ჩოხატაური-ხიდისთავის მიკროავტობუსში საქართველოს პარლამენტის ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსმა, ლია ჩიგოგიძემ ერთ-ერთ ბავშვს ლურჯი მაისურის გახდა მოსთხოვა. ჩიგოგიძემ მიიჩნია, რომ ეს "ქართული ოცნების" მაისური იყო. როგორც მიკროავტობუსში მსხდომები აცხადებენ, ჩიგოგიძემ ბავშვის ოჯახშიც კი დარეკა.
თვითმხილველების თქმით, ამ ინციდენტიდან რამდენიმე წუთში, მიკროავტობუსის მძღოლს ჩაისუბნის საჯარო სკოლის დირექტორმა დაურეკა და მისი სკოლის მოსწავლის სასწრაფოდ სკოლაში მიყვანა მოსთხოვა.