სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ლონდონში თვითმფრინავიდან ჩამოვარდნილი მამაკაცის გვამი აღმოაჩინეს
ლონდონში თვითმფრინავიდან ჩამოვარდნილი მამაკაცის გვამი აღმოაჩინეს

ლონ­დო­ნის და­სავ­ლეთ რა­ი­ონ­ში მა­მა­კა­ცის გვა­მი აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რო­მე­ლიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, თვითმფრი­ნა­ვი­დან ჰიტ­რო­უს აე­რო­პორ­ტში დაფ­რე­ნამ­დე გად­მო­ვარ­და , - იუ­წყე­ბა "ფრანს-პრე­სი".

მა­მა­კა­ცის გვა­მი, რო­მე­ლიც აფ­რი­კუ­ლი წარ­მო­შო­ბი­სა უნდა იყოს, პო­ლი­ცი­ამ პორ­ტმან-ავე­ნი­უ­ზე აღ­მო­ა­ჩი­ნა, რო­მე­ლიც ჰიტ­რო­უს აე­რო­პორ­ტის­კენ მი­მა­ვა­ლი სა­ჰა­ე­რო ტრა­სის ქვე­მოთ მდე­ბა­რე­ობს.

გარ­დაც­ვლი­ლი მა­მა­კა­ცი არც თვითმფრი­ნა­ვის ეკი­პა­ჟის წევ­რი იყო და არც მგზავ­რთა სი­ა­შია შეყ­ვა­ნი­ლი. პირ­ვე­ლა­დი ვერ­სი­ით, იგი თვითმფრი­ნა­ვის შა­სი­სათ­ვის გან­კუთ­ვნილ ნაკ­ვე­თურ­ში იყო ჩა­მა­ლუ­ლი და ბრი­ტა­ნეთ­ში არა­ლე­გა­ლუ­რად შეღ­წე­ვას ცდი­ლობ­და, მაგ­რამ და­საჯ­დო­მად გამ­ზა­დე­ბუ­ლი თვითმფრი­ნა­ვის შა­სის გახ­სნი­სას ნაკ­ვე­თუ­რი­დან გად­მო­ვარ­და.

გა­ზე­თი The Sun აღ­ნიშ­ნავს, რომ მა­მა­კა­ცი 600 მეტ­რი სი­მაღ­ლი­დან უნდა იყოს გად­მო­ვარ­დნი­ლი. ექ­სპერტ-კრი­მი­ნა­ლის­ტე­ბის ვა­რა­უ­დით, არა­ლე­გა­ლი გარ­დმო­ვარ­დნის მო­მენ­ტში უკვე გარ­დაც­ვლი­ლი იქ­ნე­ბო­და, ვი­ნა­ი­დან ფრე­ნის დროს ნაკ­ვე­თურ­ში ტემ­პე­რა­ტუ­რა მი­ნუს 40 გრა­დუსს აღ­წევს.

2012 წლის აგ­ვის­ტო­ში ლონ­დო­ნის აე­რო­პორ­ტში დამ­ჯდა­რი "ბო­ინგ-747"-ის შა­სის ნაკ­ვე­თურ­ში ერთხელ უკვე აღ­მო­ა­ჩი­ნეს მა­მა­კა­ცის გვა­მი.

იხი­ლეთ ვი­დე­ოგ­რა­ფი­კა

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ლონდონში თვითმფრინავიდან ჩამოვარდნილი მამაკაცის გვამი აღმოაჩინეს

ლონდონში თვითმფრინავიდან ჩამოვარდნილი მამაკაცის გვამი აღმოაჩინეს

ლონდონის დასავლეთ რაიონში მამაკაცის გვამი აღმოაჩინეს, რომელიც, სავარაუდოდ, თვითმფრინავიდან ჰიტროუს აეროპორტში დაფრენამდე გადმოვარდა , - იუწყება "ფრანს-პრესი".

მამაკაცის გვამი, რომელიც აფრიკული წარმოშობისა უნდა იყოს, პოლიციამ პორტმან-ავენიუზე აღმოაჩინა, რომელიც ჰიტროუს აეროპორტისკენ მიმავალი საჰაერო ტრასის ქვემოთ მდებარეობს.

გარდაცვლილი მამაკაცი არც თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრი იყო და არც მგზავრთა სიაშია შეყვანილი. პირველადი ვერსიით, იგი თვითმფრინავის შასისათვის განკუთვნილ ნაკვეთურში იყო ჩამალული და ბრიტანეთში არალეგალურად შეღწევას ცდილობდა, მაგრამ დასაჯდომად გამზადებული თვითმფრინავის შასის გახსნისას ნაკვეთურიდან გადმოვარდა.

გაზეთი The Sun აღნიშნავს, რომ მამაკაცი 600 მეტრი სიმაღლიდან უნდა იყოს გადმოვარდნილი. ექსპერტ-კრიმინალისტების ვარაუდით, არალეგალი გარდმოვარდნის მომენტში უკვე გარდაცვლილი იქნებოდა, ვინაიდან ფრენის დროს ნაკვეთურში ტემპერატურა მინუს 40 გრადუსს აღწევს.

2012 წლის აგვისტოში ლონდონის აეროპორტში დამჯდარი "ბოინგ-747”-ის შასის ნაკვეთურში ერთხელ უკვე აღმოაჩინეს მამაკაცის გვამი.

იხილეთ ვიდეოგრაფიკა

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა