სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
საპროტესტო აქციები, რომლებიც პატიმართა წამების ვიდეოკადრებს მოჰყვა, დღეს განახლდება
საპროტესტო აქციები, რომლებიც პატიმართა წამების ვიდეოკადრებს მოჰყვა, დღეს განახლდება

საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც თბი­ლის­სა და სა­ქარ­თვე­ლოს სხვა ქა­ლა­ქებ­ში პა­ტი­მარ­თა წა­მე­ბის ვი­დე­ო­კად­რებს მოჰ­ყვა, დღეს გა­ნახ­ლდე­ბა.

ამ დრო­ის­თვის არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, აქ­ცია თბი­ლის­ში, ფი­ლარ­მო­ნი­ას­თან 12.00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა. აქ­ცი­ე­ბი, და­ახ­ლო­ე­ბით, ამა­ვე დრო­ის­თვის და­ი­წყე­ბა ქუ­თა­ის­ში, ფოთ­ში, რუს­თავ­ში, ზუგ­დიდ­ში, ბა­თუმ­სა და სხვა ქა­ლა­ქებ­ში.

ამას­თან, რო­გორც თბი­ლი­სის აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ 12.00 სა­ა­თამ­დე სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბი­სა და ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრე­ბი თა­ნამ­დე­ბო­ბებს არ და­ტო­ვე­ბენ, ისი­ნი პერ­მა­ნენ­ტულ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებს გა­მარ­თა­ვენ. მა­თი­ვე თქმით, მო­თხოვ­ნის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში აქ­ცია სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს­თან გა­და­ი­ნაც­ვლებს.

საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი თბი­ლის­სა და სხვა ქა­ლა­ქებ­ში გუ­შინ, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის გლ­და­ნის #8-ე და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში პა­ტიმ­რე­ბის მი­მართ არა­სა­თა­ნა­დო მო­პყრო­ბის ფაქ­ტე­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ და­ი­წყო. თავ­და­პირ­ვე­ლად სა­გან­გე­ბო გან­ცხა­დე­ბა შსს-მ გა­ა­კე­თა. სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, პა­ტი­მარ­თა მი­მართ და­მამ­ცი­რე­ბე­ლი ან არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის ფაქ­ტე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დე­დოფ­ლის­წყა­როს მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტის მამა, თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვი­ლი ფი­გუ­რი­რებს. გა­მო­ძი­ე­ბის ცნო­ბით­ვე, და­ნა­შა­უ­ლის დამ­კვეთ მხა­რეს­თან კონ­ტაქ­ტის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა თავ­და­პირ­ვე­ლად თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვი­ლის, ხოლო შემ­დგომ თა­მაზ ელიზ­ბა­რაშ­ვი­ლის მეშ­ვე­ო­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და. გა­მო­ძი­ე­ბის ამ ეტაპ­ზე ბრალ­დე­ბუ­ლე­ბად ცნეს და და­ა­კა­ვეს გლ­და­ნის მე-8 სა­პყრო­ბი­ლის უსაფრ­თხო­ე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი ლე­ვან ფურ­ცხვა­ნი­ძე, გან­ყო­ფი­ლე­ბის კონ­ტრო­ლი­ო­რი ლე­ვან ფხა­ლა­ძე და გან­ყო­ფი­ლე­ბის ინ­სპექ­ტო­რი ბო­რის ფა­რუ­ლა­ვა, ხოლო ვლა­დი­მერ ბე­დუ­კა­ძე იძებ­ნე­ბა.

პა­ტიმ­რე­ბის წა­მე­ბის, ასე­ვე ფი­ზი­კუ­რი და მო­რა­ლუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფის ამ­სახ­ვე­ლი უმ­ძი­მე­სი კად­რე­ბი "მა­ესტრომ" და "მე-9 არ­ხმა" გა­ავ­რცე­ლეს. აღ­ნიშ­ნუ­ლი კად­რე­ბის ეთერ­ში გას­ვლის შემ­დგომ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის, პრო­ბა­ცი­ი­სა და იუ­რი­დი­უ­ლი დახ­მა­რე­ბის სა­კი­თხთა მი­ნის­ტრმა უწყე­ბის სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე და­ვით ჭა­კუა თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა გვი­ან ღა­მით სა­გან­გე­ბო გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის თქმით, კად­რე­ბის ხილ­ვის შე­დე­გად ძა­ლი­ან გაბ­რა­ზე­ბუ­ლი და სუ­ლით ხორ­ცამ­დე შო­კი­რე­ბუ­ლია.

"ის, რაც მოხ­და გლ­და­ნის ცი­ხე­ში, არის შემ­ზა­რა­ვი აქტი ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი­სა და ღირ­სე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. ყვე­ლა, ვინც ამის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი და გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლია, ყვე­ლა ვინც ეს ჩა­ი­დი­ნა და და­უშ­ვა, უმ­კაც­რეს სას­ჯელს იმ­სა­ხუ­რებს. პო­ლი­ცი­ას და­კა­ვე­ბუ­ლი ჰყავს ამ სა­ში­ნე­ლე­ბე­ბის ჩამ­დენ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა და და­ნარ­ჩე­ნე­ბიც წარ­სდგე­ბი­ან მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის წი­ნა­შე. შსს ად­გენ­და კავ­ში­რებს კარ­გად ცნო­ბილ კრი­მი­ნა­ლურ ავ­ტო­რი­ტე­ტებ­სა და დამ­ნა­შა­ვე­ებს შო­რის. ამ და­ნა­შა­უ­ლის ყვე­ლა მსხვერ­პლს მინ­და ვუ­თხრა, რომ სა­ქარ­თვე­ლო, რო­მელ­საც მე ვა­შე­ნებ ყვე­ლას­თან ერ­თად, არ მო­ით­მენს არც მსგავს და­ნა­შა­ულს და არც რა­ი­მე კლი­მატს, რო­მელ­მაც რამე ამას­თან მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს, არ მო­ით­მენს სი­სას­ტი­კეს, თავ­გა­სუ­ლო­ბას, იმას, რაც სამ­წუ­ხა­როდ ყვე­ლამ ერ­თად ვი­ხი­ლეთ. . . ვინც პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი იყო, რომ ამ­გვა­რი ფაქ­ტე­ბი არ და­ეშ­ვა, ყვე­ლა გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა სამ­სა­ხუ­რი­დან, ხოლო ის, ვინც ეს ჩა­ი­დი­ნა, გაძ­ლევთ სი­ტყვას, მრა­ვალ წელს გა­ა­ა­ტა­რებს ცი­ხე­ში", - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

საპროტესტო აქციები, რომლებიც პატიმართა წამების ვიდეოკადრებს მოჰყვა, დღეს განახლდება

საპროტესტო აქციები, რომლებიც პატიმართა წამების ვიდეოკადრებს მოჰყვა, დღეს განახლდება

საპროტესტო აქციები, რომლებიც თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში პატიმართა წამების ვიდეოკადრებს მოჰყვა, დღეს განახლდება.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, აქცია თბილისში, ფილარმონიასთან 12.00 საათზე დაიწყება. აქციები, დაახლოებით, ამავე დროისთვის დაიწყება ქუთაისში, ფოთში, რუსთავში, ზუგდიდში, ბათუმსა და სხვა ქალაქებში.

ამასთან, როგორც თბილისის აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, იმ შემთხვევაში, თუ 12.00 საათამდე სასჯელაღსრულებისა და შინაგან საქმეთა მინისტრები თანამდებობებს არ დატოვებენ, ისინი პერმანენტულ საპროტესტო აქციებს გამართავენ. მათივე თქმით, მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში აქცია სასჯელაღსრულების სამინისტროსთან გადაინაცვლებს.

საპროტესტო აქციები თბილისსა და სხვა ქალაქებში გუშინ, სასჯელაღსრულების გლდანის #8-ე დაწესებულებაში პატიმრების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ დაიწყო. თავდაპირველად საგანგებო განცხადება შსს-მ გააკეთა. სამინისტროს ინფორმაციით, პატიმართა მიმართ დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ფაქტების ორგანიზებაში "ქართული ოცნების" დედოფლისწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატის მამა, თამაზ თამაზაშვილი ფიგურირებს. გამოძიების ცნობითვე, დანაშაულის დამკვეთ მხარესთან კონტაქტის უზრუნველყოფა თავდაპირველად თამაზ თამაზაშვილის, ხოლო შემდგომ თამაზ ელიზბარაშვილის მეშვეობით ხორციელდებოდა. გამოძიების ამ ეტაპზე ბრალდებულებად ცნეს და დააკავეს გლდანის მე-8 საპყრობილის უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ლევან ფურცხვანიძე, განყოფილების კონტროლიორი ლევან ფხალაძე და განყოფილების ინსპექტორი ბორის ფარულავა, ხოლო ვლადიმერ ბედუკაძე იძებნება.

პატიმრების წამების, ასევე ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფის ამსახველი უმძიმესი კადრები "მაესტრომ" და "მე-9 არხმა" გაავრცელეს. აღნიშნული კადრების ეთერში გასვლის შემდგომ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა უწყების სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით ჭაკუა თანამდებობიდან გაათავისუფლა.

რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილმა გვიან ღამით საგანგებო განცხადება გააკეთა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, კადრების ხილვის შედეგად ძალიან გაბრაზებული და სულით ხორცამდე შოკირებულია.

"ის, რაც მოხდა გლდანის ციხეში, არის შემზარავი აქტი ადამიანის უფლებებისა და ღირსების წინააღმდეგ. ყველა, ვინც ამის ორგანიზატორი და განმახორციელებელია, ყველა ვინც ეს ჩაიდინა და დაუშვა, უმკაცრეს სასჯელს იმსახურებს. პოლიციას დაკავებული ჰყავს ამ საშინელებების ჩამდენთა უმრავლესობა და დანარჩენებიც წარსდგებიან მართლმსაჯულების წინაშე. შსს ადგენდა კავშირებს კარგად ცნობილ კრიმინალურ ავტორიტეტებსა და დამნაშავეებს შორის. ამ დანაშაულის ყველა მსხვერპლს მინდა ვუთხრა, რომ საქართველო, რომელსაც მე ვაშენებ ყველასთან ერთად, არ მოითმენს არც მსგავს დანაშაულს და არც რაიმე კლიმატს, რომელმაც რამე ამასთან მიახლოებული მოვლენა შეიძლება გამოიწვიოს, არ მოითმენს სისასტიკეს, თავგასულობას, იმას, რაც სამწუხაროდ ყველამ ერთად ვიხილეთ. . . ვინც პასუხისმგებელი იყო, რომ ამგვარი ფაქტები არ დაეშვა, ყველა გათავისუფლდება სამსახურიდან, ხოლო ის, ვინც ეს ჩაიდინა, გაძლევთ სიტყვას, მრავალ წელს გააატარებს ციხეში", - განაცხადა პრეზიდენტმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა