ხულოს რაიონში ხანძარს დედა-შვილი ემსხვერპლა

ხულოს რაიონში ხანძარს დედა-შვილი ემსხვერპლა

ხულოს რაიონის სოფელ შურმულში საცხოვრებელ სახლში ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. მელაძეების სახლს ხანძარი გამთენიისას გაუჩნდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსმა, ლევან დეკანაძემ განუცხადა, ხანძრის შედეგად მცირეწლოვანი ბავშვი და დედა დაიღუპნენ.

"სახანძრო სამსახურში დილის 06:26 საათზე შემოვიდა შეტყობინება სოფელ შურმულში ხანძრის თაობაზე. ადგილზე მისულებმა ვნახეთ, რომ იწვოდა ორსართულიანი ხის სახლი. ოჯახის წევრებმა ხანძარი დროულად ვერ შეამჩნიეს, ხუთი წევრიდან სამმა მოახერხა სახლიდან გამოსვლა, ხოლო მცირეწლოვანი ბავშვი და დედა დაიღუპნენ", - აღნიშნა ლევან დეკანაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია