სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"მაესტროს" ხელმძღვანელობა ანტენებთან დაკავშირებით ხელისუფლების შეთავაზებას უახლოეს დღეებში განიხილავს
"მაესტროს" ხელმძღვანელობა ანტენებთან დაკავშირებით ხელისუფლების შეთავაზებას უახლოეს დღეებში განიხილავს

"მა­ესტროს" ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა სა­ტე­ლი­ტუ­რი ან­ტე­ნე­ბის "სა­ქარ­თვე­ლოს ფოს­ტის" მეშ­ვე­ო­ბით გავ­რცე­ლე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბას უახ­ლო­ე­სი დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ნი­ხი­ლავს, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ბაჩო კი­კა­ბი­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით "მა­ესტროს" ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა გა­ნი­ხი­ლავს, რამ­დე­ნად გა­მარ­თლე­ბუ­ლი და შე­დე­გის მომ­ტა­ნი იქ­ნე­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­თა­ვა­ზე­ბა.

მისი გან­ცხა­დე­ბით, ფოს­ტის მეშ­ვე­ო­ბით ან­ტე­ნე­ბის გავ­რცე­ლე­ბა არ გუ­ლის­ხმობს სრულ სერ­ვისს და მხო­ლოდ ად­გილ­ზე მი­ტა­ნა საკ­მა­რი­სი არ იქ­ნე­ბა.

"ან­ტე­ნის მი­ტა­ნა შე­დეგს არ მო­ი­ტანს. სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გორ მოგ­ვარ­დე­ბა მონ­ტა­ჟის პრობ­ლე­მა. ამ დე­ტა­ლებს ჩვენს უცხო­ელ პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ვივ­ლით, გან­ვი­ხი­ლავთ კო­მერ­ცი­ულ მხა­რე­საც და სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ამის შემ­დეგ მი­ვი­ღებთ", - აცხა­დებს ბაჩო კი­კა­ბი­ძე.

კო­ა­ლი­ცია "მე­დია ად­ვო­კა­ტი­რე­ბის­თვის" წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, გა­ზეთ "რე­ზო­ნან­სის" მთა­ვარ­მა რე­დაქ­ტორ­მა ლაშა ტუ­ღუშ­მა უწყე­ბა­თა­შო­რი­სი კო­მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნელ­თან, უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდი­ვან გიგა ბო­კე­რი­ას­თან დღე­ვან­დე­ლი შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა "მა­ესტროს" სა­ტე­ლი­ტუ­რი ან­ტე­ნე­ბის და­რი­გე­ბას გარ­კვე­უ­ლი პი­რო­ბე­ბით და­თან­ხმდა.

რო­გორც ლაშა ტუ­ღუშ­მა გან­მარ­ტა, ან­ტე­ნე­ბის და­რი­გე­ბას გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს "სა­ქარ­თვე­ლოს ფოს­ტა" და ეს მოხ­დე­ბა "მა­ესტროს" სა­ხე­ლით.

"მა­ესტრომ" უნდა და­დოს შე­თან­ხმე­ბა "სა­ქარ­თვე­ლოს ფოს­ტას­თან". და­რი­გე­ბა­სა და უშუ­ა­ლოდ და­მონ­ტა­ჟე­ბა­საც გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს "სა­ქარ­თვე­ლოს ფოს­ტა", - გა­ნა­ცხა­და ლაშა ტუ­ღუშ­მა.

სა­უ­ბა­რია ტე­ლე­კომ­პა­ნია "მა­ესტროს" 30 ათას ან­ტე­ნა­სა და 15 ათას რე­სი­ვერ­ზე, რომ­ლე­ბიც პრო­კურ­ტუ­რამ და­ა­ყა­და­ღა. ამას­თან, ბაჩო კი­კა­ბი­ძის ცნო­ბით, ყა­და­ღის მოხ­სნას­თან და­კავ­შრე­ბით ახა­ლი ინ­ფორ­მა­ცია არ აქვს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"მაესტროს" ხელმძღვანელობა ანტენებთან დაკავშირებით ხელისუფლების შეთავაზებას უახლოეს დღეებში განიხილავს

"მაესტროს" ხელმძღვანელობა ანტენებთან დაკავშირებით ხელისუფლების შეთავაზებას უახლოეს დღეებში განიხილავს

"მაესტროს" ხელმძღვანელობა სატელიტური ანტენების "საქართველოს ფოსტის" მეშვეობით გავრცელების შეთავაზებას უახლოესი დღეების განმავლობაში განიხილავს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ბაჩო კიკაბიძემ განუცხადა.

მისი თქმით "მაესტროს" ხელმძღვანელობა განიხილავს, რამდენად გამართლებული და შედეგის მომტანი იქნება აღნიშნული შეთავაზება.

მისი განცხადებით, ფოსტის მეშვეობით ანტენების გავრცელება არ გულისხმობს სრულ სერვისს და მხოლოდ ადგილზე მიტანა საკმარისი არ იქნება.

"ანტენის მიტანა შედეგს არ მოიტანს. საინტერესოა, როგორ მოგვარდება მონტაჟის პრობლემა. ამ დეტალებს ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან ერთად რამდენიმე დღის განმავლობაში გავივლით, განვიხილავთ კომერციულ მხარესაც და საბოლოო გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებთ", - აცხადებს ბაჩო კიკაბიძე.

კოალიცია "მედია ადვოკატირებისთვის" წარმომადგენელმა, გაზეთ "რეზონანსის" მთავარმა რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა უწყებათაშორისი კომისიის ხელმძღვანელთან, უშიშროების საბჭოს მდივან გიგა ბოკერიასთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ხელისუფლება "მაესტროს" სატელიტური ანტენების დარიგებას გარკვეული პირობებით დათანხმდა.

როგორც ლაშა ტუღუშმა განმარტა, ანტენების დარიგებას განახორციელებს "საქართველოს ფოსტა" და ეს მოხდება "მაესტროს" სახელით.

"მაესტრომ" უნდა დადოს შეთანხმება "საქართველოს ფოსტასთან". დარიგებასა და უშუალოდ დამონტაჟებასაც განახორციელებს "საქართველოს ფოსტა", - განაცხადა ლაშა ტუღუშმა.

საუბარია ტელეკომპანია "მაესტროს" 30 ათას ანტენასა და 15 ათას რესივერზე, რომლებიც პროკურტურამ დააყადაღა. ამასთან, ბაჩო კიკაბიძის ცნობით, ყადაღის მოხსნასთან დაკავშრებით ახალი ინფორმაცია არ აქვს.

"ინტერპრესნიუსი"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები