზი­ტის შე­სა­ხებ ტე­ლე­რეკ­ლა­მა გა­ვი­და, ჩემი ტე­ლე­ფო­ნი არ გა­ჩე­რე­ბუ­ლა - ერი და ბერი მი­რე­კავ­და და მე­უბ­ნე­ბო­და: იცი, ბრე­გო, ბრე­გო­ვი­ჩი ჩა­მო­დი­სო. 13 სექ­ტემ­ბე­რიც დად­გა. მინ­დო­და, გო­რან ბრე­გო­ვი­ჩი კონ­ცერ­ტამ­დეც მე­ნა­ხა. ამა­ში რა­დი­ოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და­მეხ­მარ­ნენ. პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ერ­თა­დერ­თი ადა­მი­ა­ნი ვი­ყა­ვი, რო­მელ­საც ბრე­გო­ვი­ჩის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბი­ა­ნი მა­ი­სუ­რი ეცვა. ყვე­ლა­ზე მე­ტად ვნერ­ვი­უ­ლობ­დი. მომ­ღე­რალს რამ­დე­ნი­მე შე­კი­თხვაც და­ვუს­ვი. მი­თხრა, რომ სა­ქარ­თვე­ლო, ქარ­თუ­ლი მუ­სი­კა და სამ­ზა­რე­უ­ლო ძა­ლი­ან უყ­ვარს და ჩვენს ქვე­ყა­ნას კვლა­ვაც დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით ეს­ტუმ­რე­ბა.

- კონ­ცერ­ტზე რო­გო­რი დრო გა­ა­ტა­რე?

- 5 სა­ა­თით ადრე მი­ვე­დი. ის ად­გი­ლი, სა­დაც კონ­ცერ­ტი უნდა გა­მარ­თუ­ლი­ყო, ჯერ მხო­ლოდ "შე­მო­ხა­ზუ­ლი" იყო (იცი­ნის). ფაქ­ტობ­რი­ვად, სცე­ნა ჩემ თვალ­წინ მომ­ზად­და. კონ­ცერ­ტის­თვის შერ­ჩე­უ­ლი ად­გი­ლის (მე­ტე­ხის ხი­დის ქვეშ) გამო, ზოგი უკ­მა­ყო­ფი­ლო იყო, მაგ­რამ მე ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა: ბო­შურ კონ­ცერტს ტრა­სა უხ­დე­ბა. ბალ­კა­ნუ­რი ჰიტი - "ას­ფალ­ტის ტან­გოც" კი არ­სე­ბობს. კონ­ცერ­ტამ­დე 1 სა­ა­თით ადრე ბრე­გო­ვი­ჩის "დამ­კრძა­ლა­ვი და სა­ქორ­წი­ნო ბენ­დის" წევ­რე­ბი მო­ვიდ­ნენ. მან­ქა­ნი­დან პირ­ვე­ლე­ბი ბულ­გა­რე­ლი ვო­კა­ლის­ტი დები - და­ნი­ე­ლა და ლუდ­მი­ლა რად­კო­ვე­ბი გად­მო­ვიდ­ნენ. გა­ვე­კი­დე და კუ­ლი­სებ­ში შე­ვუ­ვარ­დი. თბი­ლად მი­მი­ღეს, სუ­რა­თე­ბიც გა­და­ვი­ღე. მთე­ლი კონ­ცერ­ტის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ყუ­რებ­დნენ და ხელს მიქ­ნევ­დნენ.

- ბრე­გო­ვიჩს კონ­ცერ­ტის შემ­დე­გაც ხომ არ შეხ­ვდი?

- ვი­ცო­დი, ეჩ­ქა­რე­ბო­და და კონ­ცერ­ტის შემ­დეგ აღარ შე­ვა­წუ­ხე. თან, ყვე­ლა დაღ­ლი­ლი იყო. კონ­ცერ­ტამ­დე, პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე მას­თან გა­ტა­რე­ბუ­ლი ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თით ძა­ლი­ან ვი­სი­ა­მოვ­ნე. სა­ო­ცა­რი გან­ცდა და­მე­უფ­ლა, როცა ჩემ ზურგს უკან ბრე­გო­ვი­ჩი იდგა და ვგრძნობ­დი, ჩემს ზურ­გზე (მა­ი­სურ­ზე) მარ­კე­რით ავ­ტოგ­რაფს რო­გორ "კაწ­რავ­და" (იცი­ნის). სა­ო­ცა­რი ენერ­გი­ით და­ვი­მუხ­ტე, მთე­ლი ორ­გა­ნიზ­მი "ხტო­და", ჩემი თმის ღე­რე­ბი "ცას სწვდე­ბო­და"! ცეკ­ვის გამო, კონ­ცერ­ტი­დან ჩემი ლიკ­ვი­და­ცია 5-ჯერ სცა­დეს. ორ­გა­ნი­ზა­ტორს - ბა­ტონ კა­ხუ­ჩე­ლას დიდ მად­ლო­ბას ვუხ­დი, რად­გან ჩემს "ვი­ა­ი­პი" ად­გილ­ზე და­მაბ­რუ­ნა და ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბის გა­რან­ტია მომ­ცა.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში გო­რან ბრე­გო­ვი­ჩის კონ­ცერ­ტებს წი­ნათ თუ დას­წრე­ბი­ხარ?

- 2007 წლის 3 ოქ­ტომ­ბერს ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში გა­მარ­თულ კონ­ცერტს და­ვეს­წა­რი. ძი­რი­თა­დად, "დიდი" ხალ­ხი მო­ვი­და (მო­საწ­ვე­ვე­ბით). მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი პროგ­რა­მა იყო - ბრე­გო­ვიჩ­მა ქარ­თველ შემ­სრუ­ლებ­ლებ­თან ერ­თად იმ­ღე­რა. წლე­ვან­დე­ლი კონ­ცერ­ტის ხიბ­ლი ის გახ­ლდათ, რომ მას­ზე დას­წრე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლი იყო. ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი, როცა ვხე­დავ­დი, ხალ­ხი ღია ცის ქვეშ ბრე­გო­ვი­ჩის სიმ­ღე­რე­ბის ფონ­ზე რო­გორ ცეკ­ვავ­და! წი­ნათ ასე­თი რამ მხო­ლოდ ინ­ტერ­ნეტ­ში მქონ­და ნა­ნა­ხი.

- ბრე­გო­ვიჩ­მა შენი მუ­სი­კა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბის შე­სა­ხებ თუ შე­ი­ტყო? არ წა­უ­ღი­ღი­ნე?

- აბა, ისე რა გა­მა­ჩე­რებ­და?! კონ­ცერ­ტის და­წყე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე წუ­თით სა­მა­რი­სე­ბუ­რი სი­ჩუ­მე ჩა­მო­ვარ­და. ამ დროს მთე­ლი ხმით "ედერ­ლე­ზის" სიმ­ღე­რა და­ვი­წყე. ჩემი რამ­დე­ნი­მე მე­გო­ბა­რიც ამ­ყვა. ვო­კა­ლის­ტი დე­ბის გა­ოგ­ნე­ბუ­ლი და ბედ­ნი­ე­რი სა­ხე­ე­ბი უნდა გე­ნა­ხათ!

- ბრე­გო­ვი­ჩი და ბო­შურ-ბალ­კა­ნუ­რი მუ­სი­კა რო­გორ "აღ­მო­ა­ჩი­ნე"?

- ბევ­რის­გან გან­სხვა­ვე­ბით, მისი სიმ­ღე­რე­ბი კუს­ტუ­რი­ცას ფილ­მე­ბით არ გა­მიც­ნია. 11 წლის წინ თბი­ლის­ში ერთ-ერთ სპექ­ტაკლზე სიმ­ღე­რა - Old home movie - მო­ვის­მი­ნე. ტან­ში ჟრუ­ან­ტელ­მა და­მი­ა­რა. შემ­სრუ­ლებ­ლის ვი­ნა­ო­ბა ვი­კი­თხე. გო­რან ბრე­გო­ვი­ჩი აღ­მოჩ­ნდა. მას შემ­დეგ, მისი სიმ­ღე­რე­ბით და­ვინ­ტე­რეს­დი, გა­ვე­ცა­ნი, რა­დი­ოს ეთერ­შიც "შე­ვა­პა­რე"...

- რო­გორც ვიცი, თავ­და­პირ­ვე­ლად ქარ­თველ­მა მსმე­ნე­ლებ­მა კარ­გად არ მი­ი­ღეს...

- მწერ­დნენ, - ეს რა სიმ­ღე­რაა, პა­ნაშ­ვიდ­ზე ვარ­თო?!. ვპა­სუ­ხობ­დი: სა­შუ­ა­ლე­ბა მო­მე­ცით, 2 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ეს სიმ­ღე­რე­ბი შე­გაყ­ვა­როთ-მეთ­ქი. ზუს­ტად ორ კვი­რა­ში იგი­ვე ადა­მი­ა­ნე­ბი მწერ­დნენ: ბრე­გო­ვი­ჩის სიმ­ღე­რა გა­უშ­ვით, თო­რემ ცუ­დად ვარ­თო! როცა მო­წყე­ნი­ლი ხარ ან დეპ­რე­სია გი­პყრობს, ეს მუ­სი­კა უნდა ჩარ­თო და ყვე­ლა­ფე­რი ცუდი და­გა­ვი­წყდე­ბა. უძ­ლი­ე­რე­სი ეფექ­ტი აქვს!

- შენს ცნო­ბილ თუ­თი­ყუშ გო­რან­ჩი­კას, რო­მე­ლიც უკვე მე­რამ­დე­ნედ, თავ­ზეც და­გაჯ­და, ბრე­გო­ვი­ჩის სიმ­ღე­რე­ბის გა­გო­ნე­ბი­სას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რე­აქ­ცია არ აქვს?

- რო­გორ არა?! "ცეკ­ვავს"! ბრე­გო­ვი­ჩის და მა­დო­ნას სიმ­ღე­რებს მიჩ­ვე­უ­ლია და როცა ამ შემ­სრუ­ლებ­ლე­ბის ხმას გა­ი­გო­ნებს, შეფრ­თხი­ალ­დე­ბა ხოლ­მე... გო­რან­ჩი­კა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია. უკვე 8 წლი­საა. ახლა პირ­ვე­ლად გა­ვამ­ხელ: გო­რან­ჩი­კა "გო­გოა". როცა შე­ვი­ძი­ნე, მი­თხრეს, "ბი­ჭი­აო", ამი­ტომ, ბრე­გო­ვი­ჩის პა­ტივ­სა­ცე­მად, გო­რა­ნი და­ვარ­ქვი, მაგ­რამ "ქა­ლიშ­ვი­ლი" ყო­ფი­ლა. არ ვიცი, საბ­რა­ლოს რაღა ეშ­ვე­ლე­ბა: მისი ასა­კის ქვა აღარ და­გო­რავს. წლე­ბი ისე მალე გაფ­რინ­და, რომ მისი ტოლი "მა­მა­კა­ცი" ვე­ღარ ვუ­შო­ვე. ჩემს მე­გო­ბარს "ბიჭი" თუ­თი­ყუ­ში - მა­დო­ნა ჰყავ­და. მინ­დო­და, რომ გო­რან­სა და მა­დო­ნას ერ­თად ეცხოვ­რათ, მაგ­რამ "ბა­ტო­ნი" მა­დო­ნა გარ­და­იც­ვა­ლა... ეს სამ­წუ­ხა­რო ამ­ბა­ვი ჩემს და­ბა­დე­ბის დღეს შე­ვი­ტყვე. თუკი ვინ­მეს 7 წლის "ახო­ვა­ნი" მამ­რი თუ­თი­ყუ­ში ჰყავს, ვთხოვ, დაგ­ვი­კავ­შირ­დეს. სა­სურ­ვე­ლია, თუ­თი­ყუშს მა­დო­ნა ერ­ქვას (იცი­ნის).

- შენს მე­ო­რე კერ­პთან - მა­დო­ნას­თან შეხ­ვედ­რა ჯერ ვერ მო­ა­ხე­რე?

- გო­რან ბრე­გო­ვი­ჩი და მა­დო­ნა ჩემი შთა­გო­ნე­ბის წყა­როა! ბრე­გო­ვი­ჩი "გი­ჟია", მა­დო­ნა - "ძა­ლი­ან გიჟი"! 7 ივ­ლისს მე და ჩემი მე­გო­ბა­რი სტამ­ბოლ­ში გა­ვემ­გზავ­რეთ, სა­დაც მა­დო­ნას კონ­ცერ­ტი იმარ­თე­ბო­და (ბი­ლე­თე­ბი თე­ბერ­ვალ­ში შე­ვი­ძი­ნეთ). კონ­ცერ­ტის რიგ­ში ზუს­ტად 11 სა­ა­თი ვი­დე­ქით. ხალ­ხი დი­ლი­დან იკ­რი­ბე­ბო­და. მომ­ღე­რალ­მა სცე­ნა­ზე გა­მოს­ვლა ზუს­ტად 2 სა­ა­თით და­აგ­ვი­ა­ნა - ეს მას სჩ­ვე­ვია, რომ გა­გა­გი­ჟოს, ჭკუ­ი­დან გა­და­გიყ­ვა­ნოს! კონ­ცერ­ტი რომ და­ი­წყო, სრუ­ლი შოკი მი­ვი­ღე! "რე­ლი­გი­უ­რი" დად­გმა იყო: ჯვრის ფორ­მის ჭიშ­კა­რი გა­ი­ღო, სა­ი­და­ნაც მა­დო­ნა გა­მო­ვი­და. ერთ ხელ­ში ია­რა­ღი ეჭი­რა, მე­ო­რით პირ­ჯვარს იწერ­და. უეც­რად "მლოც­ვე­ლებ­მა" (მა­დო­ნას მო­ცეკ­ვა­ვე ბი­ჭებ­მა) ანა­ფო­რე­ბი გა­ი­ხა­დეს და ჩვენც გა­ვი­ხა­დეთ, თუკი ვინ­მეს რამე გვეც­ვა (იცი­ნის)... სამ­წუ­ხა­როდ, მა­დო­ნას პი­რა­დად ვერ შევ­ხვდი, მაგ­რამ რე­პე­ტი­ცი­ა­ზე შეს­ვლა და მისი უმა­კი­ა­ჟოდ ნახ­ვა მო­ვა­ხერ­ხე.

- რა­დი­ოს გარ­და, სას­ტუმ­რო­შიც მუ­შა­ობ, არა?

- კი. ერთ-ერთი მა­ღა­ლი დო­ნის სას­ტუმ­რო­ში, კვე­ბი­სა და სას­მე­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტშიც (ღა­მის ცვლებ­ში) ვმუ­შა­ობ. საკ­მა­ოდ რთუ­ლი, მაგ­რამ სა­ინ­ტე­რე­სო სამ­სა­ხუ­რი მაქვს: უამ­რავ ადა­მი­ანს პი­რა­დად ვხვდე­ბი, მათ შო­რის - ცნო­ბი­ლებს. ვინ ვის­თან "და­გუ­ლა­ობს", ყვე­ლა­ფე­რი ვიცი. "რუმ სერ­ვი­სი­სას" ვხე­დავ, ოთახ­ში ვის ვინ ჰყავს და იქ, გე­ნაც­ვა­ლე, წიგნს რომ არ კი­თხუ­ლო­ბენ, ისიც ვიცი, პა­ტა­რა აღარ ვარ (იცი­ნის)... უფ­ლე­ბა არ მაქვს, სამ­სა­ხუ­რის ამ­ბა­ვი "გა­რეთ გა­ვი­ტა­ნო". ჩემს საქ­მეს დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვე­პყრო­ბი.

- ალ­ბათ, ცნო­ბილ უცხო­ელ სტუმ­რებ­საც მას­პინ­ძლობ...

- კი. შარ­შან ზა­ფხულ­ში "ის­თერნ ფრო­მო­უ­შენ­მა" ბა­თუმ­ში სე­ზო­ნურ სა­მუ­შა­ო­ზე, ჯა­ზ­ფეს­ტი­ვალ­ზე წა­მიყ­ვა­ნა. ვმას­პინ­ძლობ­დი: "ემ­ტი­ვის" დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბის 30-კა­ცი­ან გუნდს, მე­ი­სი გრე­ის, ენ­რი­კე იგ­ლე­სი­ასს... სხვა­თა შო­რის, იგ­ლე­სი­ა­სი ცხოვ­რე­ბა­ში გა­ცი­ლე­ბით ახალ­გაზ­რდუ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, ვიდ­რე ეკ­რან­ზე. მან არა­ყი მთხო­ვა. ყვე­ლა­ზე ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი - 400-ლა­რი­ა­ნი არა­ყი მი­ვუ­ტა­ნე და იმას მი­ირ­თმევ­და, მე­გო­ბარს კი "ლო­კა­ლურ" ლუდს ას­მევ­და (იცი­ნის)... იგ­ლე­სი­ა­სი მარ­თლაც ბევრ ქარ­თველ მან­დი­ლო­სანს უყ­ვარს: წი­ვილ-კი­ვი­ლი არ წყდე­ბო­და... სუ­რა­თე­ბის გა­და­ღე­ბის უფ­ლე­ბას არა­ვის აძ­ლევ­დნენ - მა­გი­დას 6-კა­ცი­ა­ნი დაც­ვა ჰყავ­და "შე­მო­ჯაჭ­ვუ­ლი". კლუბ­ში ხმა­უ­რი იყო, ამი­ტომ მომ­ღე­რა­ლი შეკ­ვე­თებს ყურ­ში მი­ჩურ­ჩუ­ლებ­და. მეც "მივ­ტან­ტალ­დე­ბო­დი" მა­გი­დას­თან და მერე ისევ უკან "გა­მოვ­ტან­ტალ­დე­ბო­დი" ხოლ­მე (იცი­ნის)... წელს, ბოლო თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, ბევ­რი შოკი მი­ვი­ღე: მა­დო­ნას კონ­ცერ­ტი­დან გა­მო­ყო­ლი­ლი ემო­ცი­ე­ბი რომ წყნარ­დე­ბო­და, ბრე­გო­ვი­ჩი "შე­მო­მეშ­ვე­ლა". დე­და­ჩემ­მა თბი­ლის­ში მისი ჩა­მოს­ვლის შე­სა­ხებ რომ შე­ი­ტყო, შეშ­ფოთ­და და ჩემ შე­სა­ხებ თქვა: ამ ადა­მი­ანს კი­დევ გო­რან ბრე­გო­ვი­ჩი უნ­დო­და?! არ "გა­აფ­რი­ნო­სო" (იცი­ნის)... მოკ­ლედ, რა­დი­ო­ში ბო­შუ­რად "გა­ჯა­ზე­ბას" გან­ვაგ­რძობ.

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ბრეგოვიჩთან შეხვედრით შოკირებული RJ ბრეგო და იგლესიასისგან ჩურჩულით მიღებული შეკვეთები

ბრეგოვიჩთან შეხვედრით შოკირებული RJ ბრეგო და იგლესიასისგან ჩურჩულით მიღებული შეკვეთები

საქართველოში გორან ბრეგოვიჩის ყველაზე დიდი თაყვანისმცემელი - RJ ბრეგო (თაზო) შოკური მდგომარეობიდან ნელ-ნელა გამოდის. მან მუსიკალურ კერპთან პირადად შეხვედრა და გასაუბრება მოახერხა, კონცერტზე კი ისე ცეკვავდა, რომ დაცვის წევრებს მისი ლიკვიდაციაც უცდიათ, მაგრამ ბოშურ-ბალკანური სიმღერებით ძალამოცემულ  ბრეგოს ვინ ან რა ძალა შეაჩერებდა?! ჩემი თმის ღერები "ცას სწვდებოდა", ისეთი ენერგია მქონდაო, - მითხრა...

- დაბადების დღეზე შევიტყვე, რომ გორან ბრეგოვიჩი საქართველოში ჩამოსვლას აპირებდა. ელდა მეცა! სტუმრებს ველოდი, მაგრამ ნახევარი საათით ყველაფერი დამავიწყდა! გონს რომ მოვეგე და მიღებული ინფორმაცია გავაანალიზე, ძალიან გამიხარდა. როგორც კი საქართველოში გორან ბრეგოვიჩის მოსალოდნელი ვიზიტის შესახებ ტელერეკლამა გავიდა, ჩემი ტელეფონი არ გაჩერებულა - ერი და ბერი მირეკავდა და მეუბნებოდა: იცი, ბრეგო, ბრეგოვიჩი ჩამოდისო. 13 სექტემბერიც დადგა. მინდოდა, გორან ბრეგოვიჩი კონცერტამდეც მენახა. ამაში რადიოს თანამშრომლები დამეხმარნენ. პრესკონფერენციაზე ერთადერთი ადამიანი ვიყავი, რომელსაც ბრეგოვიჩის გამოსახულებიანი მაისური ეცვა. ყველაზე მეტად ვნერვიულობდი. მომღერალს რამდენიმე შეკითხვაც დავუსვი. მითხრა, რომ საქართველო, ქართული მუსიკა და სამზარეულო ძალიან უყვარს და ჩვენს ქვეყანას კვლავაც დიდი სიამოვნებით ესტუმრება.

- კონცერტზე როგორი დრო გაატარე?

- 5 საათით ადრე მივედი. ის ადგილი, სადაც კონცერტი უნდა გამართულიყო, ჯერ მხოლოდ "შემოხაზული" იყო (იცინის). ფაქტობრივად, სცენა ჩემ თვალწინ მომზადდა. კონცერტისთვის შერჩეული ადგილის (მეტეხის ხიდის ქვეშ) გამო, ზოგი უკმაყოფილო იყო, მაგრამ მე ძალიან მომეწონა: ბოშურ კონცერტს ტრასა უხდება. ბალკანური ჰიტი - "ასფალტის ტანგოც" კი არსებობს. კონცერტამდე 1 საათით ადრე ბრეგოვიჩის "დამკრძალავი და საქორწინო ბენდის" წევრები მოვიდნენ. მანქანიდან პირველები ბულგარელი ვოკალისტი დები - დანიელა და ლუდმილა რადკოვები გადმოვიდნენ. გავეკიდე და კულისებში შევუვარდი. თბილად მიმიღეს, სურათებიც გადავიღე. მთელი კონცერტის განმავლობაში მიყურებდნენ და ხელს მიქნევდნენ.

- ბრეგოვიჩს კონცერტის შემდეგაც ხომ არ შეხვდი?

- ვიცოდი, ეჩქარებოდა და კონცერტის შემდეგ აღარ შევაწუხე. თან, ყველა დაღლილი იყო. კონცერტამდე, პრესკონფერენციაზე მასთან გატარებული ნახევარი საათით ძალიან ვისიამოვნე. საოცარი განცდა დამეუფლა, როცა ჩემ ზურგს უკან ბრეგოვიჩი იდგა და ვგრძნობდი, ჩემს ზურგზე (მაისურზე) მარკერით ავტოგრაფს როგორ "კაწრავდა" (იცინის). საოცარი ენერგიით დავიმუხტე, მთელი ორგანიზმი "ხტოდა", ჩემი თმის ღერები "ცას სწვდებოდა"! ცეკვის გამო, კონცერტიდან ჩემი ლიკვიდაცია 5-ჯერ სცადეს. ორგანიზატორს - ბატონ კახუჩელას დიდ მადლობას ვუხდი, რადგან ჩემს "ვიაიპი" ადგილზე დამაბრუნა და ხელშეუხებლობის გარანტია მომცა.

- საქართველოში გორან ბრეგოვიჩის კონცერტებს წინათ თუ დასწრებიხარ?

- 2007 წლის 3 ოქტომბერს ფილარმონიაში გამართულ კონცერტს დავესწარი. ძირითადად, "დიდი" ხალხი მოვიდა (მოსაწვევებით). მრავალფეროვანი პროგრამა იყო - ბრეგოვიჩმა ქართველ შემსრულებლებთან ერთად იმღერა. წლევანდელი კონცერტის ხიბლი ის გახლდათ, რომ მასზე დასწრება თავისუფალი იყო. ბედნიერი ვიყავი, როცა ვხედავდი, ხალხი ღია ცის ქვეშ ბრეგოვიჩის სიმღერების ფონზე როგორ ცეკვავდა! წინათ ასეთი რამ მხოლოდ ინტერნეტში მქონდა ნანახი.

- ბრეგოვიჩმა შენი მუსიკალური შესაძლებლობის შესახებ თუ შეიტყო? არ წაუღიღინე?

- აბა, ისე რა გამაჩერებდა?! კონცერტის დაწყებამდე რამდენიმე წუთით სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. ამ დროს მთელი ხმით "ედერლეზის" სიმღერა დავიწყე. ჩემი რამდენიმე მეგობარიც ამყვა. ვოკალისტი დების გაოგნებული და ბედნიერი სახეები უნდა გენახათ!

- ბრეგოვიჩი და ბოშურ-ბალკანური მუსიკა როგორ "აღმოაჩინე"?

- ბევრისგან განსხვავებით, მისი სიმღერები კუსტურიცას ფილმებით არ გამიცნია. 11 წლის წინ თბილისში ერთ-ერთ სპექტაკლზე სიმღერა - Old home movie - მოვისმინე. ტანში ჟრუანტელმა დამიარა. შემსრულებლის ვინაობა ვიკითხე. გორან ბრეგოვიჩი აღმოჩნდა. მას შემდეგ, მისი სიმღერებით დავინტერესდი, გავეცანი, რადიოს ეთერშიც "შევაპარე"...

- როგორც ვიცი, თავდაპირველად ქართველმა მსმენელებმა კარგად არ მიიღეს...

- მწერდნენ, - ეს რა სიმღერაა, პანაშვიდზე ვართო?!. ვპასუხობდი: საშუალება მომეცით, 2 კვირის განმავლობაში ეს სიმღერები შეგაყვაროთ-მეთქი. ზუსტად ორ კვირაში იგივე ადამიანები მწერდნენ: ბრეგოვიჩის სიმღერა გაუშვით, თორემ ცუდად ვართო! როცა მოწყენილი ხარ ან დეპრესია გიპყრობს, ეს მუსიკა უნდა ჩართო და ყველაფერი ცუდი დაგავიწყდება. უძლიერესი ეფექტი აქვს!

- შენს ცნობილ თუთიყუშ გორანჩიკას, რომელიც უკვე მერამდენედ, თავზეც დაგაჯდა, ბრეგოვიჩის სიმღერების გაგონებისას განსაკუთრებული რეაქცია არ აქვს?

- როგორ არა?! "ცეკვავს"! ბრეგოვიჩის და მადონას სიმღერებს მიჩვეულია და როცა ამ შემსრულებლების ხმას გაიგონებს, შეფრთხიალდება ხოლმე... გორანჩიკა სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარულია. უკვე 8 წლისაა. ახლა პირველად გავამხელ: გორანჩიკა "გოგოა". როცა შევიძინე, მითხრეს, "ბიჭიაო", ამიტომ, ბრეგოვიჩის პატივსაცემად, გორანი დავარქვი, მაგრამ "ქალიშვილი" ყოფილა. არ ვიცი, საბრალოს რაღა ეშველება: მისი ასაკის ქვა აღარ დაგორავს. წლები ისე მალე გაფრინდა, რომ მისი ტოლი "მამაკაცი" ვეღარ ვუშოვე. ჩემს მეგობარს "ბიჭი" თუთიყუში - მადონა ჰყავდა. მინდოდა, რომ გორანსა და მადონას ერთად ეცხოვრათ, მაგრამ "ბატონი" მადონა გარდაიცვალა... ეს სამწუხარო ამბავი ჩემს დაბადების დღეს შევიტყვე. თუკი ვინმეს 7 წლის "ახოვანი" მამრი თუთიყუში ჰყავს, ვთხოვ, დაგვიკავშირდეს. სასურველია, თუთიყუშს მადონა ერქვას (იცინის).

- შენს მეორე კერპთან - მადონასთან შეხვედრა ჯერ ვერ მოახერე?

- გორან ბრეგოვიჩი და მადონა ჩემი შთაგონების წყაროა! ბრეგოვიჩი "გიჟია", მადონა - "ძალიან გიჟი"! 7 ივლისს მე და ჩემი მეგობარი სტამბოლში გავემგზავრეთ, სადაც მადონას კონცერტი იმართებოდა (ბილეთები თებერვალში შევიძინეთ). კონცერტის რიგში ზუსტად 11 საათი ვიდექით. ხალხი დილიდან იკრიბებოდა. მომღერალმა სცენაზე გამოსვლა ზუსტად 2 საათით დააგვიანა - ეს მას სჩვევია, რომ გაგაგიჟოს, ჭკუიდან გადაგიყვანოს! კონცერტი რომ დაიწყო, სრული შოკი მივიღე! "რელიგიური" დადგმა იყო: ჯვრის ფორმის ჭიშკარი გაიღო, საიდანაც მადონა გამოვიდა. ერთ ხელში იარაღი ეჭირა, მეორით პირჯვარს იწერდა. უეცრად "მლოცველებმა" (მადონას მოცეკვავე ბიჭებმა) ანაფორები გაიხადეს და ჩვენც გავიხადეთ, თუკი ვინმეს რამე გვეცვა (იცინის)... სამწუხაროდ, მადონას პირადად ვერ შევხვდი, მაგრამ რეპეტიციაზე შესვლა და მისი უმაკიაჟოდ ნახვა მოვახერხე.

- რადიოს გარდა, სასტუმროშიც მუშაობ, არა?

- კი. ერთ-ერთი მაღალი დონის სასტუმროში, კვებისა და სასმელების დეპარტამენტშიც (ღამის ცვლებში) ვმუშაობ. საკმაოდ რთული, მაგრამ საინტერესო სამსახური მაქვს: უამრავ ადამიანს პირადად ვხვდები, მათ შორის - ცნობილებს. ვინ ვისთან "დაგულაობს", ყველაფერი ვიცი. "რუმ სერვისისას" ვხედავ, ოთახში ვის ვინ ჰყავს და იქ, გენაცვალე, წიგნს რომ არ კითხულობენ, ისიც ვიცი, პატარა აღარ ვარ (იცინის)... უფლება არ მაქვს, სამსახურის ამბავი "გარეთ გავიტანო". ჩემს საქმეს დიდი პასუხისმგებლობით ვეპყრობი.

- ალბათ, ცნობილ უცხოელ სტუმრებსაც მასპინძლობ...

- კი. შარშან ზაფხულში "ისთერნ ფრომოუშენმა" ბათუმში სეზონურ სამუშაოზე, ჯაზფესტივალზე წამიყვანა. ვმასპინძლობდი: "ემტივის" დამფუძნებლების 30-კაციან გუნდს, მეისი გრეის, ენრიკე იგლესიასს... სხვათა შორის, იგლესიასი ცხოვრებაში გაცილებით ახალგაზრდულად გამოიყურება, ვიდრე ეკრანზე. მან არაყი მთხოვა. ყველაზე ძვირად ღირებული - 400-ლარიანი არაყი მივუტანე და იმას მიირთმევდა, მეგობარს კი "ლოკალურ" ლუდს ასმევდა (იცინის)... იგლესიასი მართლაც ბევრ ქართველ მანდილოსანს უყვარს: წივილ-კივილი არ წყდებოდა... სურათების გადაღების უფლებას არავის აძლევდნენ - მაგიდას 6-კაციანი დაცვა ჰყავდა "შემოჯაჭვული". კლუბში ხმაური იყო, ამიტომ მომღერალი შეკვეთებს ყურში მიჩურჩულებდა. მეც "მივტანტალდებოდი" მაგიდასთან და მერე ისევ უკან "გამოვტანტალდებოდი" ხოლმე (იცინის)... წელს, ბოლო თვის განმავლობაში, ბევრი შოკი მივიღე: მადონას კონცერტიდან გამოყოლილი ემოციები რომ წყნარდებოდა, ბრეგოვიჩი "შემომეშველა". დედაჩემმა თბილისში მისი ჩამოსვლის შესახებ რომ შეიტყო, შეშფოთდა და ჩემ შესახებ თქვა: ამ ადამიანს კიდევ გორან ბრეგოვიჩი უნდოდა?! არ "გააფრინოსო" (იცინის)... მოკლედ, რადიოში ბოშურად "გაჯაზებას" განვაგრძობ.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება