"კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების" პროექტის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ცამეტ სოფელში, ბიზნეს-ცენტრები გაიხსნა. სამსახურები აღჭურვილია კომპიუტერული ტექნიკითა და თანამედროვე ავეჯით. გარდა ამისა, ცენტრები უზრუნველყოფილია სწრაფი ინტერნეტით.
ბიზნეს-ცენტრები გაიხსნება ზუგდიდის რაიონის სოფლებში: ჭითაწყარში, ჭკადუაშში, კოკში. ანალოგიური სამსახური გაიხსნება ანაკლიაშიც.
გარდა ამისა, ბიზნეს-ცენტრები ამოქმედდება წალენჯიხის რაიონის სოფელ ჭალეში; ხობის რაიონის სოფლებში - ხამისქურში, პირველ მაისში, ახალსოფელსა და შავღელეში.
ანალოგიური სამსახურები გაიხსნება თელავის რაიონის სოფლებში: იყალთოში, კისისხევში, შალაურსა და აკურაში.
ამ სოფლებში არსებულ ბიზნეს-ცენტრებში ადგილობრივი მკვიდრნი დასაქმდნენ, რომლებიც თანასოფლელებს კომპიუტერული უნარ-ჩვევების შესწავლაში დაეხმარებიან.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9