ESPN-მა საქართველო-ესპანეთის მატჩის დროს საქართველო აშშ-ის დროშით წარმოადგინა

ESPN-მა საქართველო-ესპანეთის მატჩის დროს საქართველო აშშ-ის დროშით წარმოადგინა

ამერიკულმა სპორტულმა ტელეარხმა ESPN-მა საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების შეხვედრის დროს საქართველოს დროშის მაგივრად, აშშ-ის დროშა გამოსახა. ტრანსლიაციიდან სკრინშოტები რამდენიმე სპორტულ ბლოგზე გამოქვეყნდა.

ფაქტთან დაკავშირებით ESPN-ის ოფიციალური ბოდიში აქამდე არ მოუხდია.

ტელეარხის რედაქტორებს, სავარაუდოდ, ქვეყანა საქართველო (ინგ. Georgia) და ამერიკის შტატი ჯორჯია ერთმანეთში აერიათ.

საქართველოს და ჯორჯიის შტატის ერთნაირი დასახელების გამო კაზუსები აქამდეც მომხდარა. მაგალითად, 2009 წელს, ფონდ Heritage Foundation-ის მიერ შედგენილ ეკონომიკურად თავისუფალი ქვეყნების რეიტინგში საქართველოს გვერდს, Google Maps-იდან აღებული ჯორჯიის შტატის რუქა "ამშვენებდა".

sportall.ge

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს