სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
თემურ ქეცბაია - საქართველოს ნაკრებს ცოტა რომ გამართლებოდა, ესპანეთთან ქულის მოპოვებას შეძლებდა
თემურ ქეცბაია - საქართველოს ნაკრებს ცოტა რომ გამართლებოდა, ესპანეთთან ქულის მოპოვებას შეძლებდა

სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებს ცოტა რომ გა­მარ­თლე­ბო­და, ეს­პა­ნეთ­თან ქუ­ლის მო­პო­ვე­ბას შეძ­ლებ­და, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის მთა­ვარ­მა მწვრთნელ­მა თე­მურ ქეც­ბა­ი­ამ ეს­პა­ნეთ­თან მატ­ჩის შემ­დგომ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ის კმა­ყო­ფი­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის თა­მა­შით და იმ თავ­და­დე­ბი­სა და ბრძო­ლის­თვის, რო­მე­ლიც მათ აჩ­ვე­ნეს. "მინ­და გულ­შე­მატ­კივ­რებ­საც გა­და­ვუ­ხა­დოთ მად­ლო­ბა, რო­მე­ლიც მთე­ლი თა­მა­შის გან­მავ­ლო­ბა­ში აქ­ტი­უ­რად უჭერ­დნენ მხარს და ამ­ხნე­ვებ­დნენ სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის ფეხ­ბურ­თე­ლებს. რაც შე­ე­ხე­ბა თა­მაშს, ჩვე­ნი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი ერთ მუშ­ტად იყ­ვნენ შეკ­რუ­ლე­ბი და თუ ასე გა­ვაგ­რძე­ლეთ, შე­დეგს აუ­ცი­ლებ­ლად მი­ვი­ღებთ. ჩვე­ნი მხრი­დან უფრო თავ­და­დე­ბა იყო, ვიდ­რე თა­მა­ში, მაგ­რამ ყვე­ლა დრო­ის სა­უ­კე­თე­სო ნაკ­რებ­თან ეს და­საძ­რა­ხი ნამ­დვი­ლად არ არის. ცოტა რომ გაგ­ვმარ­თლე­ბო­და, ალ­ბათ შე­დეგ­საც მი­ვი­ღებ­დით", - გა­ნა­ცხა­და თე­მურ ქეც­ბა­ი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, ბოლო წუ­თებ­ში თავ­დამ­სხმე­ლის თავ­დამ­სხმე­ლით ჩა­ნაც­ვლე­ბა იმი­ტომ მოხ­და, რომ იმე­დი არ­სე­ბობ­და, სა­ქარ­თვე­ლოს კვლავ ექ­ნე­ბო­და შან­სი გო­ლის გა­ტა­ნის. "თა­მა­შის ბედი მთლი­ა­ნო­ბა­ში ცვლი­ლე­ბებს არ გა­და­უ­წყვე­ტია. ჯერ შორს ვართ იმ თა­მა­შის­გან, რა თა­მა­შიც ქარ­თველ გულ­შე­მატ­კივ­რებს სურთ", - აღ­ნიშ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის მთა­ვარ­მა მწვრთნელ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის მე­კა­რის, გი­ორ­გი ლო­რი­ას ტრავ­მას, ქეც­ბა­ი­ას თქმით, ამ დრო­ის­თვის უც­ნო­ბია, თუ რა სირ­თუ­ლის არის ტრავ­მა, თუმ­ცა იმე­დოვ­ნებს, რომ ტრავ­მა სე­რი­ო­ზუ­ლი არ აღ­მოჩ­ნდე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი ეს­პა­ნეთ­თან გუ­შინ­დელ მატჩში მი­ნი­მა­ლუ­რი ან­გა­რი­შით 1:0 და­მარ­ცხდა.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

თემურ ქეცბაია - საქართველოს ნაკრებს ცოტა რომ გამართლებოდა, ესპანეთთან ქულის მოპოვებას შეძლებდა

თემურ ქეცბაია - საქართველოს ნაკრებს ცოტა რომ გამართლებოდა, ესპანეთთან ქულის მოპოვებას შეძლებდა

საქართველოს ნაკრებს ცოტა რომ გამართლებოდა, ესპანეთთან ქულის მოპოვებას შეძლებდა, - ამის შესახებ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ესპანეთთან მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ის კმაყოფილია საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების თამაშით და იმ თავდადებისა და ბრძოლისთვის, რომელიც მათ აჩვენეს. "მინდა გულშემატკივრებსაც გადავუხადოთ მადლობა, რომელიც მთელი თამაშის განმავლობაში აქტიურად უჭერდნენ მხარს და ამხნევებდნენ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს. რაც შეეხება თამაშს, ჩვენი ფეხბურთელები ერთ მუშტად იყვნენ შეკრულები და თუ ასე გავაგრძელეთ, შედეგს აუცილებლად მივიღებთ. ჩვენი მხრიდან უფრო თავდადება იყო, ვიდრე თამაში, მაგრამ ყველა დროის საუკეთესო ნაკრებთან ეს დასაძრახი ნამდვილად არ არის. ცოტა რომ გაგვმართლებოდა, ალბათ შედეგსაც მივიღებდით", - განაცხადა თემურ ქეცბაიამ.

მისივე თქმით, ბოლო წუთებში თავდამსხმელის თავდამსხმელით ჩანაცვლება იმიტომ მოხდა, რომ იმედი არსებობდა, საქართველოს კვლავ ექნებოდა შანსი გოლის გატანის. "თამაშის ბედი მთლიანობაში ცვლილებებს არ გადაუწყვეტია. ჯერ შორს ვართ იმ თამაშისგან, რა თამაშიც ქართველ გულშემატკივრებს სურთ", - აღნიშნა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი ლორიას ტრავმას, ქეცბაიას თქმით, ამ დროისთვის უცნობია, თუ რა სირთულის არის ტრავმა, თუმცა იმედოვნებს, რომ ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდება.

საქართველოს ნაკრები ესპანეთთან გუშინდელ მატჩში მინიმალური ანგარიშით 1:0 დამარცხდა.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"