ბიძინა ივანიშვილი - "დაიშლება მხოლოდ სააკაშვილის ხელისუფლება და არა - ჩვენი კოალიცია"

ბიძინა ივანიშვილი - "დაიშლება მხოლოდ სააკაშვილის ხელისუფლება და არა - ჩვენი კოალიცია"

დაიშლება მხოლოდ სააკაშვილის ხელისუფლება და არა - ჩვენი კოალიცია, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა მარნეულში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მათ ექნებათ ფრაქციები, რაც ნორმალურია. "არაფერი დაიშლება და დაიღუპება. ჩვენი კოალიცია არ დაიშლება და არ დაინგრევა. მათ ექნებათ ფრაქციები და ეს ნორმალურია", - აღნიშნა ივანიშვილმა.

ამასთან, გუშინ, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა არჩევნების შემდეგ "ქართული ოცნების" დაშლა არ გამორიცხა. მისი თქმით, ეს ნორმალურიც იქნება, რადგან კოალიცია რამდენიმე პარტიას აერთიანებს. "ამის შესაძლებლობა, რა თქმა უნდა არსებობს. გარკვეულწილად ეს ლოგიკური და ნორმალურია", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა