სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ნუკის დილა", ღალატის სიმწარე და "პონტის მეგობრები"
"ნუკის დილა", ღალატის სიმწარე და "პონტის მეგობრები"

"ის ყვე­ლა დღე­სას­წა­ულ­ზე მთა­ვა­რი მოქ­მე­დი პი­რია, სი­ცო­ცხლით აღ­სავ­სე და მხი­ა­რუ­ლი, მაგ­რამ ზო­დი­ა­ქოს ნი­შან­თა­გან ყვე­ლა­ზე ცვა­ლე­ბა­დი და მო­უ­ხელ­თე­ბე­ლი. კონ­ფლიქ­ტის შემ­დეგ სინ­დი­სი ქენ­ჯნის. ხარ­ბია და ცო­ტა­თი ქედ­მა­ღა­ლიც", - ასე ახა­სი­ა­თე­ბენ ას­ტრო­ლო­გე­ბი ცხე­ნის წელ­ში და­ბა­დე­ბულ ტყუპს. ეს ტე­ლე­წამ­ყვან ნუკი კოშ­კე­ლიშ­ვი­ლის ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნია. ნუკი ას­ტრო­ლო­გებს ბევრ რა­მე­ში ეთან­ხმე­ბა. ვიდ­რე მის ას­ტრო­პორ­ტრეტს გა­ეც­ნო­ბით, მინ­და შე­მოგ­თა­ვა­ზოთ ცოტა რამ "ნუ­კის დი­ლა­ზე", რო­მე­ლიც "იმე­დის" ეთერ­ში ახ­ლა­ხან და­ი­წყო.

- ზა­ფხულ­ში გაჩ­ნდა იდეა, რომ "იმე­დის" ეთე­რი "ნუ­კის დი­ლით" და­წყე­ბუ­ლი­ყო. ამ გა­და­ცე­მის­თვის მთე­ლი სუ­ლი­თა და გუ­ლით ვემ­ზა­დე­ბო­დი. ყო­ველ­დღე მო­ა­წყო შოუ - ეს იოლი არ არის.

- ამ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კუ­თარ თავ­ზე აღე­ბის არ შე­გე­შინ­და?

- შრო­მა და სა­კუ­თა­რი საქ­მე მიყ­ვარს, ეს კი ცო­ტას არ ნიშ­ნავს. გა­და­ცე­მის წაყ­ვა­ნა რომ არ მნდო­მო­და, ამ შე­მო­თა­ვა­ზე­ბას არ დავ­თან­ხმდე­ბო­დი. ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ იმის­თვის, რომ "ნუ­კის დი­ლამ" ადა­მი­ა­ნე­ბი გა­ა­ხა­ლი­სოს, კარგ გან­წყო­ბი­ლე­ბა­ზე და­ა­ყე­ნოს, რათა მერე მთე­ლი დღე წარ­მა­ტე­ბუ­ლი ჰქონ­დეთ. ამა­ში არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ბენ­დიც მეხ­მა­რე­ბა.

- თა­ვად რა გიქ­მნის კარგ გან­წყო­ბი­ლე­ბას?

- ოპ­ტი­მიზ­მით სავ­სე ადა­მი­ა­ნი ვარ. მიყ­ვარს, როცა გარ­შე­მო მყო­ფებს ჩემს კარგ გან­წყო­ბი­ლე­ბას ვუ­ზი­ა­რებ. ადა­მი­ა­ნის ცუდ ხა­სი­ათ­ზე და­ყე­ნე­ბა ყო­ველ­თვის ად­ვი­ლია, კარგ ხა­სი­ათ­ზე - ძნე­ლი. "ნუ­კის დი­ლა­ში" ისე­თი­ვე გულ­წრფე­ლი ვარ, რო­გო­რიც - ცხოვ­რე­ბა­ში. ჩვენ აქ­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს მა­ყუ­რე­ბელ­თან. მათ აზრს ვე­კი­თხე­ბით. ბევ­რი გვწერს, - ვინ სურთ იხი­ლონ გა­და­ცე­მა­ში, რო­მელ თე­მებ­ზე გა­ვა­მახ­ვი­ლოთ ყუ­რა­დღე­ბა და ჩვენც მათ სურ­ვი­ლებს, ცხა­დია, ვით­ვა­ლის­წი­ნებთ.

- თა­ნა­წამ­ყვა­ნებს თა­ვად ირ­ჩევ?

- იმ ადა­მი­ა­ნე­ბი­დან, რომ­ლე­ბიც ჩემი თა­ნა­წამ­ყვა­ნე­ბი უკვე იყ­ვნენ, ნა­წი­ლი მა­ყუ­რებ­ლის მიერ იყო შერ­ჩე­უ­ლი. თა­ნა­წამ­ყვა­ნად ვირ­ჩევთ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც ხალ­ხს უყ­ვარს, აქ­ტუ­ა­ლუ­რია, მის გარ­შე­მო რა­ღაც ხდე­ბა და ა.შ.

- გა­და­ცე­მის შემ­დეგ, სა­კუ­თარ თავს ეკ­რან­ზე თუ უყუ­რებ?

- რა თქმა უნდა და თან, ძა­ლი­ან კრი­ტი­კუ­ლი თვა­ლით ვუ­ყუ­რებ. მე­გობ­რებს, რომ­ლებ­საც სა­ერ­თოდ არ აქვთ შე­ხე­ბა ტე­ლე­ვი­ზი­ას­თან, რჩე­ვებს ვთხოვ. აზრს ბავ­შვებ­საც ხში­რად ვე­კი­თხე­ბი, ისი­ნი ხომ ყო­ველ­თვის სი­მარ­თლეს ამ­ბო­ბენ.

- შე­ნიშ­ვნე­ბი თუ მი­გი­ღია?

- რა­ღაც გრა­მა­ტი­კუ­ლად არას­წო­რად მით­ქვამს. თავს არ ვდებ იმა­ზე, რომ იდე­ა­ლუ­რად და გა­მარ­თუ­ლად ვლა­პა­რა­კობ.

- გა­და­ცე­მას მა­ყუ­რე­ბე­ლი ეს­წრე­ბა. გა­საკ­ვი­რია, დი­ლა­ად­რი­ან სტუ­დი­ა­ში მოს­ვლა არ ეზა­რე­ბათ?

- ვი­საც სურ­ვი­ლი აქვს, შე­უძ­ლია დაგ­ვი­კავ­შირ­დეს და გა­და­ცე­მას და­ეს­წროს. უმე­ტეს­წი­ლად, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გვეხ­მი­ა­ნე­ბი­ან.

- რით უწევთ კონ­კუ­რენ­ცი­ას სხვა არ­ხე­ბის დი­ლის გა­და­ცე­მებს?

- მეტი ხა­ლი­სი, მეტი სტუ­მა­რი... ყვე­ლა კონ­კუ­რენტს წარ­მა­ტე­ბას სუ­ლი­თა და გუ­ლით ვუ­სურ­ვებ! ყვე­ლას თა­ვი­სი ნიშა უკა­ვია და მა­ყუ­რე­ბე­ლი გა­და­წყვეტს, რას უყუ­როს და რას - არა.

- "იმე­დის­თვის" დი­ლის ეთე­რი ყო­ველ­თვის "აქი­ლევ­სის ქუს­ლი" იყო. რამ­დე­ნი­მე გა­და­ცე­მა და­ი­წყო, და­ი­ხუ­რა...

- (მა­წყვე­ტი­ნებს) ძი­ე­ბის პრო­ცე­სი სა­ჭი­როა იმის­თვის, რომ იპო­ვო და მი­აგ­ნო იმას, რაც სა­უ­კე­თე­სოა. ვინც არ ეძებს, ის ვერც პო­უ­ლობს. იმე­დი მაქვს, მა­ყუ­რე­ბე­ლი "ნუ­კის დი­ლას" შე­იყ­ვა­რებს.

- წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ხარ. რის ხარ­ჯზე მოხ­და ეს - შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბის, ნი­ჭი­ე­რე­ბის, ფი­ზი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის თუ იღ­ბლის?

- სა­კუ­თარ თავ­ზე ლა­პა­რა­კი ცოტა ძნე­ლია.

- მეს­მის, მაგ­რამ ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი ხომ ყვე­ლა­ზე კარ­გად, თა­ვად იცი...

- პირ­ველ რიგ­ში, უნდა ით­ქვას, რომ გა­მი­მარ­თლა. ყო­ველ­გვა­რი ყალ­ბი თავ­მდაბ­ლო­ბის გა­რე­შე ვი­ტყვი, რომ შრო­მის­მოყ­ვა­რე ვარ. მად­ლო­ბა მა­ყუ­რე­ბელს, რო­მელ­საც მოვ­წონ­ვარ.

- ას­ტრო­ლო­გე­ბის რჩე­ვებს ეც­ნო­ბი?

- ვერ ვი­ტყვი, რომ ას­ტრო­ლო­გე­ბის რჩე­ვა­ზე ვარ და­მო­კი­დე­ბუ­ლი, მაგ­რამ არა­ერ­თხელ წა­მი­კი­თხავს, რო­გორ ახა­სი­ა­თე­ბენ ჩემს ნი­შანს. ზოგ­ჯერ დამ­რჩე­ნია შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ სი­სუ­ლე­ლეა, მაგ­რამ მქო­ნია ისე­თი გან­ცდაც, რომ ნამ­დვი­ლად ჩემს და­ხა­სი­ა­თე­ბას ვკი­თხუ­ლობ­დი.

- პი­რა­დი ჰო­როს­კო­პი არას­დროს შე­გიდ­გე­ნია?

- არა. არც ვიცი, ეს რო­გორ უნდა გა­ვა­კე­თო.

- ეს ას­ტრო­ლოგ­მა უნდა გა­ა­კე­თოს. "სი­ცო­ცხლით აღ­სავ­სე და მხი­ა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნია; ის ყვე­ლა დღე­სას­წა­ულ­ზე მთა­ვა­რი მოქ­მე­დი პი­რია", - ვკი­თხუ­ლობთ შენს და­ხა­სი­ა­თე­ბა­ში.

- ნამ­დვი­ლად ასეა! ყო­ველ­თვის აქ­ტი­უ­რი, მხი­ა­რუ­ლი ვარ. ჩემს ხა­სი­ათ­ში ლი­დე­რის თვი­სე­ბე­ბიც არის.

- "საკ­მა­ოდ ნი­ჭი­ე­რია. მარ­ტი­ვად ით­ვი­სებს სხვა­დას­ხვა საქ­მეს და ერ­თდრო­უ­ლად რამ­დე­ნი­მე და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბაც შე­უძ­ლია".

- ას­ტრო­ლო­გებს ამ შემ­თხვე­ვა­შიც ვე­თან­ხმე­ბი. ერ­თდრო­უ­ლად რამ­დე­ნი­მე საქ­მე არა­ერ­თხელ მი­კე­თე­ბია.

- სან­დო მე­გო­ბა­რი ხარ?

- თა­მა­მად შე­მიძ­ლია გი­თხრა, რომ არც ერთი მე­გობ­რის­თვის არ მი­ღა­ლა­ტია. ვიცი, რა ცუ­დია, როცა ახ­ლო­ბე­ლი გღა­ლა­ტობს და ამ ტკი­ვილს მე­გობ­რებს არას­დროს მი­ვა­ყე­ნებ.

- ე.ი. მე­გობ­რის ღა­ლა­ტი გი­გე­მია.

- იყ­ვნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ვი­თომ მე­მე­გობ­რე­ბოდ­ნენ, მაგ­რამ ერთ დღეს აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ ისი­ნი სუ­ლაც არ იყ­ვნენ ჩემი მე­გობ­რე­ბი. ვფიქ­რობ, როცა ახ­ლო­ბელ ადა­მი­ან­ში რა­ღაც არ მოგ­წონს, ეს მის ზურგს უკან კი არ უნდა ილა­პა­რა­კო, არა­მედ პირ­და­პირ უნდა უთხრა. არ­სე­ბო­ბენ ე.წ. "პონ­ტის მე­გობ­რე­ბი". ისი­ნი და­ბა­დე­ბის დღე­ებ­ზე, გარ­თო­ბის დროს სულ შენ­თან არი­ან, მაგ­რამ რო­გორც კი გა­გი­ჭირ­დე­ბა, გტო­ვე­ბენ. სამ­წუ­ხა­როდ, ასე­თი მე­გობ­რე­ბი მყო­ლია.

- იქ­ნებ დღე­საც გყავს?

- არა. მათი გა­ცხრილ­ვა უკვე მოხ­და.

- "მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რია, გან­მარ­ტო­ე­ბაც უყ­ვარს".

- ხომ ხე­დავ, ას­ტრო­ლო­გებს ყვე­ლა­ფერ­ში ვე­თან­ხმე­ბი. მაქვს პე­რი­ო­დე­ბი, როცა სა­კუ­თარ თავ­თან მარ­ტო დარ­ჩე­ნა, ყვე­ლას­გან გან­მარ­ტო­ე­ბა მინ­დე­ბა.

- ეს რო­დის ხდე­ბა?

- ეს კონ­კრე­ტუ­ლი მი­ზე­ზით არ ხდე­ბა. ზოგ­ჯერ, კარგ ხა­სი­ათ­ზე მყო­ფიც "ვი­კე­ტე­ბი" და იმ კარგ გან­წყო­ბი­ლე­ბას ბო­ლომ­დე ვირ­გებ. როცა ძა­ლი­ან ვიღ­ლე­ბი, გან­ტვირ­თვას ხან გან­მარ­ტო­ე­ბით, ხა­ნაც - ბევრ ადა­მი­ან­თან ურ­თი­ერ­თო­ბით ვა­ხერ­ხებ.

- "და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნია".

- ძა­ლი­ან არ მიყ­ვარს, როცა ვინ­მე­ზე ვარ და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ქა­ლე­ბის იმ კა­ტე­გო­რი­ას არ მი­ვე­კუთ­ვნე­ბი, რომ­ლე­ბიც ჯერ მა­მა­ზე, შემ­დეგ შეყ­ვა­რე­ბულ­ზე ან ქმარ­ზე არი­ან და­მო­კი­დე­ბუ­ლი. 15 წლი­დან მაქვს სა­კუ­თა­რი შე­მო­სა­ვა­ლი. პირ­ვე­ლად მუ­შა­ო­ბა რა­დი­ო­ში და­ვი­წყე. მახ­სოვს, 5 თვის მან­ძილ­ზე 100 ლარი გა­და­მი­ხა­დეს, მაგ­რამ მთა­ვა­რი ის იყო, რომ ვმუ­შა­ობ­დი.

- კონ­ფლიქ­ტი ხში­რად გაქვს?

- ზო­გა­დად, კონ­ფლიქ­ტუ­რი ადა­მი­ა­ნი არ ვარ, ჩხუ­ბი არ მიყ­ვარს.

- "კონ­ფლიქ­ტის შემ­დეგ, მას სინ­დი­სი ქენ­ჯნის".

- მარ­თა­ლია!

- მა­ში­ნაც, როცა მარ­თა­ლი ხარ?

- მა­ში­ნაც. ამი­ტო­მაც ვცდი­ლობ, არ შე­ვი­დე პო­ლე­მი­კა­ში.

- "ხარ­ბია და ქედ­მა­ღა­ლი".

- ვერ და­ვე­თან­ხმე­ბი... ისე, ცო­ტა­თი ქედ­მა­ღა­ლი ხომ არ ვარ? არა, არა, თავ­მდა­ბა­ლი უფრო მე­ტად ვარ. ისეთს არა­ფერს ჩა­ვი­დენ, რაც არ მე­კად­რე­ბა.

- ას­ტრო­ლო­გე­ბი ცხე­ნის წელ­ში და­ბა­დე­ბულ ადა­მი­ა­ნებს 5 ტი­პად ჰყო­ფენ, შენ ე.წ. "ლი­თო­ნის ცხე­ნის" კა­ტე­გო­რი­ას გა­ნე­კუთ­ვნე­ბი.

- მარ­თლა? ეს პირ­ვე­ლად გა­ვი­გო­ნე და რაო, "ლი­თო­ნის ცხე­ნი" რო­გო­რი­აო?

- "უყ­ვარს მოგ­ზა­უ­რო­ბა".

- 20-ზე მეტ ქვე­ყა­ნა­ში ვარ ნამ­ყო­ფი.

- "არ ხიბ­ლავს სტა­ბი­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი".

- მე სიყ­ვა­რუ­ლი მხიბ­ლავს. როცა სიყ­ვა­რუ­ლია, სტა­ბი­ლუ­რო­ბა კარ­გია.

- შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ბევ­რჯერ ყო­ფილ­ხარ?

- არა. ახლა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვარ, მაგ­რამ ჯერ და­ქორ­წი­ნე­ბას არ ვა­პი­რებ.

- "ის სამ­სა­ხურ­სა და პარტნი­ორს ხში­რად იც­ვლის".

- ტყუ­ი­ლია. ღმერ­თმა არ ქნას, რომ ჩემს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში რა­ი­მე ცვლი­ლე­ბა მოხ­დეს. შეყ­ვა­რე­ბულ­თან თავს გა­და­სა­რე­ვად ვგრძნობ და ცვლი­ლე­ბის სურ­ვი­ლი ნამ­დვი­ლად არ მაქვს.

- "ის მუდ­მი­ვად თავ­გა­და­სავ­ლე­ბის ძი­ე­ბა­შია".

- თავ­გა­და­სავ­ლე­ბი კი ნამ­დვი­ლად მიყ­ვარს. სულ მინ­და, ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში რა­ღაც ახა­ლი ხდე­ბო­დეს.

- რის­კზე ხში­რად მი­დი­ხარ?

- რის­კებს არ ვუფრ­თხი, რად­გან შამ­პა­ნუ­რი ძა­ლი­ან მიყ­ვარს.

- "არ უყ­ვარს სახ­ლის და­ლა­გე­ბა და მო­წეს­რი­გე­ბა".

- ვა­ღი­ა­რებ, ეს ჩემი საყ­ვა­რე­ლი საქ­მე ნამ­დვი­ლად არ არის. მო­მა­ვალ­ში, როცა სა­კუ­თა­რი ოჯა­ხი მექ­ნე­ბა, ამ სა­კითხს თა­ვად მო­ვაგ­ვა­რებ. დე­დო­ფა­ლი ხომ არ ვარ, რომ 50 მო­ახ­ლე მყავ­დეს? ალ­ბათ, ამ ჟურ­ნა­ლის მკი­თხვე­ლებს შო­რის უამ­რა­ვი ჩემ­ნა­ი­რი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ ისი­ნი სახ­ლს მა­ინც ალა­გე­ბენ, რად­გან ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

- მა­შინ ის მი­თხა­რი, რისი კე­თე­ბა გიყ­ვარს?

- მიყ­ვარს ჭამა, ლა­პა­რა­კი, მუ­შა­ო­ბა... სამ­სა­ხუ­რი ძა­ლი­ან მიყ­ვარს. ვიღ­ლე­ბი მა­შინ, როცა უსაქ­მოდ ვარ.

- "შე­მოდ­გო­მის ფე­რე­ბი უყ­ვარს".

- ყვე­ლა ფერი მიყ­ვარს, გარ­და შა­ვი­სა.

- "რა პრო­ფე­სი­აც უნდა აირ­ჩი­ოს, მას დიდი ნიჭი აქვს, შე­ის­წავ­ლოს ყვე­ლა­ფე­რი მარ­ტი­ვად და სხვებ­ზე სწრა­ფად".

- არ ვიცი, რა გი­თხრა. ვფიქ­რობ, კი­დევ ბევ­რი რამ მაქვს შე­სას­წავ­ლი. ბო­ლომ­დე დახ­ვე­წი­ლი არ ვარ. სიძ­ნე­ლე­ე­ბიც არ­სე­ბობს, მაგ­რამ როცა საქ­მე და შრო­მა გიყ­ვარს, სიძ­ნე­ლე­ებს იო­ლად დაძ­ლევ.

- ფულ­თან რო­გო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გაქვს?

- მფლან­გვე­ლი ვარ. ახლა გა­დავ­წყვი­ტე, შეგ­რო­ვე­ბა და­ვი­წყო. უჯ­რა­ში 50 ლარი მაქვს შე­ნა­ხუ­ლი და 2 თვეა, ვე­რა­ფე­რი მი­ვა­მა­ტე.

- "ფული ცხოვ­რე­ბის უმ­ნიშ­ვნე­ლო დე­ტა­ლად მი­აჩ­ნია".

- ასეა. ჩემ­თვის სიყ­ვა­რუ­ლი, მე­გობ­რო­ბა, ადა­მი­ა­ნუ­რო­ბაა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. ფულს სხვა დატ­ვირ­თვა აქვს. ავად რომ გახ­დე, ფული თუ არ გაქვს, თავს ვერ უშ­ვე­ლი - ანუ სა­ჭი­როა, მაგ­რამ არა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. შე­იძ­ლე­ბა, ფული არ გქონ­დეს, მაგ­რამ სიყ­ვა­რულ­მა გიშ­ვე­ლოს ან გა­მოჩ­ნდეს მე­გო­ბა­რი, რო­მე­ლიც და­გეხ­მა­რე­ბა.

- "არ მოს­წონს ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მას იგ­ნო­რი­რე­ბას უკე­თებს".

- მე თუ ადა­მი­ანს ვე­ლა­პა­რა­კე­ბი და ის არაფ­რად მაგ­დებს, ეს აბა, რა­ტომ უნდა მო­მე­წო­ნოს? სა­ერ­თოდ, მიყ­ვარს, როცა ადა­მი­ანს ამა თუ იმ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით სა­კუ­თა­რი აზრი აქვს.

- სხვე­ბის­გან შური ხში­რად გიგ­რძნია?

- ჩემი რის გამო უნდა შე­შურ­დეთ? ყვე­ლა ადა­მი­ანს აქვს და­დე­ბი­თი თვი­სე­ბა და ყვე­ლას შე­უძ­ლია, სა­კუ­თა­რი თა­ვის რე­ა­ლი­ზე­ბა მო­ახ­დი­ნოს; მთა­ვა­რია იცო­დეს, რა უნდა, რა მოს­წონს.

- "ძა­ლი­ან მგრძნო­ბი­ა­რეა და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი დიდ­ხანს მიჰ­ყვე­ბა".

- მგრძნო­ბი­ა­რე ვარ, მაგ­რამ ვერ ვი­ტყვი, რომ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი დიდ­ხანს მიმყვე­ბა. ზოგ­ჯერ უხე­შად ნათ­ქვა­მი გულ­ზე მხვდე­ბა, მაგ­რამ მა­ლე­ვე მა­ვი­წყდე­ბა; გულ­ში არა­ფერს ვი­ტო­ვებ.

- გულ­ში წყე­ნა­საც არ იტო­ვებ?

- არა. ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც მა­წყე­ნი­ნებს, სათ­ქმელს პირ­და­პირ ვე­უბ­ნე­ბი და მერე ვთხოვ, ეს ყვე­ლა­ფე­რი და­ი­ვი­წყოს. ჰოდა, ამის შემ­დეგ იმ წყე­ნა­ზე მეც აღარ ვფიქ­რობ.

- კარ­გი ინ­ტუ­ი­ცია გაქვს?

- ყო­ველ­თვის წი­ნას­წარ ვგრძნობ, რა არის კარ­გი და რა - არა, რა შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს.

- ცნო­ბის­მოყ­ვა­რე ხარ?

- ყვე­ლა­ფე­რი მა­ინ­ტე­რე­სებს. ვცდი­ლობ, ბევ­რი რამ წა­ვი­კი­თხო, ბევ­რი რამ ვის­წავ­ლო...

- "მერ­ყე­ვი, ჯი­უ­ტი და ფი­ცხია".

- ასეა და ვფიქ­რობ, რომ ეს კარ­გი თვი­სე­ბე­ბი არ არის. ძა­ლი­ან ძნე­ლია, ვინ­მემ არ­ჩე­უ­ლი გზი­დან გა­და­მახ­ვე­ვი­ნოს, აზრი შე­მაც­ვლე­ვი­ნოს. სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცი­ის და­სა­ცა­ვად არა­ერ­თხელ მი­კა­მა­თია.

- "ცვა­ლე­ბა­დი ხა­სი­ა­თი აქვს".

- მგო­ნი, ეს ყვე­ლა ტყუ­პის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი თვი­სე­ბაა. ძა­ლი­ან მი­ჭირს არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა. თით­ქოს ჩემ­ში გა­მუდ­მე­ბით 2 ადა­მი­ა­ნი ეკა­მა­თე­ბა ერ­თმა­ნეთს. თუმ­ცა, ეს დის­კომ­ფორ­ტს არ მიქ­მნის, ამას მიჩ­ვე­უ­ლი ვარ.

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"ნუკის დილა", ღალატის სიმწარე და "პონტის მეგობრები"

"ნუკის დილა", ღალატის სიმწარე და "პონტის მეგობრები"

"ის ყველა დღესასწაულზე მთავარი მოქმედი პირია, სიცოცხლით აღსავსე და მხიარული, მაგრამ ზოდიაქოს ნიშანთაგან ყველაზე ცვალებადი და მოუხელთებელი. კონფლიქტის შემდეგ სინდისი ქენჯნის. ხარბია და ცოტათი ქედმაღალიც", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები ცხენის წელში დაბადებულ ტყუპს. ეს ტელეწამყვან ნუკი კოშკელიშვილის ზოდიაქოს ნიშანია. ნუკი ასტროლოგებს ბევრ რამეში ეთანხმება. ვიდრე მის ასტროპორტრეტს გაეცნობით, მინდა შემოგთავაზოთ ცოტა რამ "ნუკის დილაზე", რომელიც "იმედის" ეთერში ახლახან დაიწყო.

- ზაფხულში გაჩნდა იდეა, რომ "იმედის" ეთერი "ნუკის დილით" დაწყებულიყო. ამ გადაცემისთვის მთელი სულითა და გულით ვემზადებოდი. ყოველდღე მოაწყო შოუ - ეს იოლი არ არის.

- ამ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების არ შეგეშინდა?

- შრომა და საკუთარი საქმე მიყვარს, ეს კი ცოტას არ ნიშნავს. გადაცემის წაყვანა რომ არ მნდომოდა, ამ შემოთავაზებას არ დავთანხმდებოდი. ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ "ნუკის დილამ" ადამიანები გაახალისოს, კარგ განწყობილებაზე დააყენოს, რათა მერე მთელი დღე წარმატებული ჰქონდეთ. ამაში არაჩვეულებრივი ბენდიც მეხმარება.

- თავად რა გიქმნის კარგ განწყობილებას?

- ოპტიმიზმით სავსე ადამიანი ვარ. მიყვარს, როცა გარშემო მყოფებს ჩემს კარგ განწყობილებას ვუზიარებ. ადამიანის ცუდ ხასიათზე დაყენება ყოველთვის ადვილია, კარგ ხასიათზე - ძნელი. "ნუკის დილაში" ისეთივე გულწრფელი ვარ, როგორიც - ცხოვრებაში. ჩვენ აქტიური ურთიერთობა გვაქვს მაყურებელთან. მათ აზრს ვეკითხებით. ბევრი გვწერს, - ვინ სურთ იხილონ გადაცემაში, რომელ თემებზე გავამახვილოთ ყურადღება და ჩვენც მათ სურვილებს, ცხადია, ვითვალისწინებთ.

- თანაწამყვანებს თავად ირჩევ?

- იმ ადამიანებიდან, რომლებიც ჩემი თანაწამყვანები უკვე იყვნენ, ნაწილი მაყურებლის მიერ იყო შერჩეული. თანაწამყვანად ვირჩევთ ადამიანს, რომელიც ხალხს უყვარს, აქტუალურია, მის გარშემო რაღაც ხდება და ა.შ.

- გადაცემის შემდეგ, საკუთარ თავს ეკრანზე თუ უყურებ?

- რა თქმა უნდა და თან, ძალიან კრიტიკული თვალით ვუყურებ. მეგობრებს, რომლებსაც საერთოდ არ აქვთ შეხება ტელევიზიასთან, რჩევებს ვთხოვ. აზრს ბავშვებსაც ხშირად ვეკითხები, ისინი ხომ ყოველთვის სიმართლეს ამბობენ.

- შენიშვნები თუ მიგიღია?

- რაღაც გრამატიკულად არასწორად მითქვამს. თავს არ ვდებ იმაზე, რომ იდეალურად და გამართულად ვლაპარაკობ.

- გადაცემას მაყურებელი ესწრება. გასაკვირია, დილაადრიან სტუდიაში მოსვლა არ ეზარებათ?

- ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია დაგვიკავშირდეს და გადაცემას დაესწროს. უმეტესწილად, სოციალურ ქსელში გვეხმიანებიან.

- რით უწევთ კონკურენციას სხვა არხების დილის გადაცემებს?

- მეტი ხალისი, მეტი სტუმარი... ყველა კონკურენტს წარმატებას სულითა და გულით ვუსურვებ! ყველას თავისი ნიშა უკავია და მაყურებელი გადაწყვეტს, რას უყუროს და რას - არა.

- "იმედისთვის" დილის ეთერი ყოველთვის "აქილევსის ქუსლი" იყო. რამდენიმე გადაცემა დაიწყო, დაიხურა...

- (მაწყვეტინებს) ძიების პროცესი საჭიროა იმისთვის, რომ იპოვო და მიაგნო იმას, რაც საუკეთესოა. ვინც არ ეძებს, ის ვერც პოულობს. იმედი მაქვს, მაყურებელი "ნუკის დილას" შეიყვარებს.

- წარმატებული ადამიანი ხარ. რის ხარჯზე მოხდა ეს - შრომისმოყვარეობის, ნიჭიერების, ფიზიკური მონაცემების თუ იღბლის?

- საკუთარ თავზე ლაპარაკი ცოტა ძნელია.

- მესმის, მაგრამ ამ კითხვაზე პასუხი ხომ ყველაზე კარგად, თავად იცი...

- პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ გამიმართლა. ყოველგვარი ყალბი თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი, რომ შრომისმოყვარე ვარ. მადლობა მაყურებელს, რომელსაც მოვწონვარ.

- ასტროლოგების რჩევებს ეცნობი?

- ვერ ვიტყვი, რომ ასტროლოგების რჩევაზე ვარ დამოკიდებული, მაგრამ არაერთხელ წამიკითხავს, როგორ ახასიათებენ ჩემს ნიშანს. ზოგჯერ დამრჩენია შთაბეჭდილება, რომ სისულელეა, მაგრამ მქონია ისეთი განცდაც, რომ ნამდვილად ჩემს დახასიათებას ვკითხულობდი.

- პირადი ჰოროსკოპი არასდროს შეგიდგენია?

- არა. არც ვიცი, ეს როგორ უნდა გავაკეთო.

- ეს ასტროლოგმა უნდა გააკეთოს. "სიცოცხლით აღსავსე და მხიარული ადამიანია; ის ყველა დღესასწაულზე მთავარი მოქმედი პირია", - ვკითხულობთ შენს დახასიათებაში.

- ნამდვილად ასეა! ყოველთვის აქტიური, მხიარული ვარ. ჩემს ხასიათში ლიდერის თვისებებიც არის.

- "საკმაოდ ნიჭიერია. მარტივად ითვისებს სხვადასხვა საქმეს და ერთდროულად რამდენიმე დავალების შესრულებაც შეუძლია".

- ასტროლოგებს ამ შემთხვევაშიც ვეთანხმები. ერთდროულად რამდენიმე საქმე არაერთხელ მიკეთებია.

- სანდო მეგობარი ხარ?

- თამამად შემიძლია გითხრა, რომ არც ერთი მეგობრისთვის არ მიღალატია. ვიცი, რა ცუდია, როცა ახლობელი გღალატობს და ამ ტკივილს მეგობრებს არასდროს მივაყენებ.

- ე.ი. მეგობრის ღალატი გიგემია.

- იყვნენ ადამიანები, რომლებიც ვითომ მემეგობრებოდნენ, მაგრამ ერთ დღეს აღმოვაჩინე, რომ ისინი სულაც არ იყვნენ ჩემი მეგობრები. ვფიქრობ, როცა ახლობელ ადამიანში რაღაც არ მოგწონს, ეს მის ზურგს უკან კი არ უნდა ილაპარაკო, არამედ პირდაპირ უნდა უთხრა. არსებობენ ე.წ. "პონტის მეგობრები". ისინი დაბადების დღეებზე, გართობის დროს სულ შენთან არიან, მაგრამ როგორც კი გაგიჭირდება, გტოვებენ. სამწუხაროდ, ასეთი მეგობრები მყოლია.

- იქნებ დღესაც გყავს?

- არა. მათი გაცხრილვა უკვე მოხდა.

- "მიუხედავად იმისა, რომ კომუნიკაბელურია, განმარტოებაც უყვარს".

- ხომ ხედავ, ასტროლოგებს ყველაფერში ვეთანხმები. მაქვს პერიოდები, როცა საკუთარ თავთან მარტო დარჩენა, ყველასგან განმარტოება მინდება.

- ეს როდის ხდება?

- ეს კონკრეტული მიზეზით არ ხდება. ზოგჯერ, კარგ ხასიათზე მყოფიც "ვიკეტები" და იმ კარგ განწყობილებას ბოლომდე ვირგებ. როცა ძალიან ვიღლები, განტვირთვას ხან განმარტოებით, ხანაც - ბევრ ადამიანთან ურთიერთობით ვახერხებ.

- "დამოუკიდებელი ადამიანია".

- ძალიან არ მიყვარს, როცა ვინმეზე ვარ დამოკიდებული. ქალების იმ კატეგორიას არ მივეკუთვნები, რომლებიც ჯერ მამაზე, შემდეგ შეყვარებულზე ან ქმარზე არიან დამოკიდებული. 15 წლიდან მაქვს საკუთარი შემოსავალი. პირველად მუშაობა რადიოში დავიწყე. მახსოვს, 5 თვის მანძილზე 100 ლარი გადამიხადეს, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ ვმუშაობდი.

- კონფლიქტი ხშირად გაქვს?

- ზოგადად, კონფლიქტური ადამიანი არ ვარ, ჩხუბი არ მიყვარს.

- "კონფლიქტის შემდეგ, მას სინდისი ქენჯნის".

- მართალია!

- მაშინაც, როცა მართალი ხარ?

- მაშინაც. ამიტომაც ვცდილობ, არ შევიდე პოლემიკაში.

- "ხარბია და ქედმაღალი".

- ვერ დავეთანხმები... ისე, ცოტათი ქედმაღალი ხომ არ ვარ? არა, არა, თავმდაბალი უფრო მეტად ვარ. ისეთს არაფერს ჩავიდენ, რაც არ მეკადრება.

- ასტროლოგები ცხენის წელში დაბადებულ ადამიანებს 5 ტიპად ჰყოფენ, შენ ე.წ. "ლითონის ცხენის" კატეგორიას განეკუთვნები.

- მართლა? ეს პირველად გავიგონე და რაო, "ლითონის ცხენი" როგორიაო?

- "უყვარს მოგზაურობა".

- 20-ზე მეტ ქვეყანაში ვარ ნამყოფი.

- "არ ხიბლავს სტაბილური ურთიერთობები".

- მე სიყვარული მხიბლავს. როცა სიყვარულია, სტაბილურობა კარგია.

- შეყვარებული ბევრჯერ ყოფილხარ?

- არა. ახლა შეყვარებული ვარ, მაგრამ ჯერ დაქორწინებას არ ვაპირებ.

- "ის სამსახურსა და პარტნიორს ხშირად იცვლის".

- ტყუილია. ღმერთმა არ ქნას, რომ ჩემს პირად ცხოვრებაში რაიმე ცვლილება მოხდეს. შეყვარებულთან თავს გადასარევად ვგრძნობ და ცვლილების სურვილი ნამდვილად არ მაქვს.

- "ის მუდმივად თავგადასავლების ძიებაშია".

- თავგადასავლები კი ნამდვილად მიყვარს. სულ მინდა, ჩემს ცხოვრებაში რაღაც ახალი ხდებოდეს.

- რისკზე ხშირად მიდიხარ?

- რისკებს არ ვუფრთხი, რადგან შამპანური ძალიან მიყვარს.

- "არ უყვარს სახლის დალაგება და მოწესრიგება".

- ვაღიარებ, ეს ჩემი საყვარელი საქმე ნამდვილად არ არის. მომავალში, როცა საკუთარი ოჯახი მექნება, ამ საკითხს თავად მოვაგვარებ. დედოფალი ხომ არ ვარ, რომ 50 მოახლე მყავდეს? ალბათ, ამ ჟურნალის მკითხველებს შორის უამრავი ჩემნაირი იქნება, მაგრამ ისინი სახლს მაინც ალაგებენ, რადგან ეს აუცილებელია.

- მაშინ ის მითხარი, რისი კეთება გიყვარს?

- მიყვარს ჭამა, ლაპარაკი, მუშაობა... სამსახური ძალიან მიყვარს. ვიღლები მაშინ, როცა უსაქმოდ ვარ.

- "შემოდგომის ფერები უყვარს".

- ყველა ფერი მიყვარს, გარდა შავისა.

- "რა პროფესიაც უნდა აირჩიოს, მას დიდი ნიჭი აქვს, შეისწავლოს ყველაფერი მარტივად და სხვებზე სწრაფად".

- არ ვიცი, რა გითხრა. ვფიქრობ, კიდევ ბევრი რამ მაქვს შესასწავლი. ბოლომდე დახვეწილი არ ვარ. სიძნელეებიც არსებობს, მაგრამ როცა საქმე და შრომა გიყვარს, სიძნელეებს იოლად დაძლევ.

- ფულთან როგორი დამოკიდებულება გაქვს?

- მფლანგველი ვარ. ახლა გადავწყვიტე, შეგროვება დავიწყო. უჯრაში 50 ლარი მაქვს შენახული და 2 თვეა, ვერაფერი მივამატე.

- "ფული ცხოვრების უმნიშვნელო დეტალად მიაჩნია".

- ასეა. ჩემთვის სიყვარული, მეგობრობა, ადამიანურობაა ყველაზე მნიშვნელოვანი. ფულს სხვა დატვირთვა აქვს. ავად რომ გახდე, ფული თუ არ გაქვს, თავს ვერ უშველი - ანუ საჭიროა, მაგრამ არა ყველაზე მნიშვნელოვანი. შეიძლება, ფული არ გქონდეს, მაგრამ სიყვარულმა გიშველოს ან გამოჩნდეს მეგობარი, რომელიც დაგეხმარება.

- "არ მოსწონს ადამიანი, რომელიც მას იგნორირებას უკეთებს".

- მე თუ ადამიანს ველაპარაკები და ის არაფრად მაგდებს, ეს აბა, რატომ უნდა მომეწონოს? საერთოდ, მიყვარს, როცა ადამიანს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი აზრი აქვს.

- სხვებისგან შური ხშირად გიგრძნია?

- ჩემი რის გამო უნდა შეშურდეთ? ყველა ადამიანს აქვს დადებითი თვისება და ყველას შეუძლია, საკუთარი თავის რეალიზება მოახდინოს; მთავარია იცოდეს, რა უნდა, რა მოსწონს.

- "ძალიან მგრძნობიარეა და შთაბეჭდილებები დიდხანს მიჰყვება".

- მგრძნობიარე ვარ, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ შთაბეჭდილებები დიდხანს მიმყვება. ზოგჯერ უხეშად ნათქვამი გულზე მხვდება, მაგრამ მალევე მავიწყდება; გულში არაფერს ვიტოვებ.

- გულში წყენასაც არ იტოვებ?

- არა. ადამიანს, რომელიც მაწყენინებს, სათქმელს პირდაპირ ვეუბნები და მერე ვთხოვ, ეს ყველაფერი დაივიწყოს. ჰოდა, ამის შემდეგ იმ წყენაზე მეც აღარ ვფიქრობ.

- კარგი ინტუიცია გაქვს?

- ყოველთვის წინასწარ ვგრძნობ, რა არის კარგი და რა - არა, რა შეიძლება მოხდეს.

- ცნობისმოყვარე ხარ?

- ყველაფერი მაინტერესებს. ვცდილობ, ბევრი რამ წავიკითხო, ბევრი რამ ვისწავლო...

- "მერყევი, ჯიუტი და ფიცხია".

- ასეა და ვფიქრობ, რომ ეს კარგი თვისებები არ არის. ძალიან ძნელია, ვინმემ არჩეული გზიდან გადამახვევინოს, აზრი შემაცვლევინოს. საკუთარი პოზიციის დასაცავად არაერთხელ მიკამათია.

- "ცვალებადი ხასიათი აქვს".

- მგონი, ეს ყველა ტყუპის დამახასიათებელი თვისებაა. ძალიან მიჭირს არჩევანის გაკეთება. თითქოს ჩემში გამუდმებით 2 ადამიანი ეკამათება ერთმანეთს. თუმცა, ეს დისკომფორტს არ მიქმნის, ამას მიჩვეული ვარ.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები