სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ფინქმა დაბადების დღეზე საჩუქრად პარიზი მიიღო
ფინქმა დაბადების დღეზე საჩუქრად პარიზი მიიღო

ცნო­ბილ­მა მომ­ღე­რალ­მა ფინ­ქმა 33-ე და­ბა­დე­ბის დღე პა­რიზ­ში აღ­ნიშ­ნა. "სა­ჩუქ­რად მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე რო­მან­ტი­კუ­ლი ქა­ლა­ქი მი­ვი­ღე!" - გა­უ­ზი­ა­რა სა­სი­ხა­რუ­ლო ამ­ბა­ვი მომ­ღე­რალ­მა თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებს. სა­ჩუ­ქა­რი ფინ­ქს მე­უღ­ლემ, რო­კერ­მა და ტე­ლე­წამ­ყვან­მა კერი ჰარ­ტმა გა­უ­კე­თა.

პა­რიზ­ში სა­მოგ­ზა­უ­როდ ფინ­ქი და მისი მე­უღ­ლე შვილ­თან, უი­ლოუ სე­იჯ­თან ერ­თად გა­ემ­გზავრნენ, ამი­ტომ წყვილ­მა ვერ შეძ­ლო ლუვ­რის, ეი­ფე­ლის კოშ­კი­სა და სხვა ღირ­შე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა. მათ მხო­ლოდ ლუქ­სემ­ბურ­გის ბაღ­ში გა­ი­სე­ირ­ნეს.

გვი­ან კი, რო­დე­საც გო­გო­ნა ძი­ძას­თან და­ტო­ვეს, მომ­ღერ­ლის და­ბა­დე­ბის დღე სას­ტუმ­როს რეს­ტო­რან­ში აღ­ნიშ­ნეს.

ცოტა ხნის წინ ვრცელ­დე­ბო­და ხმე­ბი, რომ ფინ­ქსა და ქე­რის პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­დათ, თუმ­ცა წყვილ­მა მათი გა­და­ლახ­ვა შეძ­ლო. "კე­რის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი იუ­მო­რის გრძნო­ბა აქვს, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. რო­დე­საც შეშ­ლილს ვემ­სგავ­სე­ბი, მე­უღ­ლე მი­გებს და ყვე­ლა­ნა­ი­რად მამ­ხნე­ვებს", - გა­ნა­ცხა­და ფინ­ქმა.

ფინ­ქმა და­ბა­დე­ბის დღე­ზე სა­ჩუქ­რად პა­რი­ზი მი­ი­ღო

მომ­ზა­დე­ბუ­ლია eg.ru-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ფინქმა დაბადების დღეზე საჩუქრად პარიზი მიიღო

ფინქმა დაბადების დღეზე საჩუქრად პარიზი მიიღო

ცნობილმა მომღერალმა ფინქმა 33-ე დაბადების დღე პარიზში აღნიშნა. "საჩუქრად მსოფლიოში ყველაზე რომანტიკული ქალაქი მივიღე!" - გაუზიარა სასიხარულო ამბავი მომღერალმა თაყვანისმცემლებს. საჩუქარი ფინქს მეუღლემ, როკერმა და ტელეწამყვანმა კერი ჰარტმა გაუკეთა.

პარიზში სამოგზაუროდ ფინქი და მისი მეუღლე შვილთან, უილოუ სეიჯთან ერთად გაემგზავრნენ, ამიტომ წყვილმა ვერ შეძლო ლუვრის, ეიფელის კოშკისა და სხვა ღირშესანიშნაობების დათვალიერება. მათ მხოლოდ ლუქსემბურგის ბაღში გაისეირნეს.

გვიან კი, როდესაც გოგონა ძიძასთან დატოვეს, მომღერლის დაბადების დღე სასტუმროს რესტორანში აღნიშნეს.

ცოტა ხნის წინ ვრცელდებოდა ხმები, რომ ფინქსა და ქერის პრობლემები ჰქონდათ, თუმცა წყვილმა მათი გადალახვა შეძლო. "კერის არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობა აქვს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც შეშლილს ვემსგავსები, მეუღლე მიგებს და ყველანაირად მამხნევებს", - განაცხადა ფინქმა.

ფინქმა დაბადების დღეზე საჩუქრად პარიზი მიიღო

მომზადებულია eg.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება