ჟურნალი "გზა" - 20 სექტემბერი

ჟურნალი "გზა" - 20 სექტემბერი

ხუთშაბათს, 20 სექტემბერს, გამოვიდა ჟურნალ "გზის" ახალი ნომერი (#38, 20-26 სექტემბერი, 2012 წ.), რომელშიც წაიკითხავთ:

28 წლის პატიმარი ციხეში სიკვდილს ებრძვის

"...საშინლად დავსუსტდი, დამოუკიდებლად მოძრაობა მიჭირს, სახსრების გაუსაძლისი ტკივილი მაქვს. კიბო პროგრესირდება... ჩემი ბედი არავის აინტერესებს... პოლიტიკური რეჟიმის მსხვერპლი ვარ", - ეს გახლავთ ფრაგმენტი პატიმარ ბააკა კოპალიანის განცხადებიდან.

რას აღიარებს ირაკლი ალასანია და რისთვის ითხოვს შენდობას გიორგი ბარამიძე

ირაკლი ალსანია: "ნაციონალები" წლების განმავლობაში სახელმწიფოს უღირსად მართავდნენ და საკუთარი მოქალაქეების ღირსებას ლახავდნენ, ამიტომ მათში ღირსეულ მეტოქეს ვერ ვხედავ".

გიორგი ბარამიძე: "ერთ ნაბიჯსაც არ ვნანობ. პოლიტიკაში ზურაბ ჟვანიამ მომიყვანა. ის ჩემი მეგობარიც იყო და ლიდერიც, ღმერთმა გაანათლოს მისი სული! მის მიერ გადადგმული ნაბიჯი მორალს არასდროს ეწინააღმდეგებოდა. დღემდე იმ ჯგუფში ვარ, რომელშიც ზურამ დამტოვა და ზუსტად იმ მიზნებს ვემსახურები, რომელიც ერთად დავისახეთ".

პიარის ომი ვინ ვის და რატომ უმღერის საქართველოში

გია ნიკოლაძე: "მე სააკაშვილს ვკითხავდი: მსოფლიოს დიდ ქვეყნებს წყალი რომ შეუდგებათ და განსაცდელი დაატყდებათ თავს, ჯინჯილებიანი უცხოელი ბიძიები აქ ხომ არ აპირებენ ცამოსახლებას?.. და ა.შ. ყველაფერი მათთვის ხომ არ კეთდება?

მერაბ კოკოჩაშვილი: "ხელოვანი თავისუფალი უნდა იყოს, რომელიმე პარტიას და პოლიტიკურ ძალას კი არა, საზოგადოებას უნდა ემსახურებოდეს. ჩემთვის ხელოვანების ასე დაყოფა მიუღებელია".

როდის ხდება უმართავი ბაჩო ქაჯაია

ბაჩო ქაჯაია: "წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია ადამიანს, რომელიც საჭის მართვის დროს უკან მომყვება და მისიგნალებს. ვიღაცამ გუშინაც გამაბრაზა. ამ დროს უმართავი ვხდები. ისიც უნდა ვაღიარო, რომ ასეთი ადამიანის მისამართით უწმაწურ სიტყვებსაც არ ვიშურებ. ამის გამო კონფლიქტიც მქონია".

რა მეთოდებით "ფცქვნიან" კლიენტებს მაღაზიებსა და ბაზრებში

წონაში მოტყუების განსაკუთრებულ "ილეთებს" ბაზრის მოვაჭრეები ფლობენ... გამყიდველი ისე სწრაფად წონის საქონელს, რომ კლიენტი სასწორის თავლის მიდევნებასაც ვერ ასწრებს... ალბათ ხშირად გინახავთ ვიტრინაში დალაგებული, ყინულის სქელი ფენით დაფარული ქათმის ფილე, ბარკლები ან თევზი. ესეც მოტყუების ერთგვარი ხერხია".

გაგრაში დენიკინის განძი ჩინელებმა იპოვეს - გასაიდუმლოებული საქმის დეტალები

"მრგვალ ბაღში მომხდარი მკვლელობა კავშირში იყო თეთრი გენერლის - ანტონ დენიკინის მიერ 1919 წელს გადამალული განძეულობის საქმესთან. ამ ყველაფერს ის მოჰყვა, რომ საბჭოთა კავშირის უმაღლესმა მესვეურებმა საქმე გაასაიდუმლოეს".

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები