მონრეალში კვებეკის სეპარატისტული პარტიის ყრილობაზე შაშხანით შეიარაღებულმა მამაკაცმა ხალხის მისამართით ცეცხლი გახსნა, რის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი დაიჭრა, - იუწყება The Canadian Press.
50 წლამდე ასაკის პიროვნებამ, რომლის ვინაობასაც არ ასახელებენ, სროლა მაშინ ატეხა, როდესაც სეპარატისტული პარტიის ლიდერი, პოლინ მორუა სიტყვით გამოდიოდა. თავდამსხმელი დაკავებისას სკანდირებდა ფრაზას: "ინგლისელებო გამოიღვიძეთ" და სავარაუდოდ, ლიბერალური პარტიის მხარდამჭერია, რომელიც კვებეკის კანადისგან გამოყოფას ეწინააღმდეგება.
კვებეკის სეპარატისტული პარტია რეგიონის კანადისგან გამოყოფის მოთხოვნით გამოდის და კვებეკის ნაციონალური კრების არჩევნებში, დანარჩენ პარტიებთან შედარებით, ყველაზე მეტი ხმა მიიღო (46%). შემდეგ მოდის ლიბერალური პარტია, რომელიც 9 წლის განმავლობაში მართავდა რეგიონს.