ქუთაისის #2 დაწესებულებაში მსჯავრდებულები სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან საუბარში აღნიშნავდნენ, რომ თანამშრომლები მათ უხეშად, გამომწვევად და დამამცირებლად ექცევიან. პატიმრების თქმით, ისინი ცდილობენ, არანაირი კონტაქტი არ იქონიონ ადმინისტრაციასთან, რადგან ნებისმიერი კონტაქტი დაწესებულების თანამშრომლებთან, შეიძლება მათი მხრიდან კონფლიქტისა და შეურაცხყოფის მიზეზი გახდეს.
რამდენიმე პატიმარმა აღნიშნა, რომ ისინი ექიმის მოთხოვნის გამო, ჯერ ცემეს, ხოლო შემდეგ ე.წ. "ბოქსში"( 2–3 კვ.მ. ფართობის სათავსო, სადაც არც საწოლია, არც სკამი და იქ მოთავსებულ პირებს პირდაპირ ბეტონის იატაკზე უწევთ ძილი) მოათავსეს. ასევე, მსჯავრდებულთა განმარტებით, თუ დარღვევა "მნიშვნელოვანია", ისინი სამარტოო საკნებში ე.წ. ბოქსების გავლით ჩაყავთ, სადაც მათზე ფიზიკური ზეწოლა ხორციელდება.