სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ქართველი მსახიობი, რომელიც "ისლამის უცოდველობაში" თამაშობს, ამბობს, რომ რეჟისორმა შეცდომაში შეიყვანა
ქართველი მსახიობი, რომელიც "ისლამის უცოდველობაში" თამაშობს, ამბობს, რომ რეჟისორმა შეცდომაში შეიყვანა

ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის მსა­ხი­ობ­მა ანა გურ­ჯმა, იგი­ვე ანა გი­ორ­გო­ბი­ან­მა, რო­მელ­მაც გახ­მა­უ­რე­ბულ ფილმში "ის­ლა­მის უცოდ­ვე­ლო­ბა" ითა­მა­შა, ღია წე­რი­ლი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც ფილმში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სა­კუ­თარ მო­ტი­ვა­ცი­ა­ზე სა­უბ­რობს.

ანა გურ­ჯის წე­რილ­ში, რო­მე­ლიც მწერ­ლი­სა და ჟურ­ნა­ლის­ტის ნეილ გე­ი­მა­ნის ვებ-გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა, ნათ­ქვა­მია, რომ მსა­ხი­ობ­მა ფილ­მის რე­ჟი­სორ ნა­კუ­ლა ბეს­ლის გეგ­მე­ბის შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცო­და.

"იმ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში რაც მე "ის­ლა­მის უცოდ­ვე­ლო­ბის" გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე გა­ვა­ტა­რე, არას­დროს ყო­ფი­ლა სა­უ­ბა­რი წი­ნას­წარ­მე­ტყველ მუ­ჰა­მედ­ზე და რე­ლი­გი­ურ კონ­ტექ­სტზე. 100%-ით ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე არა­ვინ იცო­და, რა იგეგ­მე­ბო­და "უდაბ­ნოს ბრძო­ლე­ბის" (ფილ­მის სა­მუ­შაო სა­თა­უ­რი) თა­ო­ბა­ზე", - წერს ანა გურ­ჯი.

მსა­ხი­ო­ბის თქმით, ის სა­ბო­ლოო პრო­დუქტმა გა­ა­ოგ­ნა.

"რო­დე­საც შე­ვი­ტყვე, რაც მოხ­და, ცრემ­ლე­ბი ვერ შე­ვი­კა­ვე. ნამ­სხვრე­ვე­ბად ვარ ქცე­უ­ლი... მტკივ­ნე­უ­ლია იმის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა, რომ რა­ღაც სა­ზი­ზღრო­ბის შე­საქ­მნე­ლად გა­მო­გი­ყე­ნეს, ჩვენ ამის შე­სა­ხებ არა­ფე­რი ვი­ცო­დით", - აღ­ნიშ­ნავს ანა გურ­ჯი.

მსა­ხი­ობს სა­კუ­თა­რი უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხიც აღელ­ვებს, თუმ­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან და­მალ­ვას არ აპი­რებს: "არ ვიცი, რა გა­ვა­კე­თო, მაგ­რამ არ და­ვი­მა­ლე­ბი, და­სა­მა­ლი არა­ფე­რი მაქვს", - წერს მსა­ხი­ო­ბი.

21 წლის ანა გი­ორ­გო­ბი­ა­ნი თბი­ლის­ში და­ი­ბა­და. პირ­ვე­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი როლი 14 წლის ასაკ­ში, მისი დის, ხა­თუ­ნა გი­ორ­გო­ბი­ა­ნის მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ან ფილმში "ეს დღე რომ არ ყო­ფი­ლი­ყო" შე­ას­რუ­ლა. 2007 წელს ანამ ამე­რი­კულ ტელე-პრო­ექ­ტში "სიგ­ნა­ლე­ბი" როლი მი­ი­ღო. 2008 წელს ის რე­ჟი­სორ დუ­სან რა­პო­სის სლო­ვა­კურ-უნ­გრულ ფილმში -"ჩინ­კა პანა" მი­იწ­ვი­ეს, სა­დაც მე-18 სა­უ­კუ­ნე­ში მცხოვ­რე­ბი მე­ვი­ო­ლი­ნე გო­გო­ნა გა­ნა­სა­ხი­ე­რა.

ფილ­მი "ის­ლა­მის უცოდ­ვე­ლო­ბა" წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლი მუ­ჰა­მე­დის ალ­ტერ­ნა­ტი­ულ ის­ტო­რი­ას მოგ­ვი­თხრობს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ფილ­მი ფარ­თო კი­ნო­გა­ქი­რა­ვე­ბა­ში არ გა­სუ­ლა, მან არა­ბულ სამ­ყა­რო­ში საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი გა­მო­იწ­ვია.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია huffingtonpost.com-ის მი­ხედ­ვით.

იხი­ლეთ ვი­დეო: "ის­ლა­მის უცოდ­ვე­ლო­ბა" - ფილ­მი, რომ­ლის გა­მოც ის­ლა­მუ­რი სამ­ყა­რო აშშ-ს აუმ­ხედ­რდა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ქართველი მსახიობი, რომელიც "ისლამის უცოდველობაში" თამაშობს, ამბობს, რომ რეჟისორმა შეცდომაში შეიყვანა

ქართველი მსახიობი, რომელიც "ისლამის უცოდველობაში" თამაშობს, ამბობს, რომ რეჟისორმა შეცდომაში შეიყვანა

ქართული წარმოშობის მსახიობმა ანა გურჯმა, იგივე ანა გიორგობიანმა, რომელმაც გახმაურებულ ფილმში "ისლამის უცოდველობა" ითამაშა, ღია წერილი გამოაქვეყნა, სადაც ფილმში მონაწილეობის საკუთარ მოტივაციაზე საუბრობს.

ანა გურჯის წერილში, რომელიც მწერლისა და ჟურნალისტის ნეილ გეიმანის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ მსახიობმა ფილმის რეჟისორ ნაკულა ბესლის გეგმების შესახებ არაფერი იცოდა.

"იმ დროის განმავლობაში რაც მე "ისლამის უცოდველობის" გადასაღებ მოედანზე გავატარე, არასდროს ყოფილა საუბარი წინასწარმეტყველ მუჰამედზე და რელიგიურ კონტექსტზე. 100%-ით ვარ დარწმუნებული, რომ გადასაღებ მოედანზე არავინ იცოდა, რა იგეგმებოდა "უდაბნოს ბრძოლების" (ფილმის სამუშაო სათაური) თაობაზე", - წერს ანა გურჯი.

მსახიობის თქმით, ის საბოლოო პროდუქტმა გააოგნა.

"როდესაც შევიტყვე, რაც მოხდა, ცრემლები ვერ შევიკავე. ნამსხვრევებად ვარ ქცეული... მტკივნეულია იმის გაცნობიერება, რომ რაღაც საზიზღრობის შესაქმნელად გამოგიყენეს, ჩვენ ამის შესახებ არაფერი ვიცოდით", - აღნიშნავს ანა გურჯი.

მსახიობს საკუთარი უსაფრთხოების საკითხიც აღელვებს, თუმცა საზოგადოებისგან დამალვას არ აპირებს: "არ ვიცი, რა გავაკეთო, მაგრამ არ დავიმალები, დასამალი არაფერი მაქვს", - წერს მსახიობი.

21 წლის ანა გიორგობიანი თბილისში დაიბადა. პირველი სერიოზული როლი 14 წლის ასაკში, მისი დის, ხათუნა გიორგობიანის მოკლემეტრაჟიან ფილმში "ეს დღე რომ არ ყოფილიყო" შეასრულა. 2007 წელს ანამ ამერიკულ ტელე-პროექტში "სიგნალები" როლი მიიღო. 2008 წელს ის რეჟისორ დუსან რაპოსის სლოვაკურ-უნგრულ ფილმში -"ჩინკა პანა" მიიწვიეს, სადაც მე-18 საუკუნეში მცხოვრები მევიოლინე გოგონა განასახიერა.

ფილმი "ისლამის უცოდველობა" წინასწარმეტყველი მუჰამედის ალტერნატიულ ისტორიას მოგვითხრობს. მიუხედავად იმისა, რომ ფილმი ფართო კინოგაქირავებაში არ გასულა, მან არაბულ სამყაროში საპროტესტო აქციები გამოიწვია.

მომზადებულია huffingtonpost.com-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო: "ისლამის უცოდველობა" - ფილმი, რომლის გამოც ისლამური სამყარო აშშ-ს აუმხედრდა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება