სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ჯაბა სამუშია: "სულ მცირე, ადგილობრივი არჩევნების შედეგს გავიმეორებთ"
ჯაბა სამუშია: "სულ მცირე, ადგილობრივი არჩევნების შედეგს გავიმეორებთ"

ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რებ­მა სა­პარ­ლა­მენ­ტო სი­ა­ზე უარი გა­ნა­ცხა­დეს და თბი­ლი­სის სხვა­დას­ხვა უბ­ნის მა­ჟო­რი­ტა­რო­ბას აპი­რე­ბენ. საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რი, ის­ტო­რი­კო­სი ჯაბა სა­მუ­შია ნა­ძა­ლა­დე­ვის რა­ი­ონ­ში იყ­რის კენ­ჭს:

- ნა­ძა­ლა­დევ­ში და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე. ამი­ტომ, რო­დე­საც დად­გა სა­კი­თხი, რომ ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტი­ულ მოძ­რა­ო­ბას მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტე­ბი და­ე­სა­ხე­ლე­ბი­ნა, ვთქვი, რომ ნა­ძა­ლა­დევ­ში ვიყ­რი­დი კენ­ჭს. თუ ვინ­მემ იცის ნა­ძა­ლა­დე­ვის პრობ­ლე­მე­ბი, მეც ვიცი. ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბის საკ­რე­ბუ­ლოს ფრაქ­ცი­ის წევ­რებ­მა უარი ვთქვით პარ­ტი­ულ სი­ა­ზე. მე უარი ვთქვი დე­პუ­ტა­ტის გა­რან­ტი­რე­ბულ მან­დატ­ზე იმის გამო, რომ 2 წე­ლია თბი­ლი­სე­ლე­ბის უფ­ლე­ბე­ბის და­სა­ცა­ვად ვიბ­რძვი და ამ­ბი­ცია მქონ­და პირ­და­პირ თბი­ლი­სის მო­სახ­ლე­ო­ბი­სა­გან მი­მე­ღო დე­პუ­ტა­ტის მან­და­ტი. თუ ნა­ძა­ლა­დე­ვის რა­ი­ო­ნი ჩამ­თვლის ღირ­სად, ვიყო არ­ჩე­უ­ლი ნა­ძა­ლა­დევ­ში, მხო­ლოდ მა­შინ შე­ვალ პარ­ლა­მენ­ტში.

ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენს სამ­კა­ცი­ან ფრაქ­ცი­ას საკ­რე­ბუ­ლო­ში მი­ღე­ბუ­ლი ჰყავს სხვა­დას­ხვა პრობ­ლე­მის მქო­ნე იმ­დე­ნი თბი­ლი­სე­ლი, რამ­დე­ნიც 38-კა­ცი­ან "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ფრაქ­ცი­ას არ მი­უ­ღია. ამან გაგ­ვი­ჩი­ნა ამ­ბი­ცია, რომ მა­ჟო­რი­ტა­რე­ბად გვე­ყა­რა კენ­ჭი და არ ვყო­ფი­ლი­ყა­ვით და­მო­კი­დე­ბუ­ლი სა­რე­ზერ­ვო პარ­ტი­ულ სი­ა­ზე.

- ნა­ძა­ლა­დევ­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­დან" კენ­ჭს იყ­რის სამი მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტა­რი მე­რაბ სა­მა­დაშ­ვი­ლი, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან" - თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი. საკ­მა­ოდ ძლი­ე­რი კონ­კუ­რენ­ტე­ბი გყავთ.

- მთა­ვა­რი ოპო­ნენ­ტი ჩემ­თვის არის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მელ­საც ბა­ტო­ნი სა­მა­დაშ­ვი­ლი წარ­მო­ად­გენს. სა­მა­დაშ­ვილ­მა ნა­ძა­ლა­დევ­ში წინა არ­ჩევ­ნე­ბის დროს 250 ათა­სი ამომ­რჩევ­ლის­გან 23 ათა­სი ხმა მი­ი­ღო. ეს არ­ცთუ შთამ­ბეჭ­და­ვი შე­დე­გია და არა მგო­ნია, მისი და­მარ­ცხე­ბა არ შე­იძ­ლე­ბო­დეს.

მე­რაბ სა­მა­დაშ­ვილს არ ვიც­ნობ, მაგ­რამ არ­სე­ბობს მო­ნა­ცე­მე­ბი, ვინ რო­გორ საქ­მი­ა­ნობს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. ბა­ტონ სა­მა­დაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­ინ­ტე­რე­სო სტა­ტის­ტი­კას ნა­ხავთ: პარ­ლა­მენ­ტის სხდო­მე­ბის ნა­ხე­ვარ­ზე მეტი გაც­დე­ნი­ლი აქვს. მე მზად ვარ მო­ვის­მი­ნო ყვე­ლა ნა­ძა­ლა­დე­ვე­ლის პრობ­ლე­მა, ყვე­ლას შე­ეძ­ლე­ბა ჩემ­თან და­კავ­ში­რე­ბა.

იხი­ლეთ ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ჯაბა სამუშია: "სულ მცირე, ადგილობრივი არჩევნების შედეგს გავიმეორებთ"

ჯაბა სამუშია: "სულ მცირე, ადგილობრივი არჩევნების შედეგს გავიმეორებთ"

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის საკრებულოს წევრებმა საპარლამენტო სიაზე უარი განაცხადეს და თბილისის სხვადასხვა უბნის მაჟორიტარობას აპირებენ. საკრებულოს წევრი, ისტორიკოსი ჯაბა სამუშია ნაძალადევის რაიონში იყრის კენჭს:

- ნაძალადევში დავიბადე და გავიზარდე. ამიტომ, როდესაც დადგა საკითხი, რომ ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას მაჟორიტარობის კანდიდატები დაესახელებინა, ვთქვი, რომ ნაძალადევში ვიყრიდი კენჭს. თუ ვინმემ იცის ნაძალადევის პრობლემები, მეც ვიცი. ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის საკრებულოს ფრაქციის წევრებმა უარი ვთქვით პარტიულ სიაზე. მე უარი ვთქვი დეპუტატის გარანტირებულ მანდატზე იმის გამო, რომ 2 წელია თბილისელების უფლებების დასაცავად ვიბრძვი და ამბიცია მქონდა პირდაპირ თბილისის მოსახლეობისაგან მიმეღო დეპუტატის მანდატი. თუ ნაძალადევის რაიონი ჩამთვლის ღირსად, ვიყო არჩეული ნაძალადევში, მხოლოდ მაშინ შევალ პარლამენტში.

ორი წლის განმავლობაში ჩვენს სამკაციან ფრაქციას საკრებულოში მიღებული ჰყავს სხვადასხვა პრობლემის მქონე იმდენი თბილისელი, რამდენიც 38-კაციან "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციას არ მიუღია. ამან გაგვიჩინა ამბიცია, რომ მაჟორიტარებად გვეყარა კენჭი და არ ვყოფილიყავით დამოკიდებული სარეზერვო პარტიულ სიაზე.

- ნაძალადევში "ნაციონალური მოძრაობიდან" კენჭს იყრის სამი მოწვევის პარლამენტარი მერაბ სამადაშვილი, "ქართული ოცნებიდან" - თეა წულუკიანი. საკმაოდ ძლიერი კონკურენტები გყავთ.

- მთავარი ოპონენტი ჩემთვის არის ხელისუფლება, რომელსაც ბატონი სამადაშვილი წარმოადგენს. სამადაშვილმა ნაძალადევში წინა არჩევნების დროს 250 ათასი ამომრჩევლისგან 23 ათასი ხმა მიიღო. ეს არცთუ შთამბეჭდავი შედეგია და არა მგონია, მისი დამარცხება არ შეიძლებოდეს.

მერაბ სამადაშვილს არ ვიცნობ, მაგრამ არსებობს მონაცემები, ვინ როგორ საქმიანობს საქართველოს პარლამენტში წლების განმავლობაში. ბატონ სამადაშვილთან დაკავშირებულ საინტერესო სტატისტიკას ნახავთ: პარლამენტის სხდომების ნახევარზე მეტი გაცდენილი აქვს. მე მზად ვარ მოვისმინო ყველა ნაძალადეველის პრობლემა, ყველას შეეძლება ჩემთან დაკავშირება.

იხილეთ ვრცლად

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა