"ვითიბი ბანკსა" და საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნულ ფედერაციას შორის სასპონსორო ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმადაც, ბანკი ერთი წლით სპორტული ტანვარჯიშის გენერალური სპონსორი გახდება. სულ საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაცია სპორტის 5 სახეობას აერთიანებს: ბატუტი, მხატვრული ტანვარჯიში, სპორტული ტანვარჯიში, აკრობატიკა და აერობიკა.
ფედერაციის გენერალური სპონსორობის პერიოდში განხორციელებული ფინანსური მხარდაჭერა მოხმარდება თავისუფალი ვარჯიშის ფიცარნაგის შეძენას, რომელიც სპოტსმენების ვარჯიშისთვის, მომზადებისთვის და გამოსვლებისთვის გამოიყენება.
სასპონსორო ხელშეკრულების თანხა 70 000 ლარს შეადგენს და პირველ ეტაპზე 1 წლიან პარტნიორობას ითვალისწინებს.
კონტრაქტს ხელს მოაწერენ " ვითიბი ბანკის" ფინანსური დირექტორი - მამუკა მენთეშაშვილი და საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი - მერაბ ჩიქობავა.
""ვითიბი ბანკი" აქტიურად უჭერს მხარს ქართული სპორტის განვითარებას, როგორც იცით, ჩვენ ვაფინანსებთ ისეთი სპორტის სახეობებს, როგორიცაა რაგბი და ავტოსპორტი, ხოლო დღეიდან საქართველოს ტანვარჯიშის ეროვნული ფედერაციის პარტნიორებიც გავხდით. ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა ის, რომ "ვითიბი ბანკი" ფედერაციის პირველი ოფიციალური სპონსორია. ამ მხარდაჭერით 400-მდე მოზარდს და სპორტსმენს სრულყოფილი და ეფექტური ვარჯიშის შესაძლებლობა მიეცემა. ვიმედოვნებთ, "ვითიბი ბანკის" მხარდაჭერა პოზიტიურად აისახება სპორტის ამ სახეობების პოპულარიზაციაზე და სპორტსმენების წარმატებებზე", - აცხადებს "ვითიბი ბანკის" ფინანსური დირექტორი, მამუკა მენთეშაშვილი.
"ეს ფაქტი ხელს შეუწყობს სპორტის ამ დარგის უფრო განვითარებას და 2015 წლის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის უკეთ მომზადებას", - ამბობს ფედერაციის პრეზიდენტი, მერაბ ჩიქობავა.
"ვითიბი ბანკი (ჯორჯია)", ვითიბის საერთაშორისო ფინანსური ჯგუფის წევრია. დღეს ვითიბი ჯგუფის ბანკები 20-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. "ვითიბი ჯგუფის" უნივერსალური მოდელი მოიცავს: კორპორატიულ, საცალო და საინვესტიციო ბიზნესს.
"ვითიბი ბანკ (ჯორჯიას)", საქართველოში მოქმედ ბანკებს შორის უმაღლესი საკრედიტო რეიტინგი BB გააჩნია.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9