ჯაბა ჯიშკარიანი და ჯაბა სამუშია ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

ჯაბა ჯიშკარიანი და ჯაბა სამუშია ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

"თავისუფალი საქართველოს" ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატი ჯაბა ჯიშკარიანი და "ქრისტიან-დემოკრატების" კანდიდატი ჯაბა სამუშია ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ინციდენტი დღეს რადიო "უცნობში" გადაცემის შემდეგ მოხდა.

როგორც რადიო "უცნობის" აღმასრულებელმა პროდიუსერმა ნათია გამცემლიძემ განაცხადა, ჯიშკარიანსა და სამუშიას შორის კამათი გადაცემა "დიალოგების" მიმდინარეობისას დაიწყო. მისი თქმით, ეთერში მათ ხმაურიანი პოლიტიკური დებატები გამართეს.

"საკამათო თემა იყო ის, თუ ვინ ვის სასარგებლოდ უნდა მოხსნას კანდიდატურა და რას იზამენ გაყალბების შემთხვევაში "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" წარმომადგენლები, შევლენ თუ არა პარლამენტში. ჯიშკარიანმა სამუშიას უთხრა, რომ "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" არის ხელისუფლების სატელიტი პარტია და მერაბიშვილის შექმნილი", - განაცხადა გამცემლიძემ.

მისივე თქმით, გადაცემის დასრულების შემდეგ სამუშია და ჯიშკარიანი ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ, თუმცა, ისინი დაცვამ მალევე გააშველა. გამცემლიძის განმარტებით, მოგვიანებით მხარეები შერიგდნენ და ხელიც კი ჩამოართვეს ერთმანეთს.

თავად ჯაბა ჯიშკარიანმა კი "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რომ მას ჯაბა სამუშიასთან მხოლოდ კამათი მოუვიდა. "რაც მოხდა, მე ამას კამათს დავარქმევდი", -აღნიშნა ჯიშკარიანმა.

ჯაბა სამუშიასთან დაკავშირება ვერ ხერხდება.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა