ფილარმონიასთან საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ე.წ. სირცხვილის კორიდორი მოაწყვეს

ფილარმონიასთან საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ე.წ. სირცხვილის კორიდორი მოაწყვეს

ფილარმონიასთან საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ე.წ. სირცხვილის კორიდორი მოაწყვეს.

საკონცერტო დარბაზის შესასვლელთან აქციის მონაწილეებმა დერეფანი გააკეთეს და ხელში გადაჯვარედინებული ცოცხები უჭირავთ.

ფილარმონიაში დაგეგმილ კონცერტზე დასწრების მსურველებს ამ დერეფანში ჯვარედინი ცოცხების ქვეშ გავლა უწევთ.

გარდა ამისა, მათ დერეფნის მომწყობი მოქალაქეები აცილებენ სტვენით და შეძახილებით "გრცხვენოდეთ".

ამის პარალელურად გადაკეტილი რჩება მელიქიშვილისა და კოსტავას გამზირები. კოსტავას მიმართულებით მიმავალი ავტომანქანები უკან ბრუნდებიან, რის გამოც რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გადაადგილება პრაქტიკულად პარალიზებულია.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა