Pussy Riot-ის წევრები სახაროვის პრემიაზე წარადგინეს

Pussy Riot-ის წევრები სახაროვის პრემიაზე წარადგინეს

რუსული პანკ-ჯგუფის, Pussy Riot-ის წევრები - ნადეჟდა ტოლოკონიკოვა, მარია ალეხინა და ეკატერინა სამუცევიჩი სახაროვის პრემიაზე წარადგინეს.

ნომინაციაზე "აზრის თავისუფლებისთვის" პანკ-ჯგუფის წევრები გენერალური ასამბლეის დეპუტატმა ვერნერ შულცმა წარადგინა, რომელიც პარლამენტში გერმანიის "მწვანეთა" პარტიას წარმოადგენს და ამავდროულად ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილეა.

სახაროვის პრემიაზე წარდგენილთა 2012 წლის სიაში ასევე მოხვდნენ ბელორუსი უფლებათა დამცველი ალეს ბელიაცკი, რომელიც ამჟამად პატიმრობაშია, რუანდის ოპოზიციის სამი წარმომადგენელი და ორი ირანელი ოპოზიციონერი.

კანდიდატთა სრულ სიას 25 სექტემბერს ბრუსელში წარადგენენ, გამარჯვებულებს კი დეკემბერში სტრასბურგში დააჯილდოვებენ.

სახაროვის პრემიას გადასცემენ კერძო პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებსაც ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში წვლილი შეაქვთ. ნომინანტებს ევროპარლამენტის ფრაქციათა დეპუტატები წარადგენენ, რომლებმაც მათ მხარდასაჭერად არანაკლებ 40 ხელმოწერა უნდა შეაგროვონ. სახაროვის სახელობის პირველი პრემია 1988 წელს ნელსონ მანდელას გადასცეს, რომელიც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში აფრიკული მოსახლეობის უფლებებისთვის იბრძოდა.

Pussy Riot-ის სამ წევრს 17 აგვისტოს მოსკოვის ხამოვნიჩის სასამართლომ, 21 თებერვალს მაცხოვრის ტაძარში განხორციელებული აქციისთვის 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

მომზადებულია gazeta.ru-ს მიხედვით.

ასევე იხილეთ: "MTV Video Music Awards 2012"-ზე "Pussy Riot"-ის პროვოკაციული ვიდეორგოლი აჩვენეს

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა