პატიმრების წამების ამსახველ ვიდეოკადრებში ბებიამ შვილიშვილი ამოიცნო

პატიმრების წამების ამსახველ ვიდეოკადრებში ბებიამ შვილიშვილი ამოიცნო

პატიმრების წამების ამსახველ ვიდეოკადრებში ბებიამ შვილიშვილი ამოიცნო. როგორც "ინტერპრესნიუსს" პატიმარ ალეკო სიმონიშვილის ბებიამ, რუსუდან ჯოჯიშვილმა განუცხადა, გავრცელებულ ვიდეომასალაში, 19 წლის შვილიშვილი ამოიცნო.

"როდესაც პატიმართა ცემის ფაქტებს აჩვენებდნენ, თვალყურს კადრებს მეორე შვილიშვილთან ერთად ვადევნებდი, რომელმაც მიმითითა, რომ მის დაკავებულ ძმას სცემდნენ. ამის შემდეგ დავაკვირდი და პატიმარი, რომელსაც აწამებდნენ, ნამდვილად ჩემი შვილიშვილი აღმოჩნდა, რის შემდეგაც პირდაპირ სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებასთან წამოვედი. გაჭირვებით მყავს გაზრდილი, მხოლოდ ორი შვილიშვილი დამრჩა, მეუღლეც დაღუპული მყავს და შვილიც", - განაცხადა რუსუდან ჯოჯიშვილმა.

რუსუდან ჯოჯიშვილის თქმით, მისი შვილიშვილი, 19 წლის ალეკო სიმონიშვილი მაგნიტოფონის ქურდობისთვის არის დაკავებული.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"