ბაკურ ბურდულმა პროტესტის ნიშნად ღირსების ორდენზე უარი თქვა

ბაკურ ბურდულმა პროტესტის ნიშნად ღირსების ორდენზე უარი თქვა

მუსიკოსმა ბაკურ ბურდულმა პროტესტის ნიშნად ღირსების ორდენზე უარი განაცხადა. მისი განმარტებით, იგი შეურაცხყოფილია იმით, რაც ბოლო დღეებში ტელევიზიებით ვრცელდება.

მუსიკოსის განცხადებით, მიუღებელია, რომ ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები გულგრილნი არიან იმ ფაქტების მიმართ, რაც ტელეეთერით ვრცელდება.

"მივხვდი, რომ ასეთ სიცოცხლეს უბრალოდ აზრი არ აქვს, როცა თვალებს ისეთ რამეზე ხუჭავ, რაზეც უბრალოდ აღარანაირად არ შეიძლება თვალების დახუჭვა. როდესაც ასეთი რაღაცეები ხდება, მათი მმართველობის დროს, ვერანაირად ვეღარ დავუდგები იმ ადამიანებს გვერდით, რომლებმაც ღირსების მედალი მაჩუქეს", - განაცხადა ბაკურ ბურდულმა.

"ინტერპრესნიუსი"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება