სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ლაშა ჟვანია ხელისუფლების მხრიდან პატრიარქზე ზეწოლის მცდელობაზე საუბრობს
ლაშა ჟვანია ხელისუფლების მხრიდან პატრიარქზე ზეწოლის მცდელობაზე საუბრობს

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის სა­ერ­თა­შო­რი­სო საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დის ხელ­მძღვა­ნე­ლი ლაშა ჟვა­ნია ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან პატ­რი­არ­ქზე ზე­წო­ლის მცდე­ლო­ბა­ზე სა­უბ­რობს, - ამის შე­სა­ხებ ჟვა­ნი­ამ ტე­ლე­კომ­პა­ნია "მა­ესტროს" დი­ლის ეთერ­ში პატ­რი­არ­ქთან დათა ახა­ლა­ი­ა­სა და სოსო თო­ფუ­რი­ძის გუ­შინ­დე­ლი სტუმ­რო­ბის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, პატ­რი­არ­ქმა პე­ნი­ტენ­ცი­ურ სის­ტე­მა­ში არ­სე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბა 14:45 სათ­ზე გა­ა­კე­თა, სტუმ­რე­ბი კი სა­პატ­რი­არ­ქო­ში 15:00 სა­ათ­ზე მი­ვიდ­ნენ.

"თუ სა­უ­ბა­რია იმა­ზე, რომ ეს ზე­წო­ლის­თვის გა­კეთ­და, მა­შინ შე­იძ­ლე­ბა ვი­სა­უბ­როთ ზე­წო­ლის მცდე­ლო­ბა­ზე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან, თუმ­ცა ეს იყო უშე­დე­გო მცდე­ლო­ბა. უშე­დე­გო იმი­ტომ, რომ მათი სტუმ­რო­ბი­დან ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში გავ­რცელ­და მე­ო­რე გან­ცხა­დე­ბა, რო­მელ­შიც სა­პატ­რი­არ­ქო მომ­ხდარს კვლავ გმობს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას უცხა­დებს, რომ სა­ზე­ი­მო სა­ეკ­ლე­სიო დღე­სას­წა­უ­ლე­ბი გა­და­ი­დო. მათ სურ­ვი­ლი ჰქონ­დათ ინ­ფორ­მა­ცია მი­ე­წო­დე­ბი­ნათ პატ­რი­არ­ქის­თვის, რომ სის­ტე­მის რე­ფორ­მი­რე­ბას აპი­რე­ბენ. რო­გორ აპი­რე­ბენ რე­ფორ­მი­რე­ბას - უფრო დახ­ვე­წი­ლი ცო­ცხე­ბი და ხელ­კე­ტე­ბი შე­მო­აქვთ თუ რა არის, ვერ გე­ტყვით, მაგ­რამ ამა­ზე სა­სა­უბ­როდ მი­ვიდ­ნენ. ჩემ­თვის, პატ­რი­არ­ქთან თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე დათა ახა­ლა­ი­ას მოს­ვლა ნიშ­ნავს იმას, რომ პე­ნი­ტენ­ცი­ურ სის­ტე­მას მთლი­ა­ნად ის და მისი ოჯა­ხი გა­ნა­გებს - ერთი ძმა შსს-შია, მე­ო­რე თავ­დაც­ვა­ში, მამა - მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტია და არ ვიცი რო­გორ ში­ნა­გა­ნი რწმე­ნით იყ­რის კენ­ჭს სა­მეგ­რე­ლო­ში. ფაქ­ტია, ეს ოჯა­ხი ერე­ვა პე­ნი­ტენ­ცი­ურ სის­ტე­მა­ში, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში რა უნ­დო­და მას­თან ერ­თად გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის უფ­როს სოსო თო­ფუ­რი­ძეს. პე­ნი­ტენ­ცი­ურ რე­ფორ­მებ­ზე სა­სა­უბ­როდ თა­ვად ამ სის­ტე­მის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი უნდა მო­სუ­ლიყ­ვნენ", - გა­ნა­ცხა­და ლაშა ჟვა­ნი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, ის, რომ პატ­რი­არ­ქმა მომ­ხდა­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის შექ­მნის­კენ სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­უ­თი­თა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სად­მი ნდო­ბის და­ბალ ხა­რისხზე მი­უ­თი­თებს.

"ნდო­ბა იმ­დე­ნად და­ბა­ლია, რომ თუ კო­მი­სი­ას ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შექ­მნის, ამას არ გა­მო­ი­ძი­ებს ისე, რო­გორც სა­ჭი­როა და ამი­ტომ მო­უ­წო­და პატ­რი­არ­ქმა სა­ზო­გა­დო­ე­ბას, შექ­მნას უფრო კომ­პე­ტენ­ტუ­რი კო­მი­სია ამ ფაქ­ტე­ბის გა­მო­სა­ძი­ებ­ლად.", - აღ­ნიშ­ნა ლაშა ჟვა­ნი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, რო­დე­საც გუ­შინ­დე­ლი გან­ცხა­დე­ბის ტექ­სტზე მუ­შა­ობ­დნენ, პატ­რი­არ­ქმა გა­მო­ი­ყე­ნა ასე­თი ფრა­ზა - ზო­გადსა­კა­ცობ­რიო ნორ­მებს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა.

"მე უთხა­რი, ხომ არ ჯო­ბია ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ვახ­სე­ნოთ და მი­თხრა - არა. აქ არ არის მხო­ლოდ ქრის­ტი­ა­ნულ მო­რალ­ზე სა­უ­ბა­რი, არა­მედ ეს არის ზო­გადსა­კა­ცობ­რიო მო­რა­ლის პრობ­ლე­მა და ამას ხე­დავს ჩვე­ნი ეკ­ლე­სი­ის მე­თა­უ­რი", - აღ­ნიშ­ნა ლაშა ჟვა­ნი­ამ.

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი, უწ­მინ­დე­სი და უნე­ტა­რე­სი ილია მე­ო­რე სა­ზო­გა­დო­ე­ბას გლ­და­ნის მე-8 სა­პყრო­ბი­ლე­ში პა­ტი­მარ­თა წა­მე­ბი­სა და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის ფაქ­ტე­ბის შემ­სწავ­ლე­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­მი­სი­ის შექ­მნის­კენ მო­უ­წო­დებს.

რო­გორც ილია მე­ო­რემ სა­პატ­რი­არ­ქო­ში სა­გან­გე­ბო ბრი­ფინგზე ბრძა­ნა, მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით ვრცელ­დე­ბა შე­მაძ­რწუ­ნე­ბე­ლი ფაქ­ტე­ბი, რაც ხდე­ბა ცი­ხე­ებ­ში.

"სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის წმინ­და სი­ნო­დის სა­ხე­ლით მივ­მარ­თავ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს, გუ­შინ და დღეს მა­ს­მე­დი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით ვრცელ­დე­ბა შე­მაძ­რწუ­ნე­ბე­ლი ფაქ­ტე­ბი, რაც ხდე­ბა ცი­ხე­ებ­ში. ჩვენ ვგმობთ ამ მოქ­მე­დე­ბას და მო­ვუ­წო­დებთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რომ შე­იქ­მნას სა­თა­ნა­დო კო­მი­სია, რო­მე­ლიც გა­მო­ი­ძი­ებს ამ ფაქ­ტებს და და­ი­ცავს პა­ტიმ­რე­ბის უფ­ლე­ბებს. ძა­ლი­ან ვწუხ­ვართ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ხდე­ბა მსგავ­სი ფაქ­ტე­ბი", - ბრძა­ნა უწ­მინ­დეს­მა.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ლაშა ჟვანია ხელისუფლების მხრიდან პატრიარქზე ზეწოლის მცდელობაზე საუბრობს

ლაშა ჟვანია ხელისუფლების მხრიდან პატრიარქზე ზეწოლის მცდელობაზე საუბრობს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია ხელისუფლების მხრიდან პატრიარქზე ზეწოლის მცდელობაზე საუბრობს, - ამის შესახებ ჟვანიამ ტელეკომპანია "მაესტროს" დილის ეთერში პატრიარქთან დათა ახალაიასა და სოსო თოფურიძის გუშინდელი სტუმრობის კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, პატრიარქმა პენიტენციურ სისტემაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადება 14:45 სათზე გააკეთა, სტუმრები კი საპატრიარქოში 15:00 საათზე მივიდნენ.

"თუ საუბარია იმაზე, რომ ეს ზეწოლისთვის გაკეთდა, მაშინ შეიძლება ვისაუბროთ ზეწოლის მცდელობაზე ხელისუფლების მხრიდან, თუმცა ეს იყო უშედეგო მცდელობა. უშედეგო იმიტომ, რომ მათი სტუმრობიდან ნახევარ საათში გავრცელდა მეორე განცხადება, რომელშიც საპატრიარქო მომხდარს კვლავ გმობს და საზოგადოებას უცხადებს, რომ საზეიმო საეკლესიო დღესასწაულები გადაიდო. მათ სურვილი ჰქონდათ ინფორმაცია მიეწოდებინათ პატრიარქისთვის, რომ სისტემის რეფორმირებას აპირებენ. როგორ აპირებენ რეფორმირებას - უფრო დახვეწილი ცოცხები და ხელკეტები შემოაქვთ თუ რა არის, ვერ გეტყვით, მაგრამ ამაზე სასაუბროდ მივიდნენ. ჩემთვის, პატრიარქთან თავდაცვის მინისტრის მოადგილე დათა ახალაიას მოსვლა ნიშნავს იმას, რომ პენიტენციურ სისტემას მთლიანად ის და მისი ოჯახი განაგებს - ერთი ძმა შსს-შია, მეორე თავდაცვაში, მამა - მაჟორიტარობის კანდიდატია და არ ვიცი როგორ შინაგანი რწმენით იყრის კენჭს სამეგრელოში. ფაქტია, ეს ოჯახი ერევა პენიტენციურ სისტემაში, წინააღმდეგ შემთხვევაში რა უნდოდა მასთან ერთად გენერალური ინსპექციის უფროს სოსო თოფურიძეს. პენიტენციურ რეფორმებზე სასაუბროდ თავად ამ სისტემის წარმომადგენლები უნდა მოსულიყვნენ", - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

მისივე თქმით, ის, რომ პატრიარქმა მომხდარის საგამოძიებო კომისიის შექმნისკენ საზოგადოებას მიუთითა, ხელისუფლებისადმი ნდობის დაბალ ხარისხზე მიუთითებს.

"ნდობა იმდენად დაბალია, რომ თუ კომისიას ხელისუფლება შექმნის, ამას არ გამოიძიებს ისე, როგორც საჭიროა და ამიტომ მოუწოდა პატრიარქმა საზოგადოებას, შექმნას უფრო კომპეტენტური კომისია ამ ფაქტების გამოსაძიებლად.", - აღნიშნა ლაშა ჟვანიამ.

მისივე თქმით, როდესაც გუშინდელი განცხადების ტექსტზე მუშაობდნენ, პატრიარქმა გამოიყენა ასეთი ფრაზა - ზოგადსაკაცობრიო ნორმებს ეწინააღმდეგება.

"მე უთხარი, ხომ არ ჯობია ქრისტიანული ვახსენოთ და მითხრა - არა. აქ არ არის მხოლოდ ქრისტიანულ მორალზე საუბარი, არამედ ეს არის ზოგადსაკაცობრიო მორალის პრობლემა და ამას ხედავს ჩვენი ეკლესიის მეთაური", - აღნიშნა ლაშა ჟვანიამ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საზოგადოებას გლდანის მე-8 საპყრობილეში პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების შემსწავლელი სპეციალური კომისიის შექმნისკენ მოუწოდებს.

როგორც ილია მეორემ საპატრიარქოში საგანგებო ბრიფინგზე ბრძანა, მედიასაშუალებებით ვრცელდება შემაძრწუნებელი ფაქტები, რაც ხდება ციხეებში.

"საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის სახელით მივმართავ სრულიად საქართველოს, გუშინ და დღეს მასმედიის საშუალებით ვრცელდება შემაძრწუნებელი ფაქტები, რაც ხდება ციხეებში. ჩვენ ვგმობთ ამ მოქმედებას და მოვუწოდებთ საზოგადოებას, რომ შეიქმნას სათანადო კომისია, რომელიც გამოიძიებს ამ ფაქტებს და დაიცავს პატიმრების უფლებებს. ძალიან ვწუხვართ, რომ საქართველოში ხდება მსგავსი ფაქტები", - ბრძანა უწმინდესმა.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"