ფილმ "ისლამის უცოდველობის" რეჟისორს პოლიცია იცავს

ფილმ "ისლამის უცოდველობის" რეჟისორს პოლიცია იცავს

"ისლამის უცოდველობის" რეჟისორს პოლიცია იცავს. ფილმმა მუსლიმურ ქვეყნებში საპროტესტო ტალღა და აშშ-ის დიპლომატიური წარმომადგენლობის შტურმი გამოიწვია.

ლოს-ანჯელესის შემოგარენში 55 წლის ნაკულა ბესლი ნაკულას სახლს პოლიციამ ალყა შემოარტყა, მაგრამ ჟურნალისტების თქმით, თავად რეჟისორი ამჟამად სახლში არ იმყოფება, პოლიციის წარმომადგენლების განცხადებით, ფილმის ავტორმა დაცვა მათ თავად სთხოვა.

13 სექტემბერს Associated Press-ის ჟურნალისტებმა განაცხადეს, რომ ფილმის ნამდვილი ავტორი სწორედ ნაკულა ბესლი ნაკულაა, რომლის ფსევდონიმი სემ ბეისილია (Sam Bacile). მამაკაცმა საკუთარ თავს ქრისტიანი კოპტი უწოდა და განაცხადა, რომ ფილმი კოპტური ქრისტიანული საზოგადოების მხარდასაჭერად შექმნა, რომელსაც, მისი აზრით, ისლამი ემუქრება.

ფილმი "ისლამის უცოდველობა" წინასწარმეტყველი მუჰამედის ალტერნატიულ ისტორიას ჰყვება და მუსულმანების დაცინვას შეიცავს. მიუხედავად იმისა, რომ ფილმი ფართო კინოგაქირავებაში არ გადის, მან არაბულ ქვეყნებში დიდი რეზონანსი გამოიწვია.

ახლახან, ავღანეთის მთავრობამ დროებით ცნობილი ინტერნეტ საიტ YouTube-ზე სკანდალურ ფილმზე წვდომა დაბლოკა, ხოლო ინდონეზიის მთავრობა საიტის ადმინისტრაციისგან სკანდალური ფილმის დაბლოკვას ითხოვს.

სამშაბათს ფილმის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია ეგვიპტეში გაიმართა, სადაც რამდენიმე ათასმა ადამიანმა ამერიკის საელჩოს ალყა შემოარტყა, ანტიამერიკულ ლოზუნგებს სკანდირებდა და საელჩოს წინ აშშ-ის სახელმწიფო დროშა დაწვა.

მოგვიანებით ლიბიის ქალაქ ბენღაზიში შეიარაღებული ადამიანები ამერიკის საელჩოს დაესხნენ თავს. შემთხვევას ოთხი ამერიკელი დიპლომატი, მათ შორის ლიბიაში ამერიკის ელჩი კრისტოფერ სტივენსი ემსხვერპლა.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა