სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
საქართველოს სამეფო ტახტი
საქართველოს სამეფო ტახტი

სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო ოჯა­ხი ბოლო დროს არა­ერ­თხელ მო­ექ­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში. ბაგ­რა­ტი­ონ­თა ხმა­უ­რი­ან­მა ქორ­წილ­მა, სკან­და­ლურ­მა გან­შო­რე­ბამ და მემ­კვიდ­რის გა­ჩე­ნამ, ამ ოჯა­ხის მი­მართ ბევ­რი კი­თხვა გა­ა­ჩი­ნა. ყვე­ლა­ფერ­ზე, რაც სა­მე­ფო ოჯა­ხის შე­სა­ხებ გა­ინ­ტე­რე­სებთ - თქვენს კი­თხვებს ბაგ­რა­ტი­ო­ნე­ბის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, სი­მონ კო­პა­ძე პა­სუ­ხობს.

გა­მოგ­ზავ­ნი­ლი შე­კი­თხვე­ბი:

მკი­თხვე­ლი ლელა: ბოლო დროს ძა­ლი­ან ბევ­რს სა­უბ­რო­ბენ სა­მე­ფო ოჯახ­ზე. პირ­ვე­ლად გა­ვი­გე, რომ სა­მე­ფო ოჯა­ხიც გვყავს, სა­მე­ფო სახ­ლიც გვაქვს და ტახ­ტის მემ­კვიდ­რეც გვეზ­რდე­ბა. თუ შე­იძ­ლე­ბა გაგ­ვი­მარ­ტეთ, რის მი­ხედ­ვით დად­გინ­და, ვინ არის ბაგ­რა­ტი­ონ­თა ტახ­ტის მემ­კვიდ­რე?

მემ­კვიდ­რე­ო­ბი­თო­ბა -არის მო­ნარ­ქი­უ­ლი, დი­ნას­ტი­უ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ერთ-ერთი ძი­რი­თა­დი საყ­რდე­ნი სვე­ტი. მემ­კვიდ­რე­ო­ბით წი­ნას­წარ გან­სა­ზღვრუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და ხე­ლი­სუ­ფა­ლი მი­იჩ­ნე­ვა სიმ­შვი­დის, მუდ­მი­ვო­ბის და ხე­ლის-უფ­ლე­ბის უც­ვა­ლებ­ლო­ბის გა­რან­ტი­ად.

ასე­თი დი­ნას­ტი­ი­დან მომ­დი­ნა­რე ხე­ლი­სუ­ფა­ლი ით­ვლე­ბა ერის სიღ­რმი­დან, ტრა­დი­ცი­ი­დან, ის­ტო­რი­ი­დან მომ­დი­ნა­რე თი­ლის­მად და ერის მცვე­ლად.

დი­ნას­ტი­უ­რო­ბის აუ­ცი­ლე­ბე­ლი თა­ნამ­დე­ვია მკაც­რად გან­სა­ზღვრუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბი­თო­ბის წესი. მსოფ­ლიო პრაქ­ტი­კა­ში ცნო­ბი­ლია მემ­კვიდ­რე­ო­ბი­თო­ბის 3 წესი: სე­ნი­ო­რუ­ლი, რო­დე­საც ტახ­ტზე ადის გვარ­ში უფ­რო­სი მემ­კვიდ­რე; მა­ი­ო­რა­ტი, გარ­დაც­ვა­ლე­ბის მო­მენ­ტი­სათ­ვის მო­ნარ­ქის უფ­რო­სი ვაჟი; პრი­მო­გე­ნე­ტუ­რა პირ­მ­შო­ო­ბის წესი, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხმობს მემ­კვიდ­რე­ო­ბის გა­და­ცე­მას პირ­და­პი­რი დაღ­მა­ვა­ლი გზით, უფ­როს შტო­ზე (უფ­რო­სი ვაჟი ...), ასე­თი შტოს შე­წყვე­ტის შემ­დეგ მომ­დევ­ნო უფ­როს შტო­ზე და ა.შ. სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­მე­ფო ტახ­ტის გა­და­ცე­მის ძი­რი­თა­დად ორი წესი არ­სე­ბობ­და: უხუ­ცე­სო­ბის (სე­ნი­ო­რუ­ლი), მოგ­ვი­ა­ნო ხა­ნა­ში კი პირ­მ­შო­ო­ბის (პრი­მო­გე­ნე­ტუ­რა) მი­ხედ­ვით. (სა­მე­ფო ოჯა­ხი სწო­რედ ამ ორი წე­სის სიმ­ბი­ო­ზია, ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რანსკე­ბი პრი­მო­გე­ნე­ტუ­რა, ხოლო ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­სკე­ბი სე­ნი­ო­რუ­ლი;)

მკი­თხვე­ლი და­ვი­თი: რო­გორ ცხოვ­რობს ნუგ­ზარ ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­სკის ოჯა­ხი, ვთქვათ, შე­მო­ვი­ღეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­ნარ­ქი­უ­ლი მმარ­თვე­ლო­ბა. რა შე­მო­სავ­ლით იცხოვ­რებს ქარ­თუ­ლი სა­მე­ფო ოჯა­ხი?

ყო­ვე­ლი­ვე ზე­მოთ აღ­ნიშ­ნულ­თან ერ­თად, მსურს გარ­კვე­უ­ლი გან­მარ­ტე­ბე­ბი გა­ვა­კე­თო, ჩვე­ნი ე.წ. ოპო­ნენ­ტე­ბის ძი­რი­თად არ­გუ­მენტზე, რი­თაც ისი­ნი აპე­ლი­რე­ბენ, ესაა სა­მე­ფო ოჯა­ხის შე­ნახ­ვის ხარ­ჯე­ბი და თა­ვად-აზ­ნა­ურ­თა წო­დე­ბა­თა და პრი­ვი­ლე­გი­ე­ბის სა­კი­თხი. სი­მარ­თლე გი­თხრათ, ჩემ­თვის რთუ­ლად გა­სა­გე­ბია სა­ზო­გა­დო­ე­ბის იმ ნა­წი­ლის პო­ზი­ცია რომ­ლე­ბიც აპ­რი­ორ­ში აპ­რო­ტეს­ტებს მო­ნარ­ქი­ას იმ მო­ტი­ვით, რომ არ სურს "მე­ფის რჩე­ნა! " კი­დევ უფრო გა­უ­გე­ბა­რია ეს, ჩემ­თვის, დღეს მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბის ფონ­ზე. და­ვი­წყებ იქი­დან, რომ სა­მე­ფო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა გა­ნი­სა­ზღვრე­ბა კონ­სტი­ტუ­ცი­ით, ანუ ამ ჯერ­ზე არა­ნა­ი­რი დო­კუ­მენ­ტი არ არ­სე­ბობს რის მი­ხედ­ვი­თაც შეგ­ვიძ­ლია ვიმ­სჯე­ლოთ ან ვი­კა­მა­თოთ რა და რო­გორ.

სა­ერ­თოდ ამ თე­მის ირ­გვლივ. რა­ი­მე ფორ­მით დავა სა­ფუძ­ველს მოკ­ლე­ბუ­ლია თუ არა ჩავ­თვლით კერ­ძო პირ­თა პი­რად მო­საძ­რე­ბებს, რომ­ლებ­საც არა­ნა­ი­რი სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვე­ლი არ გა­აჩ­ნია.

იგი­ვე შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას მათ პო­ზი­ცი­ა­ზე, ვი­საც ჰგო­ნია, რომ და­ი­წყე­ბა მა­მუ­ლე­ბი­სა და ტი­ტუ­ლე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა და ახ­ლე­ბის გა­ცე­მა. ამ კუ­თხი­დაც შე­მიძ­ლია და­ვარ­წმუ­ნო სა­ხო­გა­დო­ე­ბის ეს ნა­წი­ლი და კი­დევ ერთხელ გა­ვი­მე­ო­რო, რომ ყვე­ლა­ფერ ამას, კონ­სტი­ტუ­ცია და კა­ნონ­მდბ­ლო­ბა და­ა­რე­გუ­ლი­რებს. ეტყო­ბა ქვეც­ნო­ბი­ე­რად ძა­ლი­ან ძნე­ლია საბ­ჭო­თა სტე­რე­ო­ტი­პე­ბის ერ­თი­ა­ნად დან­გრე­ვა. იმ­დე­ნად ღრმად იქნა ბოლ­შე­ვი­კე­ბის მიერ ჩა­ნერ­გი­ლი ბოღ­მა და ზი­ზღი არის­ტოკ­რა­ტი­ი­სად­მი, რომ თა­ო­ბე­ბი გა­ი­ზარ­და, ის კი მა­ინც დარ­ჩათ ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში. ამას­თან მინ­და გან­ვმარ­ტო, რომ ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო, აერ­თი­ა­ნებ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ორ ძი­რი­თად ფე­ნას, ვინც ღვრი­და სის­ხლის და ვინც ღვრი­და ოფლს, ანუ ერ­თნი იცავ­დნენ, ხოლო მე­ო­რე­ნი კვე­ბავ­დნენ. წყა­ლო­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი იყო თა­ვად პირ­ზე და კომლზე, ვინ რას გა­ი­ღებ­და ომი­ა­ნო­ბის ჟამს, რამ­დე­ნი გა­მო­ვი­დო­და "ქუდ­ზე კა­ცად" და კომლზე კა­ცად". შე­სა­ბა­მი­სი იყო წყა­ლო­ბაც ქო­ნე­ბით, მა­მუ­ლით და ტი­ტუ­ლით.

მკი­თხვე­ლი ხა­თუ­ნა: გაგ­ვარ­კვი­ეთ თუ შე­იძ­ლე­ბა, რა­ტომ და­ი­მოყვრეს ბაგ­რა­ტი­ო­ნებ­მა ეს­პა­ნეთ­ში გაზ­რდი­ლი და­ვი­თი, რა ღირ­სე­ბე­ბით მო­ი­ხიბლნენ. სა­მე­ფო ოჯა­ხი კი არა, ნე­ბის­მი­ე­რი ოჯა­ხი ინ­ტე­რეს­დე­ბა სა­სი­ძოს წარ­სუ­ლით, ყოფა-ქცე­ვით და პა­ტი­ოს­ნე­ბით. და­ვით­მა რით გა­მო­ჩი­ნა თავი?

რო­გორც ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან ნათ­ლად სჩანს, ბაგ­რა­ტო­ვან­თა ტახ­ტის აღ­დგე­ნას ბევ­რად უფრო საკ­რა­ლუ­რი მნიშ­ვე­ლო­ბა აქვს ვიდ­რე პო­ლი­ტი­კუ­რი. სწო­რედ ამ ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე შე­იძ­ლე­ბა აიხ­სნას იმ ბნელ ძალ­თა კონ­სო­ლი­დი­რე­ბა რომ­ლე­ბიც წინ ეღო­ბე­ბი­ან ამ სა­ნუკ­ვარ აქტს. თა­ნა­მედ­რო­ვე პი­რო­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ცნო­ბით თუ უმეც­რე­ბით, ისი­ნი შე­ნიღ­ბულ­ნი არი­ან სხვა­დას­ხვა სა­ხის პო­ლი­ტი­კუ­რი თუ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შირ­მით და ყო­ვე­ლა მე­თო­დით ებ­რძვი­ან ამ იდე­ას. მათ არ­სე­ნალ­შია ჭო­რე­ბი, სა­ზო­გა­დო­ე­ბის დე­ზინ­ფორ­მი­რე­ბა, ე.წ. კომ­პრო­მა­ტე­ბით ბრძო­ლა, ცრუ ბრალ­დე­ბე­ბი და პი­როვ­ნუ­ლი შე­უ­რა­წყო­ფა გათ­ვლი­ლი ადეკ­ვა­ტურ რე­აქ­ცი­ა­ზე, რათა იგი კვლა­ვაც მის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ი­ყე­ნონ, ოჯა­ხის ახ­ლობ­ლე­ბი­სა და ბავ­შვო­ბის მე­გობ­რე­ბის გად­მო­ბი­რე­ბა შან­ტა­ჟის გზით, შემ­დგო­მი შუღ­ლის და­სა­თე­სად და ოჯა­ხის წევრთა ერ­თმა­ნეთ­თან და­სა­პი­რის­პი-რებ­ლად, ასე­ვე უამ­რა­ვი სხვა სი­ბინ­ძუ­რე რაც არ შე­იძ­ლე­ბა აზ­რად მო­უ­ვი­დეს ნორ­მა­ლურ და ჯან­მრთელ ადა­მი­ანს. ისი­ნი ამი­სათ­ვის იყე­ნე­ბენ ყვე­ლა ტექ­ნი­კურ სა­შუ­ა­ლე­ბას, იქ­ნე­ბა ეს ტე­ლე­ვი­ზია, ბეჭ­ვდი­თი თუ ელექტრო­ნუ­ლი მე­დია, ასე­ვე გრან­ტე­ბი რეს­პუ­ლი­კელ­თა ცენ­ტრი­დან. მათ, ერთი სული აქვთ რო­გორ­მე მი­აღ­წი­ონ ბაგ­რა­ტი­ონ­თა შო­რის შუღ­ლის ჩა­მოგ­დე­ბას, რათა ისი­ნი ერ­თმა­ნეთს სა­ჯა­როდ და­უ­პი­რის-პი­რონ. სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის კარ­გა­დაა ცნო­ბი­ლი მათი რე­აქ­ცია, როცა ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მათ მიერ ათას­ჯერ ნა­ქი­ლი­კე­ბი სა­მე­ფო ოჯა­ხი არ იყო დან­გრე­უ­ლი და მემ­კვიდ­რეს ელო­დე­ბოდ­ნენ, ხოლო როცა უფ­ლის­წუ­ლი გი­ორ­გის და­ბა­დე­ბა შე­ტყვეს, სრუ­ლი­ად გა­ტყდნენ და ეი­ფო­რი­ა­ში მყოფ­მა ჩა­ნერ­გილ­მა აგენ­ტებ­მა ვი­თა­რე­ბა­ში გაურ-კვევ­ლო­ბის გამო თვით­ლუსტრა­ცია მო­ახ­დი­ნეს.

მე, ღრმად ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ საქრთვე­ლო­სა და ბაგ­რა­ტო­ვან­თა მტრე­ბი, მათი ძა­ლის­ხმე­ვის მი­უ­ხე­და­ვად ვერ მი­აღ­წე­ვენ თა­ვი­ანთ სა­ნუკ­ვარ მი­ზანს და ვერ მო­ა­ხერ­ხე­ბენ ბაგ­რა­ტო­ვან­თა დი­ნას­ტი­ის სხვა­დას­ხვა შტო­ბის ურ­თი­ერთ და­პი­რი­სი­რე­ბას და რომ ყვე­ლა ამ­გვა­რი პრო­ვო­კა­ცია სა­თა­ნა­დოდ იქნბა აღ­კვე­თი­ლი.

მკი­თხვე­ლი ირი­ნა: გა­ვი­გეთ, რომ ბა­ტო­ნი ნუგ­ზა­რი შვი­ლიშ­ვილს არ აღი­ა­რებს ტახ­ტის მემ­კვიდ­რედ. რა არის ამის მი­ზე­ზი?

მა­ვან­თა მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, შედ­გა ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­სკე­ბი­სა და ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რანსკე­ბის უძ­ვე­ლე­სი დი­ნას­ტი­ე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, რისი ხორ­ცშეს­ხმუ­ლი დას­ტუ­რი­ცაა ახალ­შო­ბი­ლი უფ­ლის­წუ­ლი, ბა­ტო­ნიშ­ვი­ლი გი­ორ­გი ბაგ­რა­ტი­ონ-ბაგ­რა­ტი­ო­ნი, მო­მა­ვა­ლი მი­რონ­ცხე­ბუ­ლი მეფე სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლო­ი­სა -"მე­სი­ის მახ­ვი­ლი"; რო­მელ­მაც და­ბა­დე­ბის­თა­ნა­ვე გა­ა­ერ­თი­ა­ნა დი­ნას­ტია და წერ­ტი­ლი და­უს­ვა რუ­სულ და­ბო­ლო­ე­ბებს სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო დი­ნას­ტი­ა­ში.

მკი­თხვე­ლი თორ­ნი­კე: სხვა ბაგ­რა­ტი­ო­ნე­ბიც ხომ არი­ან, აგ­ვიხ­სე­ნით, რა სხვა­ო­ბაა სხვა­დას­ხვა შტოს ბაგ­რა­ტი­ო­ნებს შო­რის, ისი­ნი ხომ ერთი დი­ნას­ტი­ი­დან მო­დი­ან?

სა­ქარ­თვე­ლო და სა­მე­ფო სახ­ლი პატ­რო­ნია ქრის­ტი­ა­ნო­ბის ერთ-ერთი უპირ­ვე­ლე­სი სიწ­მინ­დი­სა - კვარ­თი­სა უფ­ლი­სა ჩვე­ნი­სა იესო ქრის­ტე­სი მის ფლო­ბას ბაგ­რა­ტი­ო­ნე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით უს­ვა­მენ ხაზს. დას­ტუ­რად ღვთი­უ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბი­სა, ბიბ­ლი­უ­რი მეფე და­ვი­თის ქნარ­თან და შურ­დულ­თან ერ­თად, უფ­ლის კვარ­თი მო­თავ­სე­ბუ­ლია სა­მე­ფო გერბზე, რა­საც თან ახ­ლავს სა­გერ­ბო წარ­წე­რაც: "სა­მე­ფო კვარ­თი­ან და­ვი­თი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლო".

ბაგ­რა­ტი­ონ­თა სა­მე­ფო დი­ნას­ტი­ის ღვთა­ებ­რივ წარ­მო­მავ­ლო­ბა­ზე ად­რე­ულ შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში­ვე მოგ­ვი­თხრობს ბი­ზან­ტი­ის იმ­პე­რა­ტო­რის კონ­სტან­ტი­ნე პორ­ფი­რო­გე­ნე­ტის (Xს.) და ბაგ­რა­ტი­ონ­თა გვა­რის ის­ტო­რი­კო­სის სუმ­ბატ და­ვი­თის ძის (IXს.) სა­ის­ტო­რიო თხზუ­ლე­ბე­ბი, რო­მელ­თა მი­ხედ­ვი­თაც ბაგ­რა­ტი­ო­ნე­ბი ბიბ­ლი­უ­რი მე­ფე­ე­ბის იესე-და­ვი­თის-სო­ლო­მო­ნის შთა­მო­მავ­ლე­ბი არი­ან და ამი­ტო­მაც იწო­დე­ბი­ან "იე­სი­ან, და­ვი­თი­ან, სო­ლო­მო­ნი­ა­ნე­ბად,"ამ­დე­ნად ისი­ნი მა­რი­ამ ღვთის­მშობ­ლის პირ­და­პი­რი შთა­მო­მავ­ლე­ბი არი­ან, აქე­დან კი გა­მომ-დი­ნა­რე­ობს მათი კავ­ში­რი იესო ქრის­ტეს­თან.

სწო­რედ ამ გე­ნი­ა­ლო­გი­უ­რი კავ­ში­რით არის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ბაგ­რა­ტი­ონ­თა ამ­ქვეყ­ნი­უ­რი მი­სი­ის საკ­რა­ლი­ზა­ცია

სა­მე­ფო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კონ­ცეფ­ცია შედ­გე­ბა რამ­დე­ნი­მე ნა­წი­ლი­სა­გან: 1. წარ­მო­მავ­ლო­ბა 2. გვა­რის ხან­დაზ­მუ­ლო­ბა, 3. ლე­გი­ტი­მუ­რო­ბა, მემ­კვიდ­რე­ო­ბა, 4. სა­ე­რო და სა­სუ­ლი­ე­რო ფუნ­ქცი­ა­თა სიმ­ბი­ო­ზი, 5. ტი­ტუ­ლა­ტუ­რა­თა იერ­არ­ქია.

მკი­თხვე­ლი ირა: რამ­დე­ნა­დაც ვიცი, თა­ვად-აზ­ნა­უ­რუ­ლი გვა­რე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს თა­ვი­ან­თი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა აქვთ შექ­მნი­ლი. ატა­რე­ბენ რა­ი­მე ღო­ნის­ძი­ე­ბებს ან შეკ­რე­ბებს? სა­ერ­თოდ რა მი­ზა­ნი აქვს ამ კე­თილ­შო­ბი­ლი გვა­რე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბას და თავ­მოყ­რას?

ხაზ­გას­მით მინ­და ავღ­ნიშ­ნო რომ თა­ვა­დო­ბა და აზ­ნა­უ­რო­ბა, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა იყო უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და არა პრი­ვი­ლე­გია, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა უფ­ლის, მე­ფის, მა­მუ­ლის, სა­კუ­თა­რი წი­ნაპ­რე­ბი­სა ღირ­სე­ბის წი­ნა­შე, რაც და­ა­დას­ტუ­რეს კი­დე­ვაც სა­კუ­თა­რი ქმე­დე­ბით, რაცა XX სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში ეროვ­ნუ­ლი კრე­ბის მიერ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის­თა­ნა­ვე, ქარ­თულ­მა არის­ტოკ­რა­ტი­ამ მთე­ლი თა­ვი­სი ქო­ნე­ბა სა­ჩუქ­რად გა­დას­ცა ქარ­თულ სა­ხელ­მწი­ფოს.

ამ­ჟა­მად, როცა იკ­რი­ბე­ბი­ან ქარ­თველ თა­ვად-აზ­ნა­ურ­თა შთა­მო­მავ­ლე­ბი, წი­ნა­პარ­თა სის­ხლი­სე­უ­ლი და გე­ნე­ტი­კუ­რი და­სა­ბა­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კვლა­ვაც ერ­თგუ­ლი და პი­რუთ­ვნე­ლი სამ­სა­ხუ­რი სწყუ­რი­ათ უფ­ლის, მე­ფის და მა­მუ­ლი­სათ­ვის და ამას ყო­ველ­გვა­რი პრი­ვი­ლე­გი­ე­ბი­სა და მერ­კან­ტი­ლუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბის გა­რე­შე ახორ­ცი­ე­ლე­ბენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

საქართველოს სამეფო ტახტი

საქართველოს სამეფო ტახტი

საქართველოს სამეფო ოჯახი ბოლო დროს არაერთხელ მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ბაგრატიონთა ხმაურიანმა ქორწილმა, სკანდალურმა განშორებამ და მემკვიდრის გაჩენამ, ამ ოჯახის მიმართ ბევრი კითხვა გააჩინა. ყველაფერზე, რაც სამეფო ოჯახის შესახებ გაინტერესებთ - თქვენს კითხვებს ბაგრატიონების უფლებამოსილი წარმომადგენელი, სიმონ კოპაძე პასუხობს.

გამოგზავნილი შეკითხვები:

მკითხველი ლელა: ბოლო დროს ძალიან ბევრს საუბრობენ სამეფო ოჯახზე. პირველად გავიგე, რომ სამეფო ოჯახიც გვყავს, სამეფო სახლიც გვაქვს და ტახტის მემკვიდრეც გვეზრდება. თუ შეიძლება გაგვიმარტეთ, რის მიხედვით დადგინდა, ვინ არის ბაგრატიონთა ტახტის მემკვიდრე?

მემკვიდრეობითობა -არის მონარქიული, დინასტიური ხელისუფლების ერთ-ერთი ძირითადი საყრდენი სვეტი. მემკვიდრეობით წინასწარ განსაზღვრული ხელისუფლება და ხელისუფალი მიიჩნევა სიმშვიდის, მუდმივობის და ხელის-უფლების უცვალებლობის გარანტიად.

ასეთი დინასტიიდან მომდინარე ხელისუფალი ითვლება ერის სიღრმიდან, ტრადიციიდან, ისტორიიდან მომდინარე თილისმად და ერის მცველად.

დინასტიურობის აუცილებელი თანამდევია მკაცრად განსაზღვრული მემკვიდრეობითობის წესი. მსოფლიო პრაქტიკაში ცნობილია მემკვიდრეობითობის 3 წესი: სენიორული, როდესაც ტახტზე ადის გვარში უფროსი მემკვიდრე; მაიორატი, გარდაცვალების მომენტისათვის მონარქის უფროსი ვაჟი; პრიმოგენეტურა პირმშოობის წესი, რომელიც გულისხმობს მემკვიდრეობის გადაცემას პირდაპირი დაღმავალი გზით, უფროს შტოზე (უფროსი ვაჟი ...), ასეთი შტოს შეწყვეტის შემდეგ მომდევნო უფროს შტოზე და ა.შ. საქართველოში სამეფო ტახტის გადაცემის ძირითადად ორი წესი არსებობდა: უხუცესობის (სენიორული), მოგვიანო ხანაში კი პირმშოობის (პრიმოგენეტურა) მიხედვით. (სამეფო ოჯახი სწორედ ამ ორი წესის სიმბიოზია, ბაგრატიონ-მუხრანსკები პრიმოგენეტურა, ხოლო ბაგრატიონ-გრუზინსკები სენიორული;)

მკითხველი დავითი: როგორ ცხოვრობს ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის ოჯახი, ვთქვათ, შემოვიღეთ საქართველოში მონარქიული მმართველობა. რა შემოსავლით იცხოვრებს ქართული სამეფო ოჯახი?

ყოველივე ზემოთ აღნიშნულთან ერთად, მსურს გარკვეული განმარტებები გავაკეთო, ჩვენი ე.წ. ოპონენტების ძირითად არგუმენტზე, რითაც ისინი აპელირებენ, ესაა სამეფო ოჯახის შენახვის ხარჯები და თავად-აზნაურთა წოდებათა და პრივილეგიების საკითხი. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის რთულად გასაგებია საზოგადოების იმ ნაწილის პოზიცია რომლებიც აპრიორში აპროტესტებს მონარქიას იმ მოტივით, რომ არ სურს "მეფის რჩენა! " კიდევ უფრო გაუგებარია ეს, ჩემთვის, დღეს მიმდინარე მოვლენების ფონზე. დავიწყებ იქიდან, რომ სამეფო ხელისუფლების უფლებამოსილება განისაზღვრება კონსტიტუციით, ანუ ამ ჯერზე არანაირი დოკუმენტი არ არსებობს რის მიხედვითაც შეგვიძლია ვიმსჯელოთ ან ვიკამათოთ რა და როგორ.

საერთოდ ამ თემის ირგვლივ. რაიმე ფორმით დავა საფუძველს მოკლებულია თუ არა ჩავთვლით კერძო პირთა პირად მოსაძრებებს, რომლებსაც არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.

იგივე შეიძლება ითქვას მათ პოზიციაზე, ვისაც ჰგონია, რომ დაიწყება მამულებისა და ტიტულების დაბრუნება და ახლების გაცემა. ამ კუთხიდაც შემიძლია დავარწმუნო სახოგადოების ეს ნაწილი და კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ყველაფერ ამას, კონსტიტუცია და კანონმდბლობა დაარეგულირებს. ეტყობა ქვეცნობიერად ძალიან ძნელია საბჭოთა სტერეოტიპების ერთიანად დანგრევა. იმდენად ღრმად იქნა ბოლშევიკების მიერ ჩანერგილი ბოღმა და ზიზღი არისტოკრატიისადმი, რომ თაობები გაიზარდა, ის კი მაინც დარჩათ ცნობიერებაში. ამასთან მინდა განვმარტო, რომ ქართული სახელმწიფო, აერთიანებდა საზოგადოების ორ ძირითად ფენას, ვინც ღვრიდა სისხლის და ვინც ღვრიდა ოფლს, ანუ ერთნი იცავდნენ, ხოლო მეორენი კვებავდნენ. წყალობა დამოკიდებული იყო თავად პირზე და კომლზე, ვინ რას გაიღებდა ომიანობის ჟამს, რამდენი გამოვიდოდა "ქუდზე კაცად" და კომლზე კაცად". შესაბამისი იყო წყალობაც ქონებით, მამულით და ტიტულით.

მკითხველი ხათუნა: გაგვარკვიეთ თუ შეიძლება, რატომ დაიმოყვრეს ბაგრატიონებმა ესპანეთში გაზრდილი დავითი, რა ღირსებებით მოიხიბლნენ. სამეფო ოჯახი კი არა, ნებისმიერი ოჯახი ინტერესდება სასიძოს წარსულით, ყოფა-ქცევით და პატიოსნებით. დავითმა რით გამოჩინა თავი?

როგორც ზემოთ აღნიშნულიდან ნათლად სჩანს, ბაგრატოვანთა ტახტის აღდგენას ბევრად უფრო საკრალური მნიშველობა აქვს ვიდრე პოლიტიკური. სწორედ ამ ვითარებიდან გამომდინარე შეიძლება აიხსნას იმ ბნელ ძალთა კონსოლიდირება რომლებიც წინ ეღობებიან ამ სანუკვარ აქტს. თანამედროვე პირობების გათვალისწინებით, ცნობით თუ უმეცრებით, ისინი შენიღბულნი არიან სხვადასხვა სახის პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციის შირმით და ყოველა მეთოდით ებრძვიან ამ იდეას. მათ არსენალშია ჭორები, საზოგადოების დეზინფორმირება, ე.წ. კომპრომატებით ბრძოლა, ცრუ ბრალდებები და პიროვნული შეურაწყოფა გათვლილი ადეკვატურ რეაქციაზე, რათა იგი კვლავაც მის წინააღმდეგ გამოიყენონ, ოჯახის ახლობლებისა და ბავშვობის მეგობრების გადმობირება შანტაჟის გზით, შემდგომი შუღლის დასათესად და ოჯახის წევრთა ერთმანეთთან დასაპირისპი-რებლად, ასევე უამრავი სხვა სიბინძურე რაც არ შეიძლება აზრად მოუვიდეს ნორმალურ და ჯანმრთელ ადამიანს. ისინი ამისათვის იყენებენ ყველა ტექნიკურ საშუალებას, იქნება ეს ტელევიზია, ბეჭვდითი თუ ელექტრონული მედია, ასევე გრანტები რესპულიკელთა ცენტრიდან. მათ, ერთი სული აქვთ როგორმე მიაღწიონ ბაგრატიონთა შორის შუღლის ჩამოგდებას, რათა ისინი ერთმანეთს საჯაროდ დაუპირის-პირონ. საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი მათი რეაქცია, როცა ცნობილი გახდა, რომ მათ მიერ ათასჯერ ნაქილიკები სამეფო ოჯახი არ იყო დანგრეული და მემკვიდრეს ელოდებოდნენ, ხოლო როცა უფლისწული გიორგის დაბადება შეტყვეს, სრულიად გატყდნენ და ეიფორიაში მყოფმა ჩანერგილმა აგენტებმა ვითარებაში გაურ-კვევლობის გამო თვითლუსტრაცია მოახდინეს.

მე, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქრთველოსა და ბაგრატოვანთა მტრები, მათი ძალისხმევის მიუხედავად ვერ მიაღწევენ თავიანთ სანუკვარ მიზანს და ვერ მოახერხებენ ბაგრატოვანთა დინასტიის სხვადასხვა შტობის ურთიერთ დაპირისირებას და რომ ყველა ამგვარი პროვოკაცია სათანადოდ იქნბა აღკვეთილი.

მკითხველი ირინა: გავიგეთ, რომ ბატონი ნუგზარი შვილიშვილს არ აღიარებს ტახტის მემკვიდრედ. რა არის ამის მიზეზი?

მავანთა მცდელობის მიუხედავად, შედგა ბაგრატიონ-გრუზინსკებისა და ბაგრატიონ-მუხრანსკების უძველესი დინასტიების გაერთიანება, რისი ხორცშესხმული დასტურიცაა ახალშობილი უფლისწული, ბატონიშვილი გიორგი ბაგრატიონ-ბაგრატიონი, მომავალი მირონცხებული მეფე სრულიად საქართველოისა -"მესიის მახვილი"; რომელმაც დაბადებისთანავე გააერთიანა დინასტია და წერტილი დაუსვა რუსულ დაბოლოებებს საქართველოს სამეფო დინასტიაში.

მკითხველი თორნიკე: სხვა ბაგრატიონებიც ხომ არიან, აგვიხსენით, რა სხვაობაა სხვადასხვა შტოს ბაგრატიონებს შორის, ისინი ხომ ერთი დინასტიიდან მოდიან?

საქართველო და სამეფო სახლი პატრონია ქრისტიანობის ერთ-ერთი უპირველესი სიწმინდისა - კვართისა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი მის ფლობას ბაგრატიონები განსაკუთრებით უსვამენ ხაზს. დასტურად ღვთიური წარმომავლობისა, ბიბლიური მეფე დავითის ქნართან და შურდულთან ერთად, უფლის კვართი მოთავსებულია სამეფო გერბზე, რასაც თან ახლავს საგერბო წარწერაც: "სამეფო კვართიან დავითიანი საქართველო".

ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის ღვთაებრივ წარმომავლობაზე ადრეულ შუა საუკუნეებშივე მოგვითხრობს ბიზანტიის იმპერატორის კონსტანტინე პორფიროგენეტის (Xს.) და ბაგრატიონთა გვარის ისტორიკოსის სუმბატ დავითის ძის (IXს.) საისტორიო თხზულებები, რომელთა მიხედვითაც ბაგრატიონები ბიბლიური მეფეების იესე-დავითის-სოლომონის შთამომავლები არიან და ამიტომაც იწოდებიან "იესიან, დავითიან, სოლომონიანებად,"ამდენად ისინი მარიამ ღვთისმშობლის პირდაპირი შთამომავლები არიან, აქედან კი გამომ-დინარეობს მათი კავშირი იესო ქრისტესთან.

სწორედ ამ გენიალოგიური კავშირით არის განხორციელებული ბაგრატიონთა ამქვეყნიური მისიის საკრალიზაცია

სამეფო ხელისუფლების კონცეფცია შედგება რამდენიმე ნაწილისაგან: 1. წარმომავლობა 2. გვარის ხანდაზმულობა, 3. ლეგიტიმურობა, მემკვიდრეობა, 4. საერო და სასულიერო ფუნქციათა სიმბიოზი, 5. ტიტულატურათა იერარქია.

მკითხველი ირა: რამდენადაც ვიცი, თავად-აზნაურული გვარების წარმომადგენლებს თავიანთი გაერთიანება აქვთ შექმნილი. ატარებენ რაიმე ღონისძიებებს ან შეკრებებს? საერთოდ რა მიზანი აქვს ამ კეთილშობილი გვარების წარმომადგენლების გაერთიანებას და თავმოყრას?

ხაზგასმით მინდა ავღნიშნო რომ თავადობა და აზნაურობა, უპირველეს ყოვლისა იყო უდიდესი პასუხისმგებლობა და არა პრივილეგია, პასუხისმგებლობა უფლის, მეფის, მამულის, საკუთარი წინაპრებისა ღირსების წინაშე, რაც დაადასტურეს კიდევაც საკუთარი ქმედებით, რაცა XX საუკუნის დასაწყისში ეროვნული კრების მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე, ქართულმა არისტოკრატიამ მთელი თავისი ქონება საჩუქრად გადასცა ქართულ სახელმწიფოს.

ამჟამად, როცა იკრიბებიან ქართველ თავად-აზნაურთა შთამომავლები, წინაპართა სისხლისეული და გენეტიკური დასაბამიდან გამომდინარე, კვლავაც ერთგული და პირუთვნელი სამსახური სწყურიათ უფლის, მეფის და მამულისათვის და ამას ყოველგვარი პრივილეგიებისა და მერკანტილური ინტერესების გარეშე ახორციელებენ.

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას