სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ოპოზიციის წარმომადგენლები კარლ ბილდტის გაფრთხილებას ვერ იხსენებენ
ოპოზიციის წარმომადგენლები კარლ ბილდტის გაფრთხილებას ვერ იხსენებენ

ქარ­თუ­ლი ოპო­ზი­ცი­უ­რი ძა­ლე­ბი, ქუ­ჩის დე­მონ­სტრა­ცი­ე­ბის უშე­დე­გო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, შვე­დე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრ კარლ ბილ­დტის გაფრ­თხი­ლე­ბას ვერ იხ­სე­ნე­ბენ.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" კო­ა­ლი­ცია "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­სა" და "ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტი­ულ მოძ­რა­ო­ბა­ში" გა­ნუ­ცხა­დეს, მათ­თან შეხ­ვედ­რა­ზე ბილტს მსგავ­სი ტი­პის გან­ცხა­დე­ბა არ გა­უ­კე­თე­ბია.

ქდმ-ის ერთ-ერთი ლი­დე­რი ლე­ვან ვე­ფხვა­ძე არ გა­მო­რი­ცხავს, რომ კარლ ბილ­დტს ქუ­ჩის აქ­ცი­ე­ბის უშე­დე­გო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბა უცხო­ურ მე­დი­ას­თან სა­უ­ბარ­ში გა­მო­ეთ­ქვა, თუმ­ცა მისი აზ­რით, მთა­ვა­რი ის რე­აქ­ცი­აა, რაც აღ­ნიშ­ნულს რუ­სე­თის მხრი­დან მოჰ­ყვა.

"შე­საძ­ლოა, ბილ­დტ­მა ეს გან­ცხა­დე­ბა უცხო­ურ მე­დი­ას­თან გა­ა­კე­თა და მისი პო­ზი­ცია, რომ ვი­ყოთ მშვი­დად, წყნა­რად და არ გვინ­და რე­ვო­ლუ­ცი­ე­ბი, გა­სა­გე­ბია. ჩვენ არა­ბუ­ლი სამ­ყა­როს­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მიზ­ნე­ბი გვაქვს და ეს არის ევ­რო­პას­თან და­ახ­ლო­ე­ბა. რე­ვო­ლუ­ცია და არე­უ­ლო­ბა ევ­რო­პულ პერ­სპექ­ტი­ვას დაგ­ვა­შო­რებს. გა­სა­გე­ბია რუ­სუ­ლი მხა­რის პო­ზი­ცი­აც, მას სა­ქარ­თვე­ლო­ში არე­უ­ლო­ბა აწყობს, რად­გან ეს შე­იძ­ლე­ბა, სა­გა­რეო ინ­ტერ­ვენ­ცი­ის­თვის კარ­გი მაპ­რო­ვო­ცი­რე­ბე­ლი ფაქ­ტო­რი გახ­დეს", - აღ­ნიშ­ნა ვე­ფხვა­ძემ.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რი თინა ხი­და­შე­ლი კი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ შვე­დე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბას არას­წო­რი ინ­ტერპრე­ტა­ცია მის­ცეს, რად­გან ბილ­დტის­გან ქარ­თუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის მი­სა­მარ­თით მსგავ­სი ტი­პის მო­წო­დე­ბას გა­მო­რი­ცხავს.

"დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, კარლ ბილ­დტი ასეთ რა­მეს არ იტყო­და. ის გა­მოც­დი­ლი დიპ­ლო­მა­ტია და, პრაქ­ტი­კუ­ლად, გა­მოვ­რი­ცხავ, რომ ოპო­ზი­ცი­ის მი­სა­მარ­თით ასეთ მო­წო­დე­ბას გა­ა­კე­თებ­და. 100 %-ით დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ეს ინ­ფორ­მა­ცია სი­მარ­თლე არ არის", - გა­ნა­ცხა­და ხი­და­შელ­მა.

რუ­სუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კარლ ბილ­დტ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზი­ტი­სას ქარ­თუ­ლი ოპო­ზი­ცია ქუ­ჩის დე­მონ­სტრა­ცი­ე­ბის უშე­დე­გო­ბა­ზე გა­აფრ­თხი­ლა, რა­საც რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო "უც­ნა­უ­რად" მი­იჩ­ნევს.

რუ­სე­თის სა­გა­რეო უწყე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლის, ალექ­სან­დრე ლუ­კა­შე­ვი­ჩის აზ­რით, ბილ­დტის გან­ცხა­დე­ბა დე­მოკ­რა­ტი­ის ნორ­მე­ბის შე­საძ­ლო დარ­ღვე­ვა­ზე მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის რე­აქ­ცი­ის შე­ზღუდ­ვას წარ­მო­ად­გენს.

რო­გორც ლუ­კა­შე­ვი­ჩი აცხა­დებს, უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში შვე­დე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი მოს­კოვს ეწ­ვე­ვა და მოს­თხო­ვენ პა­სუხს კი­თხვა­ზე, რას ემ­სა­ხუ­რე­ბა მისი "შერ­ჩე­ვი­თი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა ადა­მი­ან­თა უფ­ლე­ბე­ბი­სა და თვით­გა­მო­ხატ­ვი­სად­მი".

ამას­თან, კარლ ბილ­დტი სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ­ბა­სა­დო­რი­ა­ლის ფარ­გლებ­ში, 5-6 სექ­ტემ­ბერს იმ­ყო­ფე­ბო­და.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ოპოზიციის წარმომადგენლები კარლ ბილდტის გაფრთხილებას ვერ იხსენებენ

ოპოზიციის წარმომადგენლები კარლ ბილდტის გაფრთხილებას ვერ იხსენებენ

ქართული ოპოზიციური ძალები, ქუჩის დემონსტრაციების უშედეგობასთან დაკავშირებით, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრ კარლ ბილდტის გაფრთხილებას ვერ იხსენებენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კოალიცია "ქართულ ოცნებასა" და "ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობაში" განუცხადეს, მათთან შეხვედრაზე ბილტს მსგავსი ტიპის განცხადება არ გაუკეთებია.

ქდმ-ის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვეფხვაძე არ გამორიცხავს, რომ კარლ ბილდტს ქუჩის აქციების უშედეგობასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება უცხოურ მედიასთან საუბარში გამოეთქვა, თუმცა მისი აზრით, მთავარი ის რეაქციაა, რაც აღნიშნულს რუსეთის მხრიდან მოჰყვა.

"შესაძლოა, ბილდტმა ეს განცხადება უცხოურ მედიასთან გააკეთა და მისი პოზიცია, რომ ვიყოთ მშვიდად, წყნარად და არ გვინდა რევოლუციები, გასაგებია. ჩვენ არაბული სამყაროსგან განსხვავებული მიზნები გვაქვს და ეს არის ევროპასთან დაახლოება. რევოლუცია და არეულობა ევროპულ პერსპექტივას დაგვაშორებს. გასაგებია რუსული მხარის პოზიციაც, მას საქართველოში არეულობა აწყობს, რადგან ეს შეიძლება, საგარეო ინტერვენციისთვის კარგი მაპროვოცირებელი ფაქტორი გახდეს", - აღნიშნა ვეფხვაძემ.

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი კი დარწმუნებულია, რომ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას არასწორი ინტერპრეტაცია მისცეს, რადგან ბილდტისგან ქართული ოპოზიციის მისამართით მსგავსი ტიპის მოწოდებას გამორიცხავს.

"დარწმუნებული ვარ, კარლ ბილდტი ასეთ რამეს არ იტყოდა. ის გამოცდილი დიპლომატია და, პრაქტიკულად, გამოვრიცხავ, რომ ოპოზიციის მისამართით ასეთ მოწოდებას გააკეთებდა. 100 %-ით დარწმუნებული ვარ, რომ ეს ინფორმაცია სიმართლე არ არის", - განაცხადა ხიდაშელმა.

რუსული მედიის ინფორმაციით, კარლ ბილდტმა საქართველოში ვიზიტისას ქართული ოპოზიცია ქუჩის დემონსტრაციების უშედეგობაზე გააფრთხილა, რასაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო "უცნაურად" მიიჩნევს.

რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენლის, ალექსანდრე ლუკაშევიჩის აზრით, ბილდტის განცხადება დემოკრატიის ნორმების შესაძლო დარღვევაზე მოქალაქეების რეაქციის შეზღუდვას წარმოადგენს.

როგორც ლუკაშევიჩი აცხადებს, უახლოეს პერიოდში შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვს ეწვევა და მოსთხოვენ პასუხს კითხვაზე, რას ემსახურება მისი "შერჩევითი წინააღმდეგობა ადამიანთა უფლებებისა და თვითგამოხატვისადმი".

ამასთან, კარლ ბილდტი საქართველოში ამბასადორიალის ფარგლებში, 5-6 სექტემბერს იმყოფებოდა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა